ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 21 ноября 2010 г.

ინდური დილა – საზოგადოება "ინდურ სახლში"

19 ნოემბერს, საზოგადოება "ინდური სახლის" სარეპეტიციო დარბაზში ნამდვილი ინდური განწყობა იგრძნობოდა.
აქ ყველაფერი იყო: სურნელოვანი ჩხირების სურნელი, ინდური მუსიკა, ცოცხალი ყვავილების გირლიანდები, ფერადი სანთლები, ინდური ტკბილეული, ყავა, ჩაი... და კიდევ გამოფენილი ინდური კოსტუმები თუ უამრავი სხვა სიმბოლიკა რაც ინდოეთისა და მისი კულტურის მოყვარულებს თავს ცოტა ხნით სასურველ და საყვარელ გარემოში აგრძნობინებდა.
აქ იყვნენ საზოგადოება "ინდური სახლის" როგორც მასპინძლები, ასევე სტუმრები, ქართველებიც და ინდოელებიც.
მიზეზი ამ დილაადრიანი შეკრებისა იყო ის, რომ საზოგადოება "ინდური სახლი" ტელევიზიიდან ელოდებოდა სტუმრებს სიუჟეტის მოსამზადებლად.
საიტზე უკვე ავღნიშნე "ინდური სახლის" მცირე წარსულის შესახებ და დავწერე ისიც, რომ სულ რაღაც ერთი თვეა რაც "ინდურ სახლთან" თანამშრომლობს ქ–ნი თამარ კურდღელია.
შეიქმნა ინდური სიმღერისა და ცეკვის ჯგუფი, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ანსამბლი.

გოგონები შეისწავლიან როგორც ინდურ კლასიკურ ცეკვას, ასევე თანამედროვე ცეკვებსაც ბოლივუდური ფილმებიდან.
ქ–ნ თამრიკოს, რომელიც ძირითადად კლასიკურ ცეკვას შეასწავლის გვერდით უდგანან ძველი "სიტარას" მოცეკვავეები. (ინდური კინოს მოყვარულებს კარგად ახსოვს ეს ანსამბლი, რომელიც კ/თ "ახმეტელში" ფუნქციონირებდა).
ამჯერად ქ–ნი თამარის თხოვნით (თამარ კურდღელიას კონტრაქტი აქვს ტ/კ "რუსთავი 2"–თან), "ინდური სახლი" დაუკავშირდა ტ/კ "რუსთავი 2"–ს დილის გადაცემას და შესთავაზა ერთ–ერთ გადაცემაში გაჟღერებულიყო "ინდური სახლის" შესახებ.
სტუმრებს "ინდური სახლის" ხელმძღვანელი, ქ–ნი რუსუდან თოდაძე და თამარ კურდღელია შეხვდნენ ინდური სახლის სხვა მასპინძლებთან ერთად.
შესრულდა საცეკვაო ნომრები ძველი კლასიკისა თუ თანამედროვე ბოლივუდური ფილმებიდან, რამდენიმე სიმღერა ჩვენი საყვარელი ფილმებიდან.
იყო საუბარი ბოლივუდზე და ქართულ–ბოლივუდურ ურთიერთობებზე.
სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ყველა მსურველს მოუხატა ხელები ხნით – ულამაზესი ფიგურებით და სურვილი გამოთქვა თანამშრომლობა გააგრძელოს ინდურ სახლთან.
სხვადასხვა ინდური სამოსით რამდენიმეჯერ შეიმოსა მშვენიერი კორესპოდენტი– ანი გიუნტერი, რომელსაც შემდგომ, პირად საუბარში შევატყვე რომ ინდოეთის და ინდური ფილმების მიმართ გულგრილი ნამდვილად არ იყო.
სტუმრებს "ინდური სახლისაგან" სახსოვრად გადაეცათ "ინდური სახლის" მიერ გამოცემული ჟურნალები და სხვადასხვა სუვენიერები.
სიუჟეტი სავარაუდოდ 22 ნოემბერს ტ/კ "რუსთავი 2"–ის დილის ეთერში გავა სამ ნაწილად, ხუთწუთიან სიუჟეტებად და გასვლის შემდეგ საიტებზეც დაიდება, თუმცა მანამდე გთავაზობთ ინდურ სახლში გადაღებულ ფოტოებს.
ინდური დილა – "ინდურ სახლში"


ნახეთ სიუჟეტი
პირველი ჩართვა


მეორე ჩართვა



მესამე ჩართვა


3 комментария:

Анонимный комментирует...

ra kargebi da lamazebi xart! tan ra kargi dro gagitarebiat! darcmunebuli var dzalian saintereso iqneboda! MARTINA

Анонимный комментирует...

dzalian minda tqvens gamosvlebs daveswro .giorgi 27wlis rustavi

Анонимный комментирует...

indur saxlshi bitebs tu gebulobt ?giorgi

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails