ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 24 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

სიახლეებს დავიწყებ შაინი აჰუჯას შესახებ ინფორმაციით.
მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ ამ მსახიობს და ვცდილობ შესაბამისად ყველა სიახლე მოგაწოდოთ.


რამდენიმე დღის წინ შაინიმ შეიტანა აპელაცია ბომბეის უმაღლეს სასამართლოში მისთვის გამოტანილი განაჩენის გამო.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მსახიობს 2009 წელს მოახლემ ბრალი დასდო გაუპატიურებაში, ექსპერტიზამაც დაადასტურა გაუპატიურების კვალი და მსახიობი დააპატიმრეს. თუმცა შემდგომ გოგონამ განაცხადა, რომ გაუპატიურება არ ყოფილა და მსახიობი გამოსასყიდის მეშვეობით გამოუშვეს. ახლახან კი მუმბაის სასამართლომ მას 7 წელი მიუსაჯა.

–მოსამართლემ შეცდომა დაუშვა შაინის 7 წელი რომ მიუსაჯა, – განაცხადა მსახიობის ადვოკატმა.
მან ასევე თქვა, რომ შეიატანა თხოვნა მსახიობის გამოსასყიდის მეშვეობით გამოშვების თაობაზე და ესეც განიხილება.

ჯენელია დე სუზა იმიჯს იცვლის

ჯენელია დე სუზამ ბოლოსდაბოლოს შეიცვალა თავისი იმიჯი, კინემატოგრაფისტისა და რეჟისორის სანტოშ შივანის ფილმში – "Urumi".
მსახიობმა ამ ფილმში, რომელიც სამ ენაზე გამოვიდა შეასრულა მუსულმანი ხალხის მეომარი პრინცესის, აეშას როლი და ითამაშა წყვილში სამხრეთელ მსახიობთან – პრითჰივირაჯთან.
სანტოშს სურდა, რომ მე ამ ფილმში ვყოფილიყავი იდუმალი, – ამბობს მსახიობი. მე ვთამაშობ გოგონას რომელიც იძულებულია მიმართოს სისასტიკეს იმ დარდის გამო, რასაც ის განიცდის შინაგანად.
ჯენელია მადლობას უხდის რეჟისორს, რომ დაინახა მასში მსახიობი და ამბობს:
–სანტოში გაგიტაცებთ თქვენ შესანიშნავი ისტორიით და გაჩვენებთ ჯენელიას ყველა უკიდურესობებს (იღიმის).
ფილმისათვის "Urumi" ჯენელიას მოუხდა ესწავლა არა მხოლოდ ცხენზე ჯდომა, არამედ ხმლის ფლობის სწავლებაც გაიარა. ასევე გაიარა საბრძოლო ხელოვნებაც. მსახიობი მადლობელია იმ დროს, როცა კოლეჯში თამაშობდა ფეხბურთს. ეს დამეხმარა სიმტკიცის, ყურადღების და ელასტიურობის გამოვლენაში.
ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ ტაბუ, ვიდია ბალანი და პრაბჰუდევა თუმცა ჯენელია არ შეხვედრია გადასაღებ მოედანზე ტაბუს, ვიდია ბალანი კი მხოლოდ ერთხელ ნახა.
არც ისე დიდი ხნის წინ ფილმი აჩვენეს აზიის ფილმების დაფინანსების ფორუმზე, სადაც მან დადებითი შეფასებები მიიღო.
მანი რატნამმა, რომელთანაც სანტოში მუშაობდა ადრე ბევრ ფილმებში ასევე მაღალი შეფასება მისცა ფილმს და მას "სანტოშის ჯადოქრობა" უწოდა.
მან ასევე დაამატა: "Urumi" – ეს ძლიერი ფილმია. ერთი მხრივ ის გაართობს მაყურებელს, მაგრამ ამავე დროს მსახიობთა თამაში ძალიან დამაჯერებელია.
ფილმი მოგვითხრობს 16–ე საუკუნის ინდოეთის ისტორიას. პრითჰივირაჯი თამაშობს ისტორიულ ფიგურას, რომლის მისიაც იყო მოეკლა ვასკო დე გამა. ვიდია თამაშობს გოგონა ქალღმერთის როლს.
–რადგან ჩემი მშობლიური ენაა მალაიამი ჩემს მშობლებს ყოველთვის სურდათ რომ მეთამაშა ფილმში ჩემს მშობლიურ ენაზე. "Urumi" - ეს საჩუქარია ჩემი მშობლებისათვის, – ამბობს მსახიობი.

რაც შეხება ტაბუს, ის მხოლოდ სიმღერის კლიპში გამოჩნდა, თუმცა როგორც თქვა, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სანტოშთან.
მე ვმუშაობ მასთან 1994 წლიდან, – განაცხადა მსახიობმა.


კუნალ კჰემუს კარიერა საიფმა იხსნა

კუნალის კინოკარიერის დაცემა მისი მეგობრის, სოჰა ალი ქჰანის მოუსვენრობის მიზეზი გახდა. თუმცა მათ მისი ძმა საიფი გამოეცხადათ მხსნელად.
საიფი არა მხოლოდ გაუწევს პროდიუსერობას თავისი მომავალი ნათესავის ახალ ფილმს არამედ თავადაც შეასრულებს ეპიზოდურ როლს.

საუბარია რეჟისორული დუეტის რაჯ ნიდიმორუსა და კრიშნას ფილმზე, რომელსაც საიფ–ალი ქჰანის კომპანია "Illuminati Films" გაუწევს პროდიუსერობას.

суббота, 16 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

პოპულარული ფილმების გაგრძელება ბოლივუდისათვის ტრადიციად იქცა
2011 წლისათვის არაერთი პოპულარული ფილმის გაგრძელებას ვნახავთ. რადგანაც პირადი წერილებიდან ვიცი რამდენად დიდია ინტერესი ასეთი ფილმების შესახებ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფილმების სიქველების სიას

Don 2

ამბობენ რომ კარგი დასაწყისი – ეს უკვე ნახევარი საქმეაო. ეს სიტყვები ყველაზე კარგად ესადაგება ამ ფილმს. მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნა შაჰრუჰის ახალი სახე ფილმისათვის "Don 2", მხოლოდ ამის შესახებ იწერებოდა პრესაში და ინტერესი კიდევ უფრო გაორმაგდა. ფარჰან აჰტარის 2006 წლის კრიმინალური ტრილერი "Don 2", თავად არის რიმეიქი 70–ანი წლების ამავე სახელწოდების ბლოკბასტერისა, სადაც მთავარ როლში ამიტაბჰ ბაჩანი თამაშობდა.
ფილმის გადაღებები გერმანიაში და მალაიზიაში ხდებოდა.
პრემიერა ფილმისა ამ ზაფხულს შედგება.

dhoom 3

ბაიკერები უფრო მეტნი ხდებიან.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ამირ ქჰანი თამაშობს გვპირდებიან, რომ გრანდიოზული სანახაობა იქნება. თუ თქვენთვის ეს ცოტაა, მაშინ აქვე გაცნობებთ რომ ამირ ქჰანი ასრულებს ფილმში ერთ–ერთ სიმღერას.
დანარჩენი მსახიობების შემადგენლობა უცვლელია, აბიშეკ ბაჩანი და უდეი ჩოპრა ასრულებენ ისევ თავიანთ (ჯაისა და ალის) როლებს.
onse upon a time in mumbai 2

აჯაი დევგანისა და იმრან ჰაშმის კრიმინალური ტრილერის ამ სიქველის მნიშვნელობაზე სხვა რომ არა, მხოლოდ ორი მიზეზით მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ.
პირველი – აქშაი კუმარი თამაშობს "დონის" როლს, რაც მისი კარიერის მანძილზე იშვიათი შემთხვევაა და მეორე – ფილმის პირველი ნაწილი ყველაზე ორიგინალური ფილმი იყო გასულ წელს.
აქშაი კუმარის ახალი იმიჯის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი და მის ახალ როლს მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან


Dostana 2

მოლოდინი და ინტერესი თანდათან იზრდება. სხვა სიქველებისგან განსხვავებით ამ ფილმში ბევრი სიახლე გველოდება. აბიშეკისა და ჯონ აბრაჰამის გვერდით ფილმში დაკავდა ასევე აბჰაი დეოლი და რიტეშ დეშმუქჰი.
პრიანკა ჩოპრას ნაცვლად საუბარია ფილმში კატრინა კეიფის მონაწილეობაზე. ერთ–ერთი პირველი ბოლივუდური ფილმი გეების შესახებ როგორც ჩანს პოზიციების გამყარებას ცდილობს.


RACE 2

ეს ფილმი ვარსკვლავთა პროექტს ემსგავსება და ისევე როგორც ორიგინალში აქაც გადაიღებენ საიფ–ალი ქჰანს და ანილ კაპურს. ასევე ფილმში გამოჩნდებიან ახალი პერსონაჟები დიპიკა პადუკონისა და სონაქში სინჰას შესრულებით.
ფილმის პირველი ნაწილის მონაწილენი კატრინა კეიფი და ბიპაშა ბასუ აღარ ითამაშებენ ამ ფილმში და როგორც ამბობენ ჯონ აბრაჰამი შეასრულებს უარყოფით როლს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია რომ მოწვეული სტუმრის სტატუსით ფილმში გამოჩნდება აბიშეკ ბაჩანი.
ფილმის გადაღებები დაიწყება აგვისტოში.


HOUSEFULL 2

საჯიდ ქჰანის კომედია ისევ დაბრუნდება ეკრანებზე.
აქშაი კუმარსა და რიტეშ დეშმუქთან ერთად სადჯიდი გვპირდება ბევრ მხიარულებასა და სიცილს.
მსახიობების შემადგენლობას შეუერთდება ასინი და ჯონ აბრაჰამი. რეჟისორი ზოგიერთ ეპიზოდებს იღებს 3D ფორმატში და ფილმის აქცენტები გაკეთებულია კომედიურ ხასიათზე.

DABANGG 2


გასული წლის ყველაზე დიდი ჰიტის "დ" სიქველი ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე აღმოჩნდა არასასურველი კამათების ცენტრში. პროდიუსერ არბაზ ქჰანსა და რეჟისორ აბჰინავ კაშიაპს შორის კონფლიქტმა შედეგად რეჟისორის პროექტიდან გამორიცხვა მოიტანა.
გავრცელდა ინფორმაცია რომ ფილმის სიქველს უკვე თავად არბაზ ქჰანი გადაიღებს.

MURDER 2ამ გახმაურებული და ამავე დროს სკანდალურ ფილმში მალიკა შრავატი აღარ ითამაშებს და მას შეცვლის ჟაკლინ ფერნანდესი.
რათქმაუნდა იმრან ჰაშმი ისევ ითამაშებს მთავარ როლს ფილმში და ბჰატები გვპირდებიან რომ ფილმის გაგრძელება მაყურებელთა ნერვებს ნამდვილად შეატოკებს.
тёмная сторона желания 2
როგორც ჩანს ბჰატებს მოსწონთ სიქველების გადაღება.
ზემოთხსენებულის გარდა მათ კიდევ ერთ ფილმს დაადგეს თვალი.
ესაა "тёмная сторона желания 2".
ცხადია ფილმში ბიპაშა ბასუ აღარ ითამაშებს და ამბობენ რომ ფილმი სრულიად ახალი მსახიობების შემადგენლობით გამოვა.

რანბირ კაპური სოციალურ ქსელებს უფრთხის

რანბირ კაპური ახალგაზრდების კუმირია. იგი სახეა "Panasonic"–ის ბრენდის და ტექნოლოგიებთანაც საკმაოდ ახლოსაა. თუმცა თუ თქვენ ხართ "facebook"–ის ან "Twitter"–ის მომხმარებელი, თქვენ იქ ვერ ნახავთ ამ მსახიობს, მან დაიფიცა რომ აღარ დაბრუნდება სოციალურ ქსელში.
–მე არა ვარ არც ტვიტერზე და არც ფეისბუქზე. ადრე ვიყავი ფეისბუქზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი "პროფილი" გამიტეხეს, გადავწყვიტე რომ მეტად იქ აღარ დავრეგისტრირდები.
რანბირი პირველი არ არის ვინც ჩავარდა განსაცდელში ჰაკერების გამო, მანამდე ჰაკერების მსხვერპლი გახდნენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან კარინა კაპური, ასინი, შაჰიდ კაპური და კოენა მიტრა.

აბჰაი დეოლი ბიპაშა ბასუსა და ჯოშ ჰარნეტს დაეხმარა

ჰოლივუდური ფილმის "Singularity"–ს გადაღებების დროს შეიქმნა პრობლემა, ფილმის მთავარმა გმირებმა ბიპაშა ბასუმ და ჯოშ ჰარნეტმა ვერ მიიღეს თავიანთ განკარგულებაში სატრენაჟორო დარბაზი, რადგან ასეთი ობიექტი იმ სასტუმროში არ მოიძებნა.
თუმცა მათ გამოეცხადათ სპეციალისტი აბჰაი დეოლის სახით, რომელიც ასევე შედის ფილმის შემოქმედებით ჯგუფში. აბჰაი გადაიქცა მათ გურუდ იოგაში.
მისმა ვარჯიშებმა სულ უფრო და უფრო მეტი მსახიობისა და გადამღები ჯგუფის წევრის ყურადღება მიიქცია.
რათქმაუნდა ჯოში და ბიპაშაც მისი იოგის სეანსების დიდი თავყვანისმცემლები გახდნენ.
აბჰაი დეოლი ძალიან სერიოზულად ეკიდება იოგას.

იქნებ მას ეცადა და ანილ კაპურისა და სონამისთვისაც მოეწონებინა თავი იოგის მეშვეობით. როგორც ცნობილია მამა–შვილი ჯერ კიდევ ბრაზობენ მასზე აბჰაის არასასიამოვნო კომენტარების გამო მათი (აბჰაისა და სონამის) ბოლო ფილმის, "Aisha"–ს შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო.

ანუპამ ქჰერსა და ომ პურს შორის ურთიერთობა დაიძაბა



როგორც უკვე დავწერე ანუპამ ქჰერი ეხმარებოდა ცნობილ მსახიობს ომ პურის მის მეუღლესთან ნადიტასთან გაყრის საქმეში, რომელიც საბოლოოდ მაინც არ შედგა. თუმცა ნანდიტა რათქმაუნდა დღემდე ნაწყენია ანუპამზე და როგორც ჩანს არ აპირებს აპატიოს.
ამჯერად კი გავრცელდა ჭორი ანუპამისა და კირონის ქორწინების პრობლემების შესახებ. ეჭვი კი ამ ჭორების გავრცელებაში მოდის ნანდიტაზე, ომ პურის მეუღლეზე. ქჰერების ოჯახი გრძნობს, რომ სწორედ ნანდიტა ყვება მათი ოჯახის პრობლემების შესახებ.
ბუნებრივია ამან დაძაბულობა შემოიტანა ორი ვეტერანი ვარსკვლავის ურთიერთობაში, და როგორც მათი ნაცნობები საუბრობენ, მათ შორის მდგომარეობა საომარს წააგავს.

შეიცანით ამ ფოტოზე ცნობილი ბოლივუდის ვარსკვლავი?


ეს ანუპამ ქჰერია. თავის შემდგომ ფილმში "Zokkomon", სადაც ის ორმაგ როლს ასრულებს მსახიობი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება და მის მეუღლესაც კი გაუჭირდა მისი ცნობა.
ფილმისათვის აიყვანეს გრიმების ცნობილი ექსპერტი გიომა კასტანჟე, რომლებსაც თვეები დასჭირდა რომ გადაეკეთებინა ანუპამ ქჰერის სახე. თავიდან კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, შემდეგ სპეციალურად დამზადებული საფენების დახმარებით.
გრიმის დადების პროცესი იკავებდა 5 საათს, რომლის შემდეგაც ანუპამს ჰქონდა სხვა ცხვირი, სხვა თვალები სხვა თვალების სტრუქტურა და სიმაღლეც კი.
ფილმის რეჟისორი არის დებიუტანტი სატიაჯიტ ბჰატკალი, ფილმში ასევე იღებენ დარშილ საფარი და მანჯარი.

вторник, 12 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

შაჰრუჰ ქჰანი "Facebook"–ზე გამოჩნდება

ერთი სასიხარულო ცნობა შაჰრუჰ ქჰანის მოყვარულთათვის. როგორც ცნობილი გახდა, "Twitter"–ზე თავისი გვერდის გაუქმების შემდეგ შაჰრუჰ ქჰანმა გადაწყვიტა გახსნას ოფიციალური გვერდი "Facebook"–ზე.
შეგახსენებთ რომ "Twitter"–ზე რამდენიმე მომხმარებლის მიერ დატოვებული არასასიამოვნო კომენტარების შემდეგ, მსახიობმა შეწყვიტა წერა. მას ძალიან ბევრი, 800 000 ეგრეთწოდებული "follower"–ი, ანუ მკითხველები ჰყავდა და სალმან ქჰანს ბევრად უსწრებდა მათი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვეებია ის აღარ წერს "Twitter"–ზე, მკითხველთა რაოდენობა არ იცვლება. სალმან ქჰანი როგორც ცნობილია რეგულარულად წერს.
დაიწერა, რომ შაჰრუჰის გამოჩენა სოციალურ ქსელში, "Facebook"–ზე დამეთხვევა მისი დოკუმენტური ფილმის, Mughal-E-Azam"–ის პრემიერას.
– 22 წუთიანი ფილმის შექმნის იდეა, ეს ჩემი მხრიდან მარტო იმის მცდელობა როდია მივაგო პატივი რეჟისორ ასიფს, არამედ ეს არის სურვილი გავაცნო ახალგაზრდა თაობას წარსულის კინემატოგრაფიული შედევრები – ამბობს მსახიობი.
შაჰრუჰმა თქვა, რომ "Facebook"–ზე ონლაინში შემოვა ყოველ პარასკევს, ინდოეთის დროით საღამოს 9 საათზე.
კატრინა კეიფი "Кrrish 3"-ში ითამაშებს?


შესაძლოა პრიანკა ჩოპრასათვის ეს ნამდვილად არ აღმოჩნდეს სასიამოვნო სიახლე. გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატრინა კეიფი დამატებულია ფილმის "Кrrish 3"–ის შემადგენლობაში.
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაეღოთ ეს ორი მსახიობი ქალი ერთ ფილმში, შესაძლოა მესამე მცდელობა "ბედნიერი" აღმოჩნდეს.
პირველად შტრიშტრი ბეჰლამ სცადა გადაეღო ისინი ერთად ჰოლივუდური ფილმის ინდურ ვერსიაში, შემდეგ კი ანურაგ ბასუმ ფილმში მოინდომა ეს ფილმში "Barfee", თუმცა უშედეგოდ.
ამჯერად გამოქვეყნდა სიახლე, რომ მსახიობი დამატებულია რაკეშ როშანის ფილმის "Кrrish 3"–ის შემოქმედებით ჯგუფში, სადაც მთავარ როლებს რიტიკ როშანი და პრიანკა ჩოპრა თამაშობენ.
ბედისწერას ზოგჯერ ახასიათებს უცნაურობა, შეახვედროს და დააკავშიროს ერთმანეთს ადამიანები, რომლებსაც არ "უყვართ" ერთმანეთი.
უცნაურმა "მტრობამ" პრიანკასა და კატრინას შორის, მიაღწია ისეთ მასშტაბებს რომ ისინი უარს ამბობენ ერთ პროექტში მუშაობაზე. ამიტომაც, ამჯერად საინტერესოა შექმნის თუ არა პრიანკა ჩოპრა პრობლემებს, როცა გაიგებს რომ კატრინაც მიიღებს მონაწილეობას მომავალ ფილმში.
სავარაუდოდ გადაღებები ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება, მას შემდეგ რაც რიტიკი დაამთავრებს გადაღებებს ფილმში, "Agneepath". ამ ფილმშიც ის პრიანკასთან ერთად თამაშობს.
ამჟამად ფილმის "Кrrish 3"–ის სცენარზე მიდის გადამწყვეტი მუშაობა. კატრინა და რიტიკი ერთად მუშაობდნენ ზოი აჰტარის ფილმზე "Zindagi Na Milegi Dobara" და კარგადაც ატარებდნენ დროს ესპანეთში გადაღებების დროს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიტიკსაც ძალიან უნდა კატრინამ მონაწილეობა მიიღოს მათი, ასე ვთქვათ "ოჯახური წარმოების" ფილმში, თუმცა ამის შესახებ არც კატრინას და არც როშანებს ოფიციალურად არაფერი განუცხადებიათ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ ისაა, რომ კატრინა კეიფმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, გარდერობს ვანახლებ მომავალი ბოლივუდური პროექტისათვისო.
აქშაი კუმარი და კატრინა კეიფი "ზიტა და გიტა"–ს რიმეიქში



ბოლივუდური ბოევიკების ვარსკვლავს, აქშაი კუმარს ამ წელს ახალმა ფილმებმა მიუხედავად იმისა, რომ კარგი სალარო შემოსავლები მოუტანეს, მნიშვნელოვნად დასცეს მისი პოპულარობა კინემატოგრაფიულ წრეებში.
ამჯერად აქშაი კუმარი ისევ გამოჩნდება ეკრანებზე რეტრო სტილში. ცნობილი გახდა, რომ მან მისცა თანხმობა 70–ანი წლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰიტის, ცნობილი "Seeta Aur Geeta"–ს რიმეიქში გადაღებაზე.
ფილმის ორიგინალში ჰემა მალინი ასრულებდა ორი ტყუპი დის როლს, ხოლო ორი მათი პარტნიორი მამაკაცის როლები შეასრულეს დჰარმენდრამ და სანჯივ კუმარმა.
რიმეიქში აქშაი კუმარი ითამაშებს დჰარმენდრას მიერ შესრულებულ პერსონაჟს, ხოლო ქალის მთავარ როლებს, ანუ ორი ტყუპი დის, ზიტასა და გიტას როლს კატრინა კეიფი შეასრულებს.
დანარჩენი სამსახიობო შემადგენლობა ჯერ არ არის ცნობილი.
აქშაი კუმარისა და კატრინა კეიფის ეკრანზე ერთად ხილვა კიდევ ერთხელ გაგვახსენებს მათ ერთობლივ ჰიტებს: "Namaste London", "Welcome", "Singh is King".
ვარაუდობენ რომ "ზიტა და გიტა" – ს რიმეიქი გაცილებით უფრო დიდი ჰიტი გახდება ვიდრე ორიგინალი იყო.

вторник, 5 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ფილმმა "Dum Maaro Dum" დევ ანადი გაანაწყენა



დევ ანანდმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რეჟისორმა როჰან სიპიმ (რამეშ სიპის ვაჟი) თავის ფილმს დაარქვა "Dum Maaro Dum". ალბათ ძველი ფილმების მოყვარულთ ახსოვს, რომ ასე ერქვა ძალიან პოპულარულ სიმღერას მის ფილმში "Hare Rama Hare Krishna".
64 წლის რამეშ სიპიმ ჟურნალისტებს განუცხადა რომ სიმღერა "Dum Maaro Dum" მათ ფილმში ჟღერს ახალი არანჟირებით, სრულიად სხვა მუსიკალური თანხლებით. ამ სიმღერისას ცეკვის ნომრით ეკრანზე გამოჩნდება დიპიკა პადუკონი. –ცუდია რომ დევ ანანდი უკმაყოფილოა, ჩვენ მოვიპოვეთ საავტორო უფლება ამ სიმღერის გამოყენებისათვის. თავიდან ჩვენ გვინდოდა მხოლოდ ამ სიმღერის სახელი მიგვეცა ფილმისათვის, თუმცა შემდეგ გადავიფიქრეთ. მოქმედება ხდება გოაში, საუბარია ნარკოტიკებზე და ახალგაზრდა ადამიანების მათზე დამოკიდებულებაზე.
ფილმში გადაღებული არიან აბჰიშეკ ბაჩანი, ბიპაშა ბასუ, პრატეიკ ბაბარი და რანა დაგუბატი. რანა ტელუგუს მსახიობია და ეს ფილმი მისი დებიუტია ბოლივუდში).
ეკრანებზე ფილმი აპრილში გამოვა და რაც დამაფიქრებელია მისი შემქმნელი ჯგუფისათვის ის არის, რომ ამ დროს ემთხვევა ინდოეთის კრიკეტის გუნდის პრემიერ ლიგის თამაშები.
როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ფილმის გადაღებების დროს პრესაში გაჩნდა ჭორები მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებს შორის არსებულ რომანზე.
რანა დაგუბატი ტელუგუ ფილმების პროდიუსერის, სურეშ ბაბუს შვილია. მისთვის ეს ფილმი როგორც ავღნიშნეთ დებიუტი იყო და ბიპაშა პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ასწავლიდა მას ჰინდის.
რანა დაგუბატი თითქმის 8 წლის განმავლობაში ხვდებოდა სამხრეთელ მსახიობს შრიია სარანს.
როდესაც პრეს–კონფერენციაზე ჰაიდარაბადში ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ამის შესახებ, მან ითხოვა არ დაესვათ კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებ, თავის ბლოგზე კი დაწერა რომ ეს მხოლოდ ჭორებია.

შაჰრუჰ ქჰანის ორი ახალი როლი

რეჟისორმა აბჰინავ კაშიანმა გადაიღო თავისი სადებიუტო ფილმი "Dabanng", და ფილმი გახდა ბლოკბასტერი. რეჟისორი აპირებდა ასევე გადაეღო ფილმის გაგრძელება, მაგრამ პროდიუსერმა არბაზ ქჰანმა (სალმანის ძმა) განაცხადა, რომ მას უკვე მისი "სამსახური" აღარ სჭირდება და თავად იქნება ფილმის რეჟისორი.
როგორც ჩანს განაწყენებულმა აბჰინავმა შაჰრუჰს დაუკავშირდა, რადგან ის დღემდე სალმანის მოწინააღმდეგედ ითვლება.
ასევე ცნობილი გახდა რომ რეჟისორი იაშ ჩოპრა აპირებს კიდევ ერთი პროექტის ჩაშვებას, რომელშიც მთავარ როლებზე შაჰრუჰ ქჰანსა და კატრინა კეიფს დაამტკიცებენ.
თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში, სადაც არცერთი ჩავარდნა არ ჰქონია სხვა მსახიობებისაგან განსხვავებით, კატრინა სულ ოცნებობდა შაჰრუჰთან დუეტზე.

ჰიტლერის შესახებ ფილმი მაისში გამოვა

რეჟისორ რაკეშ რანჯან კუმარის სადებიუტო ფილმი "ჰიტლერი" მრავალენოვანი პროექტია და დაფუძნებულია მაჰათმა განდის წერილებზე ადოლფ ჰიტლერის მისამართით.
თავიდან ყველას ეგონა, რომ ფილმი იქნებოდა სკანდალური, თუმცა ეს მითქმა–მოთქმა გაქრა როგორც კი ფილმი აჩვენეს ბერლინის გასულ კინოფესტივალზე სადაც ის დადებითად შეაფასეს ფაქტების დეტალურად გამოსახვისათვის.
ფილმში რაგჰუვირ იადავი ასრულებს დიქტატორის როლს, ხოლო ნეჰა დჰუპია თამაშობს მისი საყვარლის ევა ბრაუნის როლს.
როგორც ცნობილია, ანუპამ ქჰერს უნდა ეთამაშა ჰიტლერის როლი, მაგრამ მან უარი თქვა ამ როლზე მას შემდეგ, რაც ებრაელების ორგანიზაციამ ინდოეთში პროტესტი გამოხატა მის მიმართ, ულმობელი ლიდერის როლის შესრულების გამო, რომელმაც მილიონობით ებრაელი მოკლა.


აქშაი კუმარი და ჯონ აბრაჰამი ისევ ერთად ეკრანებზე!

6 წლის შემდეგ როჰიტ დჰავანის სადებიუტო ფილმში აქშაი კუმარი და ჯონ აბრაჰამი ისევ ერთად გამოჩნდებიან.
ეს ფილმი ამ რეჟისორის დებიუტია ისეთი ვარსკვლავების მონაწილეობით როგორებიცაა: აქშაი კუმარი, ჯონ აბრაჰამი, დიპიკა პადუკონი და ჩიტრანგდი. კინოსტუდია "Eros International"–ში ფილმი უკვე წარმოების სტადიაშია.
კინოსტუდიამ როჰიტთან კიდევ ერთ ახალ პროექტს მოაწერა ხელი.
–მე ძალიან ბევრი მივიღე– აღელვებული ამბობს როჰიტი. ჩემს განკარგულებაში არიან შესანიშნავი პროდიუსერი და მსახიობები. ფილმში "Desi Boyz" მე იმედი მაქვს განვახორციელო ჩემი კინემატოგრაფიული ოცნებები.
კინოსტუდია "Eros International"–ის მმართველი დირექტორი ამბობს:
–ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს დევიდ დჰავანთან თანამშრომლობით შექმნილი ფილმებით. ამჯერად მოუთმენლად ველოდებით მისი შვილის როჰიტის ნამუშევრის რეზულტატს. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ის მიემატება ჩვენი კინოინდუსტრიის გამოჩენილი რეჟისორების რიცხვს. მაყურებელთა გემოვნება იცვლება, მათ სჭირდებათ რომ ემოციურად განიმსჭვალონ ფილმით. ეს ყველაფერი არის "Desi Boyz"–ს სცენარში. ფილმის პირველი ნაწილის გადაღებები მუმბაიში დასრულდა, შემდეგი ეტაპი ლინდონში მალე დაიწყება და ფილმი სავარაუდოდ ნოემბერში გამოვა.

ჰიუ ჯეკმენი ინდოეთში



მეთორმეტე ყოველწლიურმა კინოფორუმმა «FICCI Frames 2011», რომელიც მუმბაიში ჩატარდა 23–დან 25 მარტის ჩათვლით, ჰოლივუდისა და ბოლივუდის ორ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავს, ჰიუ ჯეკმენსა და შაჰრუჰ ქჰანს შეხვედრის შესაძლებლობა მისცა, – წერს გაზეთი "The Times of India".42 წლის ჰიუ ჯექმენი ცნობილია ფილმის– "X Men" სერიებიდან. ის ჩამოფრინდა მუმბაიში 24 მარტს მეუღლესთან, მსახიობ დებორა ლი ფერნესთან ერთად. იმავე საღამოს შაჰრუჰმა მიღება მოაწყო მსახიობის პატივსაცემად. ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ინდოეთში 4 დღე გაატარა.
–მე მადლობელი ვარ "FICCI"–ს იმისათვის რომ ჩვენ აქ ვართ. დიდი სიამოვნებაა მუმბაიში ყოფნა. ჯერ მხოლოდ 24 საათია აქ ვარ, მაგრამ მგონია რომ მთელი კვირა გავიდა. მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია ვოცნებობდით ინდოეთში ჩამოსვლაზე. ეს დიდებული ქვეყანაა. საოცარი ხალხია. ფერები, მუსიკა, ისტორია, სული – ყველაფერი რაც ინდოეთს უკავშირდება შთაგვაგონებს მე და ჩემს მეუღლეს. მე აუცილებლად დავბრუნდები აქ.აიშვარიამ ჰიუ ჯეკმანს ღმერთ განეშას ქანდაკება უსახსოვრა. რაზეც სწრაფადვე მადლობა გადაუხადა ჯეკმანმა და თქვა, რომ აიშვარიას თვლის ძალიან ლამაზ ქალად და დიდებულ მსახიობად.
–მაგრამ ჩემი მეუღლე ყველაზე ლამაზია, – ასევე აღნიშნა მსახიობმა.
ჰიუ ჯეკმანმა შაჰრუჰთან ერთად მონაწილეობა მიიღო "FICCI Frames 2011" დახურვის ცერემონიალზე. მათ იმსჯელეს ჰოლივუდისა და ბოლივუდის დაახლოების შესახებაც. ერთმანეთის ფილმებზე საუბრისას, შაჰრუჰმა თქვა: –მე ჰიუ ჯეკმანის და მისი ფილმების თაყვანისმცემელი ვარ. სიმართლე გითხრათ კინოკომიქსმა "X MEN", შთამაგონა სამეცნიერო–ფანტასტიკური სუპერგმირის როლი ფილმში "Ra. One". მინდოდა გამეკეთებინა ისეთი ფილმი, რომ დამემახსოვრებინა თავი მსოფლიოსათვის. ეს იყო ჩემი ოცნება. ჩვენ გვაქვს სასიყვარულო ისტორიები, თუმცა ჰოლივუდელმა კინემატოგრაფისტებმა შემომთავაზეს რამდენიმე სურათში გადაღება. მე აუცილებლად დავთანხმდები თუ ჯეკმანიც მთხოვს, – გაიხუმრა შაჰრუჰმა.
ჯეკმანმა აღიარა რომ ისიც დიდი თაყვანისმცემელია შაჰრუჰ ქჰანის და მას მოეწონა მისი ფილმი "My Name is Khan".
შაჰრუჰმა გადაწყვიტა დაესრულებინა ეს დისკუსია და შემდგომ შესთავაზა ჯეკმანს მათთან ერთად ეცადა ცეკვა ბოლივუდურ სტილზე. ჯეკმანმა გაიხადა პიჯაკი და მოემზადა. შაჰრუჰმა შეასრულა მადჰური დიქსიტის სიმღერა "Dhak dhak karne laga" და ჯეკმანიც როგორც მონდომებული მოსწავლე ცდილობდა სიმღერასაც და ცეკვასაც.


суббота, 2 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

"Satte Ре Satta" –ს რიმეიქში ამიტაბჰ ბაჩანიც გამოჩნდება

კლასიკური ფილმის "Satte Ре Satta" (1982) რიმეიქში მთავარ როლებში სანჯაი დატი და აიშვარია რაი ითამაშებენ, მაგრამ ეპიზოდურ როლში ასევე შესაძლებელი იქნება ამიტაბჰ ბაჩანის ნახვაც.
მსახიობი შვიდ ძმას, ფილმის შვიდ პერსონაჟს წარადგენს შესავალ ტიტრებში.
ფილმ "Satte Ре Satta" თავის დროზე ამიტაბჰ ბაჩანისა და ჰემა მალინის მონაწილეობით ჰიტი იყო. ახალი რიმეიქის რეჟისორს, სოჰამ შაჰს ძალიან უნდოდა რომ ამიტაბჰს ეთამაშა თუნდაც ეპიზოდური როლი რიმეიქშიც, ამიტომ ის მოელაპარაკა მსახიობს და გადაწყვიტეს, რომ ბაჩანი გამოჩნდება ფილმის დასაწყისში, სადაც წარადგენს ყველა, პერსონაჟს ფილმისას.
როგორც ცნობილი გახდა ამიტაბჰ ბაჩანს ძალიან მოეწონა იდეა და ის ელოდება გადაღებებს.
შვიდი ძმის პერსონაჟების შემსრულებლებიდან ჯერ–ჯერობით ცნობილია სანჯაი დატი, შრიას ტალპადე, ტუშარ კაპური, კუნალ ქჰემუ, რაჯპალა იადავა და დებიუტანტი სიდჰანტ კაპური (შაქტი კაპურის ვაჟი). ასევე მიდის მოლაპარაკება ომი ვაიდიასთან (ალბათ გახსოვთ ის ერთ–ერთია ფილმიდან, "3 იდიოტი") მეშვიდე მამაკაცის როლზე.
რექჰამ უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე

ცნობილმა სუპერვარსკვვლავმა, რექჰამ უარი განაცხადა ფილმ "Rana"–ს ტამილურ ვერსიაში მონაწილეობაზე. როგორც ცნობილი გახდა მას არ მოეწონა ჰონორარი, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა მან არ მოისურვა თუნდაც ეკრანზე შეხვედროდა ამიტაბჰ ბაჩანს, რომელიც ამ ფილმში ეპიზოდურ როლს თამაშობს. სცენარში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ფილმის შემადგენლობიდან ამოვარდა ვიდია ბალანიც.
ფილმში დაკავდებიან რაჯნიკანტი, რომელიც სამ როლს შეასრულებს, დიპიკა პადუკონი და ასევე კიდევ ორი მსახიობი. ფილმი გრაფიკით 2011 წელს გამოვა.

რანბირ კაპური ყრუ–მუნჯის როლში, ფილმში "Burfee"

რანბირ კაპური სამი განსხვავებული სახით წარსდგება ახალ ფილმში "Burfee" და ის ყრუ–მუნჯ პერსონაჟს განახორციელებს 20 წლიდან 50 წლამდე ასაკში.
წყარო, რომელიც გადაღებებს ესწრებოდა ამბობს:
–თუმცა მისი პერსონაჟი ყრუ და მუნჯია ფილმში, ის ფლობს მახვილგონივრულ იუმორის გრძნობას. ჩვეულებრივ ინვალიდებს ფილმებში ძალიან საცოდავად წარმოგვიდგენენ, რათა მოიპოვონ მაყურებლის სიმპათია, მაგრამ რანბირის პერსონაჟი აიძულებს მაყურებელს გაერთოს მისი ქცევებით. ის ძალიან ჭკვიანია.
ფილმში "Burfee" ნაჩვენები იქნება 1970–ანი წლების პატარა პერიოდი. ანურაგ ბასუს თქმით ეს იქნება რომანტიული კომედია და გადაღებები იქნება მუმბაიში, დარჯილინგში და კალკუტაში.

კუნალ კაპური ფილმ "Don -2"–ზე მუშაობის შესახებ

-ფილმის "Don -2" გადაღებებზე ძალიან მხიარულება იყო. მე არა ვარ მომხრე სტუდიური გადაღებების, საუბარია იმაზე როგორ შეეწყობი გადასაღებ მოედანზე ადამიანებს, მაგრამ დავრწმუნდი, რომ მე და შაჰრუჰი ვართ თანამოაზრეები. მე ვისურვებდი რომ ხშირად მომიხდეს მასთან ერთად ფილმზე მუშაობა,–თქვა კუნალ კაპურმა გასულ შაბათს ტელეჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე მოდის კვირეულზე, სადაც 33 წლის მსახიობი წარმოადგენდა ფირმის "Energie"–ს ბრენდს.
–მე არ ვაჭარბებ. შაჰრუჰს ნამდვილად აქვს ამოუწურავი ენერგიის წყარო – ამბობს კუნალი.
კუნალ კაპური გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "Rang De Bansanti" (2006), "Laaga Chunari Mein Daag" (2007), "Bachna Ae Haseeno" (2008) и "Lamhaa" (2010).
მსახიობის მონაწილეობით ამ წელს ორი ფილმი გამოდის - "Don 2" და "Tezz".
სწორედ ახლახან დასრულდა გადაღებები ფილმისა "Don 2", სადაც ის შაჰრუჰ ქჰანთან ერთად მონაწილეობდა. მისი თქმით არ არის კარვული გადაღებების და ღია ცის ქვეშ ღამის გატარების მომხრე, მაგრამ სიამოვნებით ითამაშებდა კიდევ ბევრ ფილმში ბოლივუდის სუპერვარსკვლავთან (შაჰრუჰ ქჰანი) ერთად.

"Always Kabhi Kabhi" - კიდევ ერთი რომანტიული კომედია

შაჰრუჰ ქჰანის კომპანიას "Red Chillies Entertainment" ორი ფილმის გამოშვება აქვს დაგეგმილი ამ წელს. ერთი მათგანი ყველაზე მეგაბიუჯეტის მქონე პროექტი – Ra.One და მეორე რომანტიული კომედია "Always Kabhi Kabhi", სადაც ოთხი ახალგაზრდა პერსონაჟია წარდგენილი. მსახიობებიდან ფილმში ვნახავთ დებიუტანტ ზოა მორანის და ატიაჯიტ დუბეს, რომელიც პოპულარულ სერიალში "Jhansi Ki Rani" ნახა მაყურებელმა. არჩანა პურან სინგჰს, სატიშ შაჰს და ასევე ალი ფაზალს, რომელიც ვნახეთ ფილმში "3 იდიოტი".
პროექტს ხელმძღვანელობს თეატრალური მხატვარი და მსახიობი როშან აბასი. გადაღებები მიდის მუმბაის სკოლაში. ფილმი მოგვითხრობს ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებიც სკოლაში ბოლო სასწავლო წელს სწავლობენ. როშანმა სცენარის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს მოუყვა შაჰრუჰს, რომელსაც მოეწონა ეს სცენარი რადგან სურდა ფილმი გადაეღო ახალგაზრდებზე. ის თავადაც შემოქმედებითად ჩაერთო ამ ფილმის ბანერის შექმნაშიც.
ფილმი სავარაუდოდ 2011 წლის ივნისში გამოვა.

შაინი აჰუჯას 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამ ისტორიის შესახებ შარშან რამდენიმეჯერ დავწერე საიტებზე და ვინც თვალს ადევნებს უნდა ახსოვდეს, რომ ბევრი უცნაური და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები გამოვლინდა მოცემულ საქმეში.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ორი წლის წინ, ბოლივუდის მსახიობის, შაინი აჰუჯას ახალგაზრდა მსახურმა პოლიციაში შეიტანა განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მსახიობმა ის გააუპატიურა.
2009 წლის 14 ივნისს შაინი დააპატიმრეს, თუმცა სამ თვეში მუმბაის უმაღლესმა სასამართლომ ის თავდებით გაათავისუფლა. 2009 წლის სექტემბერშივე გოგონამ საჩივარი გამოიტანა უკან და განაცხადა რომ გაუპატიურება არ ყოფილა და შაინის ბრალი დასდო ახალგაზრდა ქალის ზეწოლით, რომელმაც მას მსახიობი
გააცნო.
ამჯერად კი სასამართლომ ეს აღარ მიიღო მხედველობაში და 38 წლის მსახიობს, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მსახურის სახელი და გვარი არსად არ არის ნახსენები, თუმცა მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა სექსუალური ძალადობის კვალი.
მსახიობს ბრალი მიუყენეს გაუპატიურებისა და დაშინების მუხლით. თავად შაინი ამტკიცებს რომ მას ყველაფერი მოუწყვეს.
როდესაც განაჩენი წაუკითხეს, შაინი იატაკზე დაეცა და გონება დაკარგა. მისი მეუღლე, ანუპამა ჩამოჯდა იატაკზე და დამშვიდება დაუწყო.
–ჩემი მეუღლე დამნაშავე არ არის! – იმეორებდა ის.
აღნიშნულს ბოლივუდელი კოლეგებიც გამოეხმაურნენ.
–სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს ღიად მიმართული მსახიობების წინააღმდეგ, – თქვა არშად ვარსიმ შაინი აჰუჯას განაჩენის კომენტირებისას თავის გვერდზე, "twitter" -ზე. – მკვლელები, ტერორისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები თავისუფლები არიან და შაინის შვიდი წელი მიუსაჯეს. სასამართლო ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავისი ღია თავდასხმები მსახიობებზე.
–მე არ ვამბობ რომ ის მართალია, მაგრამ იცით თუ არა თქვენ გაუპატიურებები, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ქვეყანაში ძირითადად ჩადენილია გავლენიანი და კანონისა და სახელმწიფოს მსახური ადამიანების მიერ, მაგრამ ეს საქმეები არც რეგისტრირდება.
მე იმის თქმა მინდა რომ ყველა დამნაშავე ერთნაირად უნდა ისჯებოდეს და არ უნდა ხდებოდეს ერთი მსახიობის მაგალითზე კანონიერების ძალის ჩვენების მოწყობა.


სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails