მათთვის ვინც ამ საიტებზე შემოდის და ვისაც უყვარს ინდოეთი და ინდური კულტურა ალბათ უკვე ცნობილია რომ ბათუმი 11 აგვისტოდან 28 აგვისტომდე მასპინძლობდა ინდური საქონლის გამოფენა–გაყიდვა სახელწოდებით "საუკეთესო ინდოეთიდან".
თბილისისაგან გასხვავებით ბათუმი პირველად მასპინძლობდა ინდური საქონლის გამოფენას და საკმაოდ საინტერესოდაც გაიხსნა. ვგულისხმობ იმ ღონისძიებებს რაც გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარდა.
გამოფენა ტარდებოდა ინდოეთის საელჩოს ორგანიზატორობით და მიზნად ისახავდა ქართველი და არა მარტო ქართველი ხალხისათვის ინდური კულტურის გაცნობას.
გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ინდური ხელოვნების მოყვარულთათვის კარგად ცნობილმა თამრიკო კურდღელიამ მოცეკვავეთა ანსამბლთან ერთად.
როგორც თავად ქ–მა თამრიკომ თქვა, ინდოეთის ელჩი გაკვირვებული დარჩა ქართველთა მონდომებით, იმით თუ როგორ მოხერხდა თავად ქ–ნ თამრიკოს საცხოვრებელ ბინაში ურთულესი ინდური ცეკვების დადგმა და რეპეტიცია. გაოცებული დარჩა ასევე ქართველი მოცეკვავეების ინდური სამოსით.
კონცერტი თითქმის საათნახევარს გრძელდებოდა კონცერტის შემდეგ ისინი ელჩმა ვახშამზე მიიწვია.
სავარაუდოდ შესაძლებელია ქ–ნ თამრიკოს პირადადაც შეხვდეს და გარკვეული დახმარებაც გაუწიოს ქართველ ინდური ხელოვნების მოყვარულებს.
ქართველი მოცეკვავეები გამოფენის გახსნაზე აქვე გთავაზობთ სიმღერის კლიპს "dheere dheere", რომელიც ცნობილი ინდური სიმღერის მიხედვითაა გაკეთებული და დავამატებ რომ ქ–ნი თამრიკო განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის პარტნიორს კლიპში, ნიკა მუმლაძეს, რომელიც მხარში ედგა ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს და ბათუმში გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი სწორედ მას მიჰყავდა ოქსანა ტოროსიანთან ერთად.
ინდური კინოს მოყვარულთა სახელით ვუერთდებით ქ–ნ თამრიკოს
9 комментариев:
indoeli mocekvave "nichieridan"...
dzaan magaria, gmertma gaumarjos. ukvars da tavis saqmes aketebs...
მადლობა ნინო, მე ყველა ქართველი ადამიანი მაინტერესებს ვინც ინდოეთთან რაღაცნაირადაა დაკავშირებული... თამრიკოს ნიჭიერში ვუყურებდი, მაგრამ იქ თ კონცერტი იყო არ ვიცოდი, ,, კარგი როცა რაღაცა გიყვარს და იმ საქმეს აკეთებ
wow... es qalbatoni nel-nela agcevs did carmatebebs... bravo! magaria... elchmac tu gaigo rogor gvikvars saqartveloshi magati kino kaiaaaaaaaaa
maiko
wow... es qalbatoni nel-nela agcevs did carmatebebs... bravo! magaria... elchmac tu gaigo rogor gvikvars saqartveloshi magati kino kaiaaaaaaaaa
maiko
gamarjobat... nino me irma var ... albat gaxsovart... nino dzaan mainteresebs es qalbatoni adre ansambli rom iko "sitara" iqac cekvavda? tu mattan ar iko? carmatebebi qonodes koveltvis....
dzalian gamixarda... elchis kuramde tu mivida qartvelebis sikvaruli ramxelaa mati kulturis mimart..
madloba tamrikos da ninos rom cdilobs araferi gamotovos
eliso
memgoni adre sitarashic cekvavda ... axmetelidan maxsovs tu ara? carmatebuli gvenaxos sul da gvasaxelos!
meri
ki, qalbatoni tamriko kurdgelia sitarashic cekvavda, da aris proeqt nichieris monacilec, unichieresi adamiani qoreografi! qalbatono nino didi madloba tkven induri filmebis da indoettan dakavshirebuli siaxleebis asti popularizaciistvis, qalbatonma tamrikom jguptan ertad maksimaluri gaaketa induri produkciis gamofenisadmi mizgvnil koncertze, me rogorc camyvani gansakutrebul madlobas im xalxs vuxdi vinc qalbaton tamrikos da mis mocekvaveta jgups gverdshi udgas.
გაიხარე ნიკა, იგივე გვეთქმის ჩვენც თქვენს მიმართ. მიხარია რომ ესტუმრე საიტებს!
Отправить комментарий