ჰოლივუდის შემდეგ საქართველოთი ინდური კინოკომპანია – ბოლივუდიც დაინტერესდა.
კინოპროდიუსერებს და მსახიობებს საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდებიან.
საქმიანი ვიზიტით ბოლივუდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იმყოფებოდა ქართულ დელეგაციასთან ერთად.
შეხვედრები შედგა კინოპროდიუსერებსა და მსახობებთან.
ბოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურასთან, მსახიობ ამირ ქჰანთან ქართული დელეგაციის შეხვედრა მსახიობის სახლში შედგა.
უშუალო მიღება საქმიან მოლაპარაკებებში მალე გადაიზარდა.
–მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში– განაცხადა მსახიობმა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.
ქართულ დელეგაციასთან შეხვედრებისას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არა მხოლოდ ამირ ქჰანმა გამოთქვა.
ქართველი მინისტრი ბოლივუდის პროდიუსერებსა და კინოსტუდიების ხელმძღვანელებს შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე მათგანი საქართველოში ჩამოსვლით და კინოწარმოებაში ქართული გარემოს გამოყენებით დაინტერესდა.
საქართველოში ქართული დელეგაცია სიმბოლური საჩუქრებითა და კონკრეტული წინადადებებით დაბრუნდა. თანამშრომლობა ბოლივუდთან უკვე გადაწყვეტილია, ინდოელი მსახიობებისა და პროდიუსერების ვიზიტი კი უკვე დაგეგმილია, თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია სად ან როგორი სიუჟეტის ფილმს გადაიღებს ჯგუფი.
–შევხვდით ყველაზე დიდი კინოკომპანიის ხელმძღვანელებს, მათ ვინც გადაიღო, "მილიონერი გარეუბნიდან".
აქვთ სერიოზული ინტერესი რომ ჩამოვიდნენ და ნახონ რა პირობებია საქართველოში– განაცხადა მინისტრმა.
–უკვე მოვილაპარაკეთ რომ დეკემბრის ბოლოს ან იანვარში ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ ჯგუფები 1000 კაციანი შემადგენლობით თვეების განმავლობაში იმუშავებს საქართველოში ამ პროექტებზე და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩევნს ეკონომიკაზე.
როგორც ინდური კინოს მოყვარულებისათვის უკვე არის ცნობილი (ამაზე არაერთხელ დავწერე საიტებზე და ფოტომასალაც დევს) ეს ბოლივუდელ პროდიუსერებთან მოლაპარაკებების პირველი მცდელობა არ არის.
დაახლოებით სამი წლის წინ საქართველოში პროდისერ დავით ბეჟიტაშვილის მოწვევით იმყოფებოდა რამდენიმე პროდიუსერი .
შედგა მოლაპარაკება ქართველ მოდელთან ნათია ნებიერიძესთან და სამწლიანი კონტრაქტიც დაიდო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ეს პროექტი უვადოდ გადადო.
პროდიუსერი ამჯერადაც არ გამორიცხავს რომ შესაძლოა ინდოელი პროდიუსერები ისევ დაინტერსდნენ ქართველი მსახიობებით.
ვფიქრობ საინტერესო მოვლენები გველოდება.
წარმატებები ვუსურვოთ ქართულ–ბოლივუდურ ურთიერთობებს და მივადევნოთ თვალი სიახლეებს

3 комментария:
did madloba nini shen chveni nateli gza xar induli filmebis moyvarultatvis da ara ishureb dzalgones amistvis gilocav divalis:)
AMDENI SIAXLE ERTAD DZAN MAGARIA! RA SAINTERESO RAM GVELODEBA ARA? MADLOBA NINO ES UDAOD ARACHVEULEBRIVI MOVLENAA! DAVELODOT SIXARULIT! martina.
გაიხარეთ ჩემო კარგო... ასევე გილოცავთ დივალის საიტის ყველა სტუმარს!
Отправить комментарий