თავისი წარმატებული უარყოფითი გმირის შემდეგ ფილმში "Dhoom", ჯონ აბრაჰამი კიდევ ერთხელ წარსდგება მაყურებლის წინაშე უარყოფითი გმირის სახით რამეშ ტორანის ფილმში "Dhoom". მას ძალიან მოეწონა ფილმის სცენარი და განაცხადა თანხმობა განესახიერებინა უარყოფითი გმირი. ეს ინფორმაცია თავად რამეშ ტორანიმაც დაადასტურა: – კი, ჯონი ნამდვილად ითამაშებს ახალ ფილმში უარყოფით როლს, თუმცა ქალის პერსონაჟის არჩევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა ინფორმაცია რომ კარინა კაპურთან ერთად, ფილმისათვის შერჩეული იქნა პრიანკა ჩოპრა. ახალ ფილმში საიფ–ალი ქჰანისა და ანილ კაპურის გვერდით სქორედ ისინი ითამაშებენ კატრინა კეიფისა და ბიპაშა ბასუს ნაცვლად. კატრინა კეიფის გმირი დაიღუპა ფილმის პირველ ნაწილში და ცხადია ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას მეორე ნაწილში, თუმცა ბიპაშას რაც შეეხება მისი შეცვლა გამოცანად რჩება. როგორც წყარო იუწყება საიფ–ალი ქჰანმა მოითხოვა კარინა აეყვანათ ბიპაშას ნაცვლად. პრიანკას მხრიდან საინფორმაციო წყარო ადასტურებს ამ ინფორმაციას თუმცა ამბობს, რომ მსახიობმა ჯერ უნდა დაასრულოს მუშაობა ფილმზე "Saat khoon maaf", ამის შემდეგ დაიწყება გადაღებები ფილმისა "Don 2". თუმცა მსახიობი აღფრთოვანებული დარჩა ამ როლით და ის აუცილებლად გამონახავს დროს თავის სამუშაო გრაფიკში. პრიანკა ჩოპრა ასევე მუშაობს ერთ–ერთ სატელევიზიო შოუზე.
3 комментария:
ალბათ საინტერესო ფილმი იქნება.პირველი ნაცილი საინტერესო იყო და ალბათ არც ეს ჩამორჩება!მსახიობებიც ერთად მგონი კარგ წრეს შექმნიან! მარტინა
მეტი რა გზა გვაქვს მარტინა დაველოდოთ და ვნახოთ... :D
ისე რა ამის პასუხია მაგრამ ადნაკლასნიკებში არა ხარ? თუ ხარ მომძებნე nino kraveishvili
Отправить комментарий