ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 5 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ფილმმა "Dum Maaro Dum" დევ ანადი გაანაწყენა



დევ ანანდმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რეჟისორმა როჰან სიპიმ (რამეშ სიპის ვაჟი) თავის ფილმს დაარქვა "Dum Maaro Dum". ალბათ ძველი ფილმების მოყვარულთ ახსოვს, რომ ასე ერქვა ძალიან პოპულარულ სიმღერას მის ფილმში "Hare Rama Hare Krishna".
64 წლის რამეშ სიპიმ ჟურნალისტებს განუცხადა რომ სიმღერა "Dum Maaro Dum" მათ ფილმში ჟღერს ახალი არანჟირებით, სრულიად სხვა მუსიკალური თანხლებით. ამ სიმღერისას ცეკვის ნომრით ეკრანზე გამოჩნდება დიპიკა პადუკონი. –ცუდია რომ დევ ანანდი უკმაყოფილოა, ჩვენ მოვიპოვეთ საავტორო უფლება ამ სიმღერის გამოყენებისათვის. თავიდან ჩვენ გვინდოდა მხოლოდ ამ სიმღერის სახელი მიგვეცა ფილმისათვის, თუმცა შემდეგ გადავიფიქრეთ. მოქმედება ხდება გოაში, საუბარია ნარკოტიკებზე და ახალგაზრდა ადამიანების მათზე დამოკიდებულებაზე.
ფილმში გადაღებული არიან აბჰიშეკ ბაჩანი, ბიპაშა ბასუ, პრატეიკ ბაბარი და რანა დაგუბატი. რანა ტელუგუს მსახიობია და ეს ფილმი მისი დებიუტია ბოლივუდში).
ეკრანებზე ფილმი აპრილში გამოვა და რაც დამაფიქრებელია მისი შემქმნელი ჯგუფისათვის ის არის, რომ ამ დროს ემთხვევა ინდოეთის კრიკეტის გუნდის პრემიერ ლიგის თამაშები.
როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ფილმის გადაღებების დროს პრესაში გაჩნდა ჭორები მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებს შორის არსებულ რომანზე.
რანა დაგუბატი ტელუგუ ფილმების პროდიუსერის, სურეშ ბაბუს შვილია. მისთვის ეს ფილმი როგორც ავღნიშნეთ დებიუტი იყო და ბიპაშა პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ასწავლიდა მას ჰინდის.
რანა დაგუბატი თითქმის 8 წლის განმავლობაში ხვდებოდა სამხრეთელ მსახიობს შრიია სარანს.
როდესაც პრეს–კონფერენციაზე ჰაიდარაბადში ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ამის შესახებ, მან ითხოვა არ დაესვათ კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებ, თავის ბლოგზე კი დაწერა რომ ეს მხოლოდ ჭორებია.

შაჰრუჰ ქჰანის ორი ახალი როლი

რეჟისორმა აბჰინავ კაშიანმა გადაიღო თავისი სადებიუტო ფილმი "Dabanng", და ფილმი გახდა ბლოკბასტერი. რეჟისორი აპირებდა ასევე გადაეღო ფილმის გაგრძელება, მაგრამ პროდიუსერმა არბაზ ქჰანმა (სალმანის ძმა) განაცხადა, რომ მას უკვე მისი "სამსახური" აღარ სჭირდება და თავად იქნება ფილმის რეჟისორი.
როგორც ჩანს განაწყენებულმა აბჰინავმა შაჰრუჰს დაუკავშირდა, რადგან ის დღემდე სალმანის მოწინააღმდეგედ ითვლება.
ასევე ცნობილი გახდა რომ რეჟისორი იაშ ჩოპრა აპირებს კიდევ ერთი პროექტის ჩაშვებას, რომელშიც მთავარ როლებზე შაჰრუჰ ქჰანსა და კატრინა კეიფს დაამტკიცებენ.
თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში, სადაც არცერთი ჩავარდნა არ ჰქონია სხვა მსახიობებისაგან განსხვავებით, კატრინა სულ ოცნებობდა შაჰრუჰთან დუეტზე.

ჰიტლერის შესახებ ფილმი მაისში გამოვა

რეჟისორ რაკეშ რანჯან კუმარის სადებიუტო ფილმი "ჰიტლერი" მრავალენოვანი პროექტია და დაფუძნებულია მაჰათმა განდის წერილებზე ადოლფ ჰიტლერის მისამართით.
თავიდან ყველას ეგონა, რომ ფილმი იქნებოდა სკანდალური, თუმცა ეს მითქმა–მოთქმა გაქრა როგორც კი ფილმი აჩვენეს ბერლინის გასულ კინოფესტივალზე სადაც ის დადებითად შეაფასეს ფაქტების დეტალურად გამოსახვისათვის.
ფილმში რაგჰუვირ იადავი ასრულებს დიქტატორის როლს, ხოლო ნეჰა დჰუპია თამაშობს მისი საყვარლის ევა ბრაუნის როლს.
როგორც ცნობილია, ანუპამ ქჰერს უნდა ეთამაშა ჰიტლერის როლი, მაგრამ მან უარი თქვა ამ როლზე მას შემდეგ, რაც ებრაელების ორგანიზაციამ ინდოეთში პროტესტი გამოხატა მის მიმართ, ულმობელი ლიდერის როლის შესრულების გამო, რომელმაც მილიონობით ებრაელი მოკლა.


აქშაი კუმარი და ჯონ აბრაჰამი ისევ ერთად ეკრანებზე!

6 წლის შემდეგ როჰიტ დჰავანის სადებიუტო ფილმში აქშაი კუმარი და ჯონ აბრაჰამი ისევ ერთად გამოჩნდებიან.
ეს ფილმი ამ რეჟისორის დებიუტია ისეთი ვარსკვლავების მონაწილეობით როგორებიცაა: აქშაი კუმარი, ჯონ აბრაჰამი, დიპიკა პადუკონი და ჩიტრანგდი. კინოსტუდია "Eros International"–ში ფილმი უკვე წარმოების სტადიაშია.
კინოსტუდიამ როჰიტთან კიდევ ერთ ახალ პროექტს მოაწერა ხელი.
–მე ძალიან ბევრი მივიღე– აღელვებული ამბობს როჰიტი. ჩემს განკარგულებაში არიან შესანიშნავი პროდიუსერი და მსახიობები. ფილმში "Desi Boyz" მე იმედი მაქვს განვახორციელო ჩემი კინემატოგრაფიული ოცნებები.
კინოსტუდია "Eros International"–ის მმართველი დირექტორი ამბობს:
–ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს დევიდ დჰავანთან თანამშრომლობით შექმნილი ფილმებით. ამჯერად მოუთმენლად ველოდებით მისი შვილის როჰიტის ნამუშევრის რეზულტატს. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ის მიემატება ჩვენი კინოინდუსტრიის გამოჩენილი რეჟისორების რიცხვს. მაყურებელთა გემოვნება იცვლება, მათ სჭირდებათ რომ ემოციურად განიმსჭვალონ ფილმით. ეს ყველაფერი არის "Desi Boyz"–ს სცენარში. ფილმის პირველი ნაწილის გადაღებები მუმბაიში დასრულდა, შემდეგი ეტაპი ლინდონში მალე დაიწყება და ფილმი სავარაუდოდ ნოემბერში გამოვა.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails