ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 27 июня 2010 г.

ანუპამ ქჰერმა უარი განაცხადა ადოლფ ჰიტლერის როლზე

ჰიტლერის პიროვნება მუდმივად იზიდავს საზღვარგარეთელ კინემატოგრაფისტებს.
და აი, პირველად ასეთ რთულ თემას ირჩევენ ინდოელი კინემატოგრაფისტები.
ინდოელმა დებიუტანტმა რეჟისორმა რაკეშ რანჯან კუმარმა გამოაცხადა რომ მუშაობას იწყებს ფილმზე "Dear Friend Hitler".
ფილმის გადაღებები დაიწყება უკვე მომავალ თვეში. ჰიტლერის როლზე მოწვეული იყო ანუპამ ქჰერი ხოლო ევა ბრაუნის როლზე ნეჰა დჰუპია. როგორც ცნობილია ევა ბრაუნი ჰიტლერზე 23 წლით პატარა იყო.
–ჩემს ფილმში, –განაცხადა რეჟისორმა – სასიყვარულო ისტორია არ იქნება ცენტრალური ხაზი. მე მინდა ვაჩვენო ჰიტლერის ცხოვრების ბოლო ათი დღე ბუნკერში, მისი დამოკიდებულება ახლო კოლეგებთან. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ჰიტლერის წვლილზე ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
ცნობილია რომ გერმანიაში სუბჰაშ ჩანდრამ, ერთ–ერთმა ინდოელმა განთავისუფლებისათვის მებრძოლმა ლიდერმა, რომელიც დღესდღეობით ისევე ცნობილია როგორც ნერუ და განდი, ჩამოაყალიბა თავისი ლეგიონი ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამ თემასთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა. ებრაელები, განსაკუთრებით ინდოეთსი დაბადებულები, უკმაყოფილონი არიან იმით რომ ბოლივუდი აპირებს ამ თემაზე, კერძოდ ჰიტლერზე ფილმის გადაღებას. ისინი აპირებენ მისწერონ წერილი ინდოეთის პრეზიდენტს პრატიბჰ პატილს და პრემიერ–მინისტრს მანმჰანუ სინგჰს, თხოვნით – აკრძალოს ამ სკანდალური ფილმის წარმოება.
–მაჰათმა განდი კუბოში გადაბრუნდებოდა ალბათ რომ გაეგო რომ ჰიტლერმა რაიმე წვლილი შეიტანა ინდოეთის თავისუფლებისათვის ბრძოლაში – ამბობენ ისინი.
ფილმის რეჟისორი რათქმაუნდა გამოეხმაურა მისი მომავალი ფილმის ირგვლივ ატეხილ სკანდალს და უპასუხა რომ, მაჰათმა განდიმ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი წერილი მისწერა ჰიტლერს.
თუმცა ინდოეთში მცხოვრები ებრაელების მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით მსახიობმა ანუპამ ქჰერმა უარი განაცხადა როლზე.

2 комментария:

Megi Benia комментирует...

ძალიან მიყვარს ასეთი ფილმები! რადგან ისტორია ჩემი საყვარელი საგანია,ამიტომ მათი ყურება ერთგვარად ჩემი ჰობია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ებრაელი ინდოელების პოზიციას ვიკავებ! ნამდვილად არ მესმის რა წვლილი შეეძლო შეეტანა ჰიტლერს ინდოეთის თავისუფლებისთვის ბრძოაში!

Unknown комментирует...

ასე ღრმად არც მე ვიცი ამის შესახებ მეგი, მაგრამ რახან ითქვა რომ განდის მიუწერია წერილები ჰიტლერისათვის ომამდე, იქნებ ჰქონდათ რაიმე მორალური თუნდაც მხარდაჭერა...

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails