ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 28 декабря 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

სიახლეებს დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით.

ბოლივუდის მსახიობმა ლარა დატამ და ტენისის ვარსკვლავმა მაჰეშ ბუპატჰიმ კარან ჯოჰარის შოუში განაცხადეს რომ ისინი დაქორწინდებიან 2011 წლის თებერვალში.
მას შემდეგ რაც წყვილი ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში ერთ–ერთ ჩვენებაზე, ძალიან ბევრს საუბრობდნენ მათ ურთიერთობაზე.
ამჯერად კი თავის შოუში კარანმა პირდაპირ ჰკითხა მათ ქორწინების თარიღის შესახებ. წყვილმა კი მაშინვე უპასუხა რომ ისინი დაქორწინდებიან 2011 წლის თებერვალში და რომ მათი ოჯახები ამჯერად თარიღის გადაწყვეტის სტადიაშია.
მაჰეშ ბუპატჰიმ 2010 წლის სექტემბერში შესთავაზა დაქორწინება ლარას. წყვილმა ისაუბრა ასევე მათ წარსულ ურთიერთობაზე.
მაჰეშ ბუპატჰი ითვლება ლარა დატასა და დინო მორეას დაშორების მიზეზად, ისევე როგორც თავად ლარა ითვლება მაჰეშისა და შვეტა ჯაიშანკარის გაყრის მიზეზად.

ეს შვეტა ჯაიშანკარია, მაჰეშის ყოფილი მეუღლე


პრიანკა ჩოპრა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს შეასრულებს კარან ჯოჰარის ახალ პროექტში "Agneepath"

კარან ჯოჰარის ახალი პროექტის "Agneepath"–ის ირგვლივ უკვე დიდია ცნობისმოყვარეობა, რადგან ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი, რომლის პროდიუსერიც კარანის მამა იყო ერთ–ერთი ჰიტი იყო 90–ან წლებში.
"Times of India" –სათვის მიცემულ ინტერვიუში კარანმა თქვა:
–ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა მოცემულ მომენტში ფილმის შესახებ ის არის, რომ ეს ფილმი რადიკალურად იქნება განსხვავებული იმ ფილმისაგან რომლის პროდიუსერიც მამა იყო. მამა ძალიან ამაყობდა იმ ფილმით და მე იმედი მაქვს ამ ფილმითაც კარგ ნამუშევარს ვაჩვენებ მაყურებელს.
წინა ფილმში თამაშობდნენ ისეთი მსახიობები, როგორიცაა ამიტაბჰი და მითჰუნი. ამტაბჰმა მიიღო ეროვნული პრემია მთავარი როლის შესრულებისათვის, ხოლო მითჰუნმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მაგალითია მიბაძვისათვის ნებისმიერი მსახიობისათვის.
როგორც ჩანს კარანმა კარგად გადააკეთა ფილმის სცენარი და შემოგვთავაზებს რიმეიქს, რომელიც უფრო საინტერესო იქნება თანამედროვე თაობის მაყურებლისათვის.
პრიანკა ჩოპრა ამ ფილმში როგორც უკვე აღვნიშნე შეასრულებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს, რომლის სახელია – კაალი. ფილმში ასევე თამაშობს რიტიკ როშანი.

ნახეთ "Love U...Mr.Kalakaar" – ამრიტა რაოსა და ტუშარ კაპურის მონაწილეობით

2011 წლის თებერვალში კიდევ ერთი ლამაზი წყვილის დუეტს ვიხილავთ ახალ ფილმში – " Love U...Mr.Kalakaar".
ფილმის რეჟისორი და სცენარისტია მანასვი.

ეს არის ფილმი ორ განსხვავებულ ადამიანზე.
ტუშარ კაპურის გმირი – საჰილი, ეს არის მხატვარ–კარიკატურისტი, რომელშიც შთაგონებას იწვევს ყველაფერი რაც ირგვლივ აკრავს, ცა, მიწა, მათ შორის ქაღალდის ნაგლეჯიც კი...
ამრიტა რაოს გმირის – რიტუს სამყარო კი ბრუნავს მხოლოდ კრედიტების, ბრუნვების, შემოსავლებისა და ვადების ირგვლივ.
რა მოხდება მას შემდეგ რაც რიტუს შეუყვარდება საჰილი, სწორედ ამაზეა ფილმის სიუჟეტი აგებული.

კიდევ ერთ სამხრეთელ ვარსკვლავს გადაიღებენ ბოლივუდში

ნებისმიერი სამხრეთელი მსახიობი ოცნებობს ბოლივუდში გადაღებაზე.
ამჯერად კიდევ ერთ სამხრეთელ მსახიობ გოგონას ვიხილავთ ბოლივუდურ პროექტში.

მათ ვინც უყურებს სამხრეთულ კინოს იცის, რომ ილეანა დე კრუზი ერთ–ერთი ყველაზე მომხიბვლელი ახალგაზრდა მსახიობია ტოლივუდში. ის თამაშობს ცნობილ ტოლივუდურ პროექტში "Pokiri", რომელიც ბოლივუდური ფილმის "Wanted" ორიგინალი ვერსიაა.
ილეანას დებიუტი კინოში შედგა 2006 წელს და მას შემდეგ ის 15–დე ფილმში გადაიღეს.
ამჯერად მისი დებიუტი შედგება ანურაგ ბასუს ფილმში "Barfee", სადაც მთავარ როლებს რანბირ კაპური და პრიანკა ჩოპრა ითამაშებენ.
მსახიობ გოგონას მეორეხარისხოვანი როლისათვის დიდხანს ეძებდა რეჟისორი და რამდენიმე ვერსიასაც განიხილავდა, მათ შორის კატრინას, დიპიკასა, კანგანასა და ასინს. თუმცა ნახა რა ილენას ფოტოები, მიხვდა რომ ის იდეალურად ერგებოდა როლს.
ამჯერად ილეანა დაკავებულია "სამი იდიოტი"–ს სამხრეთულ ვერსიაში და ასევე კიდევ ერთ პროექტში "Nenu Naa Rakshasi", რანი დაგუბატისთან ერთად.

четверг, 23 декабря 2010 г.

რუსეთის პრეზიდენტი ბოლივუდს ესტუმრა

სულ ცოტა ხნის წინ როდესაც ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ქ–ნი ვერა ქობალია ქართულ დელეგაციასთან ერთად ბოლივუდს ესტუმრა და საქმიანი შეთავაზებებით ბოლივუდის ვარსკვლავს ამირ ქჰანსაც კი ესტუმრა შინ, ცოტა გამიკვირდა კიდეც, თუმცა დღეს უფრო საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ამჯერად ვერა ქობალიას "კვალდაკვალ", უკვე რუსეთის პრეზიდენტი მედვედევიც ესტუმრა ბოლივუდს მუმბაიში ვიზიტის დროს და შაჰრუჰ ქჰანის ახალი ფილმის "Ra. one" - ს გადაღებებს დაესწრო.
–ეს ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა იყო. პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა მუსიკის მნიშვნელოვანი როლი ინდურ კინოში – აღნიშნა კარინა კაპურმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.
შაჰრუჰმა და კარინამ სპეციალურად პრეზიდენტისათვის შეასრულეს ცეკვა.
პრეზიდენტი შეხვდა კინოსტუდია "იაშრაჯფილმზის" დელეგაციას: იაშ ჩოპრას, რამეშ სიპის, რაკეშ როშანს, მუკეშ ბჰატს, რანდირ კაპურს და ასევე ამიტ ქჰანას.
ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო რუსეთის საელჩო და შეხვედრა მიზნად ისახავდა ბოლივუდთან კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ამ ხანმოკლე შეხვედრაზე ორივე მხარემ შეძლო დადებითი ემოციების გაზიარება და როგორც ამიტ ქჰანამ თქვა, გაჩნდა ერთობლივი პროექტების განხორციელების იდეა.
–გადაღებები იწარმოებს ორივე ქვეყანაში და გააღრმავებს
მათ შორის კულტურულ ურთიერთობებს. სასიამოვნოა, როცა რუსეთის პრეზიდენტი თავადაა კულტურული ურთიერთობების კონსოლიდაციის ინიციატორი– განაცხადა ამიტ ქჰანამ.
რაკეშ როშანი ამბობს:
–რუსეთის პრეზიდენტმა შსაძლებლობა მოგვცა გადაღბები ვაწარმოოთ მის ქვეყანაში და განვახორციელოთ ფილმების მარკეტინგისა და პრომოუშენის პროგრამები.



среда, 22 декабря 2010 г.

ფოტოგალერეა

ახალი ფოტოები
კაჯოლისა და აჯაი დევგანის ერთობლივი საბავშვო პროექტიდან: "Toonpur ka superrher"
ფილმში ასევე იხილავთ კაჯოლის დედას, ტანუჯას.

ფოტოები ფილმიდან: "No problem"
რეჟისორი ანეეზ ბაზმი. როლებში: ანილ კაპური, სანჯაი დატი, აქშაი ქჰანა, სუშმიტა სენი, კანგანა რანაუტი და ფარეშ რავალი

აიშვარია რაის ახალი ფოტოები ჟურნალ "Elle" - სათვის

четверг, 16 декабря 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

სიახლეებს დავიწყებ ერთგვარი სასიხარულო ინფორმაციით.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია რანი მუქერჯისა და ადიტია ჩოპრას ნიშნობა შედგება 2011 წლის თებერვალში.
არაერთხელ დავწერე უკვე, რომ ადრე ადიტია დაქორწინებული იყო ბავშვობის მეგობარზე პაიალ ქჰანაზე. მათი განქორწინება მოხდა 2009 წლის აპრილში.

ბოლო დრომდე ადიტია და რანი არსად გამოჩენილან ერთად საზოგადოებაში და არც დაუდასტურებიათ თავიანთი ურთიერთობა.
ეს უკვე მესამედ ვრცელედება გასული წლის განმავლობაში ინფორმაცია მათი მოსალოდნელი ნიშნობის შესახებ. იმედს ვიტოვებ ამჟამად სიმართლე იქნება და არა შესაძლო სარეკლამო ფანდი. რანი მუქერჯი ამჟამად დაკავებულია მისი ახალი ფილმის "ვინ მოკლა ჯესიკა"–ს რეკლამით, სადაც ასე ვთქვათ "თამამი" ტელეჟურნალისტის როლს ასრულებს. ფილმი სავარაუდოდ 2011 წლის 6 იანვარს გამოვა.

"Dostana 2" გაცილებით გაბედული იქნება

თუ თქვენ ფიქრობთ რომ ფილმი "Dostana" გაბედული ფილმი იყო, ნუ იჩქარებთ. თქვენ ჯერ არ გინახავთ ფილმის გაგრძელება.
რეჟისორ ტარუნ მანსუჰარის მზად აქვს სცენარი ფილმისათვის და დამდეგი წლის დასაწყისისათვის იწყებს ფილმზე მუშაობას.
რეჟისორი აშკარად ღელავს და აღიარებს რომ იმყოფება აშკარად "ზეწოლის" ქვეშ მეგობრებისა და ფილმის ფანებისაგან.
–ყველას, ვინც მხვდება ამ დღეებში სურს იცოდეს, როდის გამოვუშვებ ფილმის მეორე ნაწილს. მე ვიმყოფები დიდი "ზეწოლის" ქვეშ იმ ადამიანებისგან რომლებმაც შეიყვარეს ეს ფილმი – ამბობს რეჟისორი.
რეჟისორი გვპირდება რომ ფილმის მეორე ნაწილი გაცილებით გაბედული იქნება, ვიდრე პირველი.
კითხვაზე თუ რას უნდა ველოდოთ მეორე ნაწილისაგან, პირველ ნაწილში ხომ წელზემოთ შიშველი ჯონ აბრაჰამი ვნახეთ შესანიშნავ ფორმაში, რეჟისორი პასუხობს, რომ ამჯერად სულ შიშველ მსახიობს ვიხილავთ.
მე პირადად უკომენტაროდ გადავდივარ შემდეგ სიახლეზე.

კარან ჯოჰარმა შეთავაზებულ როლზე უარი თქვა

უკვე რამდენჯერმე დავწერე საიტებზე ვიშალ ბჰარდვაჯის ახალი ფილმის შესახებ.
"Saat Khoon Maaf"– ესაა ფილმი რომელშიც პრიანკა ჩოპრა გადაიღეს და მასთან ერთად 7 ცნობილი მსახიობი (მათ შორის ერთი რუსი მსახიობიც) - მისი შვიდი ქმრის როლში.
თუმცა ალბათ არ იცით, რომ პრიანკას ერთ–ერთი ქმრის როლი, რომელიც ცოლს სასტიკად სცემს, შეთავაზებული იქნა კარან ჯოჰარისათვის. კარანმა კი კატეგორიული უარი თქვა როლზე. ამის შემდეგ როლი მიეცა ირფან ქჰანს.
ცხადია ვიშალს კარანის დათანხმებით ამ როლზე გათვლილი ჰქონდა რომ ფილმისადმი გაორმაგდებოდა ყურადღება, თუმცა თავად არ შეუთავაზებია როლი კარანისათვის. ეს პრიანკას მეშვეობით გააკეთა.
კარანი ჯერ გაკვირვებული დარჩა შეთავაზებით, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა.

–როგორ, მე ვგავარ ასეთ ადამიანს? ესეც რომ არა, როგორ შემეძლო მეთამაშა როლი, რომელიც სასიყვარულო სცენებს შეიცავდა პრიანკა ჩოპრასთან? ის პერსონაჟი სექსუალური მანიაკია. მე ვერ შევასრულებდი ამ როლს.

ვიდია ბალანი ახალ ფილმში ფეხმძიმე ქალის როლში გამოჩნდება

სუჯოი გჰოშას ფილმში "Kahaani", ვიდია ბალანი 6 თვის ორსული ქალის როლში მოგვევლინება.
გადაღებები ჩატარდება 2011 წელს კალკოტაში და ლონდონში.
ვიდიას გმირი ფეხმძიმე ქალია, რომლის ქმარიც ლონდონიდან ჩამოდის ინდოეთში სამუშაოდ და ქრება უკვალოდ. ის კი ქმრის საძებნელად ჩადის კალკუტაში.
სუჯოი ადასტურებს, რომ ეს არის სიტორია ფეხმძიმე ქალისა რომელიც ქმარს ეძებს. მე როდესაც სცენარს ვწერდი მხედველობაში მყავდა ვიდია და არ გავაკეთებდი ფილმს მის გარეშე.
ჩემი აზრით ის იდეალური ადამიანია, რომელიც ლამაზად და ცოცხლად განასახიერებს გმირს ეკრანზე.

вторник, 14 декабря 2010 г.

დევ ანანდი თავისი პარტნიორი ქალების შესახებ

სადჰანას შესახებ

–პირველად მე მას შევხვდი კინოსტუდიაში სადაც ის, მდიდრულ კაბაში ჩაცმული მსუბუქი, ახალგაზრდა გოგონას ნაბიჯებით შემოვიდა. მან გამიღიმა მე და გამოხატა სურვილი დამლაპარაკებოდა.
მან მითხრა რომ ის აიყვანეს როლზე ჯო მუქერჯისთან ერთად. მე ვუპასუხე რომ ის ძალიან კარგია. ის მართლაც ძალიან განათლებული და ამავე დროს უმანკო იყო.
ეს იყო გოგონას ის ტიპაჟი, რომალსაც გიჩნდება ს
ურვილი ჩაჰკიდო ხელი და ისაუბროთ.
მოგვიანებით მე ვთხოვე გოლდის აეყვანა ის ჩემი მეგობრის როლზე, ფილმში "Hum Dono". ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა ფილმში და სიმღერის კლიპი ჩვენი შესრულებით – "Abhi Na Jaаo Chod Ka" გახდა სიმღერა, რომელიც ასახიერებს სამუდამო სიყვარულს.



ნანდას შესახებ


–ის იყო რაღაც მეოჯახე ქალის ტიპაჟი. ლოცულობდა ის სახლის სიკეთისათვის თუ თამაშობდა მოყვარულ დას ან ერთგულ ცოლს, ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მან ითამაშა ჩემი დის როლი ფილმში - "Kala Bazaar" და დედის როლი ფილმში "Hum Dono. სიმღერა მისი შესრულებით ამ უკანასკნელი ფილმიდან "Allah Tero Naam" გახდა სიმბოლო სულიერი სიწმინდის.
ნუტანის შესახებ

ის იყო ძლიერი მსახიობი და მშვენივრად გამოხატავდა ემოციებს ეკრანზე. ის მუშაობდა ჩემთან ერთად ფილმებში: "Paying Guest" და "Tere Mere Sapne".
მასში ყოველთვის იყო რაღაც დაფარული სევდა. მისი ცხოვრების ბოლო ეტაპიც ძალიან სევდიანი იყო.
მე ვუთხარი კიდეც მის შვილს, მანიშს (იგულისხმება მანიშ ბეჰლი) რომ მისი თვალები დედამისის თვალების ასლია.
ვაჰიდა რაჰმანის შესახებ

ის იღებდა ჰაიდარაბადში, ტელუგუ ფილმებში, როდესაც გურუ დატმა აარჩია როლზე ფილმისათვის "CID".
ის იყო მუქკანიანი და საერთოდ არ შეეძლო თამაში. უბრალოდ იმეორებდა იმას რასაც ვაკეთებდი მე. დედა და და – საიდა, ყველგან დაჰყვებოდნენ მას.
როცა იგეგმებოდა ფილმ "Guide" ინგლისური ვერსიის გამოსვლა, რეჟისორმა ტედ დანილევსკიმ მოისურვა შეეცვალა ის სხვა უფრო ცნობილი მსახიობით, რომელიც ილაპარაკებდა მაინც ინგლისურად.

მე ვუთხარი: არა, აიყვანე ის რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ამ როლს.
პროდიუსერმა მთელი რიგი მოსამზადებელი გაკვეთილები ჩაატარა მასთან და ფილმში ის ისეთი ელეგანტური იყო, ეს ფილმი მის საუკეთესო ფილმად შეიძლება ჩაითვალოს. მან თავისი კარიერის პიკს სწორედ ამ ფილმის წყალობით მიაღწია. სიმღერა "Tere Mere Sapne Ab Ek Rang Hai" გადავიღეთ სამ გადაღებაზე. გადასაღებ ადგილას მივდიოდით მიყოლებით სამი დღის განმავლობაში. სამუშაოდ მხოლოდ 5 წუთი გვქონდა დრო მზის ამოსვლამდე რადგან შემდეგ მზის სხივები და შუქი ძალიან ნათელი ხდებოდა.



ტინა მუნინის შესახებ

მე ვიღებდი ფილმში "Bullet", როდესაც ჩემი სცენა დასრულდა, გავიგონე ჯგუფური ხითხითი. ტინა გადაღებების საყურებლად იყო მოსული გოგონების კამპანიაში. ის იყო ისეთი მხიარული. მან ავტოგრაფი მთხოვა, თუმცა მისი ავტოგრაფების წიგნი ცარიელი იყო და ჩემი ხელწერა იყო პირველი.
მე სწორედ იმ პერიოდში ვატარებდი გოგონების სინჯებს ფილმისათვის "Des Pardes". მე ვკითხე მას, ხომ არ სურდა კინოში გადაღება? იმ დროისათვის მან მოიპოვა ტიტული "მის ფოტოგენურობა".
მან მიპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფილმი კარგი იქნება. მაშინ მე მას ვკითხე, რა იქნებოდა თუ მე შევთავაზებდი როლს? მან გაიღიმა მხოლოდ.
როდესაც გასაუბრებაზე მოვიწვიე, მან წარმატებით გაიარა გასაუბრება.

ზინათ ამანის შესახებ

ის იყო "მის აზიას" ტიტულის მფლობელი. იმ საღამოზე როცა ერთმანეთი გავიცანით მან იცოდა რომ მეც ვიქნებოდი.
ის იყო მუქკანიანი, ამერიკული აქცენტით, რადგან წარმოშობით იყო კალიფორნიიდან.
ამავე დროს ის იყო ამბიციური და დაუჯერებლად ჭკვიანი.
მე ის ავირჩიე ერთ–ერთ როლზე ფილმში "Hare Rama Hare Krishna", და წავიყვანე ნეპალში გადაღებებზე.
გავაფრთხილე რომ პირველი ექვსი თვის მანძილზე მას არ მოუწევდა კამერის წინ გამოჩენა. ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ თვალი უნდა ედევნებინა მუმთაზისათვის.
მან თავად აირჩია ტანსაცმელი, რომელშიც ის კომფორტულად გრძნობდა თავს.
მოგვიანებით ის საკულტო ფიგურად იქცა.
ის მშვენივრად საუბრობს, მშვენივრად წერს და ფლობს ძლიერ პიროვნულ თვისებებს.
მე ქედს ვიხრი მის წინაშე.
ყოველთვის როცა მე ვურეკავ, ის მპასუხობს.
ტაბუს შესახებ

ის აირჩიეს მოზარდის როლზე ფილმისათვის "Hum Naujawan", სადაც მე ვთამაშობდი სკოლის დირექტორს. ის მაშინ 14 წლის იყო. მე ვატარებდი სინჯებს მისთვის და მისი დის, ფარჰასათვის. თუმცა სწორედ ტაბუ მოერგო ამ როლს. კინოსინჯები ფარჰას მონაწილეობით მე გადავუგზავნე იაშ ჩოპრას, რომელმაც შემდგომ ის გადაიღო ფილმში "Faasle".
ერთ–ერთ გადაღებაზე ტაბუს შერცხვა გარკვეული სცენის თამაში. მე მას ვუთხარი, ნუ ღელავ გიპოვით დუბლიორს ამ სცენისათვისთქო.
ერთ–ერთი გადაღების შემდეგ, როდესაც მანქანით მიმყავდა სახლში, მან მითხრა რომ სურდა მთავარი როლების თამაში. მე ვურჩიე დალოდებოდა შესაფერის დროს. მან გააგრძელა თავისი კარიერა და იქცა შესანიშნავ მსახიობად.

მუმთაზის შესახებ

ის კარგი მსახიობია და მწვერვალებს მიაღწია ნულიდან.
როდესაც მე ვამზადებდი სცენარს "Hare Rama Hare Krishna", ჩვენ ერთად ვიღებდით ფილმში, "Tere Mere Sapne". მან მითხრა რომ "არ მომცემდა უფლებას" გადამეღო ფილმი მისი მონაწილეობის გარეშე.
მე ავუხსენი რომ ფილმში რომანტიული როლი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც მისი დის როლი (რომელიც ზინათ ამანმა შეასრულა), მაგრამ შენ შეგეფერება რომანტიული როლითქო.
მან კი მიპასუხა, მაშინ რომანტიულ როლში გადამიღეო.
ის ძალიან მეგობრული და ადამიანურია. ჩვენ დროდადრი ვხვდებით ერთმანეთს.

დევ ანანდი შარმილა თაგორთან და რაქჰისთან ერთად

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails