ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 18 июня 2010 г.

აქშაი კუმარი უარს ამბობს ჰოლივუდზე

ბოლივუდის მსახიობი აქშაი კუმარი ამბობს რომ ის არ გამოდგება ჰოლივუდისათვის.
-მე არ მივატოვებ ჩემს ინდოელ თაყვანისმცემლებს. მე არ გამოვდგები ჰოლივუდისათვის. აქ ბედნიერი ვარ და უდიდესი აუდიტორია მყავს. მაქვს წინადადებები რათქმაუნდა დიდიც და პატარაც მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი - განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა.
მსახიობის აზრით ყველაზე რთული კომედიების თამაშია.
-აიძულო ადამიანები იცინონ ყველაზე რთული ამოცანაა მსახიობისათვის.
მალე მსახიობის მორიგი ფილმი გამოვა.
რეჟისორ პრიადარშანის - "Khatta Meetha", ეს არის პოლიტიკური სატირა კორუფციის შესახებ.
-მე თავს კომფორტულად ვგრძნობ როგორც მელოდრამების ასევე კომიკური როლების თამაშით, მაგრამ კომედია გაცილებით რთულია, რადგან ძნელია რაიმე ისე გააკეთო რომ ვინმემ გაიცინოს. "Khatta Meetha" - ჩემი საუკეთესო კომედიაა, - ამბობს 42 წლის მსახიობი.
წინა წარმატებული კომედიების, "Singh Is King", "Welcome", "Hey Babby" და "Housefull" შემდეგ მსახიობი ახალ ფილმში სამხრეთინდოელ ვარსკვლავთან ტრიშასთან ერთად თამაშობს.
მსახიობი ამბობს რომ მუდამ მზადაა იმუშაოს პრიადარშანთან ერთად, რომელმაც 75 ფილმი შექმნა და აქედან 68 სუპერჰიტია. აქშაისათვის ეს მეხუთე ფილმია ამ რეჟისორთან თანამშრომლობის.

2 комментария:

ნუცა комментирует...

vgijdebi am kacze........:* ra ushno coli yavs , uketesi veravin naxa amxela bolivudshi?! :(

Megi Benia комментирует...

yochag akshays! kidev ufro davafase! sxva mis adgilas egreve gaiqceoda hollywoodshi!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails