ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 16 апреля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

პოპულარული ფილმების გაგრძელება ბოლივუდისათვის ტრადიციად იქცა
2011 წლისათვის არაერთი პოპულარული ფილმის გაგრძელებას ვნახავთ. რადგანაც პირადი წერილებიდან ვიცი რამდენად დიდია ინტერესი ასეთი ფილმების შესახებ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფილმების სიქველების სიას

Don 2

ამბობენ რომ კარგი დასაწყისი – ეს უკვე ნახევარი საქმეაო. ეს სიტყვები ყველაზე კარგად ესადაგება ამ ფილმს. მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნა შაჰრუჰის ახალი სახე ფილმისათვის "Don 2", მხოლოდ ამის შესახებ იწერებოდა პრესაში და ინტერესი კიდევ უფრო გაორმაგდა. ფარჰან აჰტარის 2006 წლის კრიმინალური ტრილერი "Don 2", თავად არის რიმეიქი 70–ანი წლების ამავე სახელწოდების ბლოკბასტერისა, სადაც მთავარ როლში ამიტაბჰ ბაჩანი თამაშობდა.
ფილმის გადაღებები გერმანიაში და მალაიზიაში ხდებოდა.
პრემიერა ფილმისა ამ ზაფხულს შედგება.

dhoom 3

ბაიკერები უფრო მეტნი ხდებიან.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ამირ ქჰანი თამაშობს გვპირდებიან, რომ გრანდიოზული სანახაობა იქნება. თუ თქვენთვის ეს ცოტაა, მაშინ აქვე გაცნობებთ რომ ამირ ქჰანი ასრულებს ფილმში ერთ–ერთ სიმღერას.
დანარჩენი მსახიობების შემადგენლობა უცვლელია, აბიშეკ ბაჩანი და უდეი ჩოპრა ასრულებენ ისევ თავიანთ (ჯაისა და ალის) როლებს.
onse upon a time in mumbai 2

აჯაი დევგანისა და იმრან ჰაშმის კრიმინალური ტრილერის ამ სიქველის მნიშვნელობაზე სხვა რომ არა, მხოლოდ ორი მიზეზით მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ.
პირველი – აქშაი კუმარი თამაშობს "დონის" როლს, რაც მისი კარიერის მანძილზე იშვიათი შემთხვევაა და მეორე – ფილმის პირველი ნაწილი ყველაზე ორიგინალური ფილმი იყო გასულ წელს.
აქშაი კუმარის ახალი იმიჯის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი და მის ახალ როლს მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან


Dostana 2

მოლოდინი და ინტერესი თანდათან იზრდება. სხვა სიქველებისგან განსხვავებით ამ ფილმში ბევრი სიახლე გველოდება. აბიშეკისა და ჯონ აბრაჰამის გვერდით ფილმში დაკავდა ასევე აბჰაი დეოლი და რიტეშ დეშმუქჰი.
პრიანკა ჩოპრას ნაცვლად საუბარია ფილმში კატრინა კეიფის მონაწილეობაზე. ერთ–ერთი პირველი ბოლივუდური ფილმი გეების შესახებ როგორც ჩანს პოზიციების გამყარებას ცდილობს.


RACE 2

ეს ფილმი ვარსკვლავთა პროექტს ემსგავსება და ისევე როგორც ორიგინალში აქაც გადაიღებენ საიფ–ალი ქჰანს და ანილ კაპურს. ასევე ფილმში გამოჩნდებიან ახალი პერსონაჟები დიპიკა პადუკონისა და სონაქში სინჰას შესრულებით.
ფილმის პირველი ნაწილის მონაწილენი კატრინა კეიფი და ბიპაშა ბასუ აღარ ითამაშებენ ამ ფილმში და როგორც ამბობენ ჯონ აბრაჰამი შეასრულებს უარყოფით როლს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია რომ მოწვეული სტუმრის სტატუსით ფილმში გამოჩნდება აბიშეკ ბაჩანი.
ფილმის გადაღებები დაიწყება აგვისტოში.


HOUSEFULL 2

საჯიდ ქჰანის კომედია ისევ დაბრუნდება ეკრანებზე.
აქშაი კუმარსა და რიტეშ დეშმუქთან ერთად სადჯიდი გვპირდება ბევრ მხიარულებასა და სიცილს.
მსახიობების შემადგენლობას შეუერთდება ასინი და ჯონ აბრაჰამი. რეჟისორი ზოგიერთ ეპიზოდებს იღებს 3D ფორმატში და ფილმის აქცენტები გაკეთებულია კომედიურ ხასიათზე.

DABANGG 2


გასული წლის ყველაზე დიდი ჰიტის "დ" სიქველი ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე აღმოჩნდა არასასურველი კამათების ცენტრში. პროდიუსერ არბაზ ქჰანსა და რეჟისორ აბჰინავ კაშიაპს შორის კონფლიქტმა შედეგად რეჟისორის პროექტიდან გამორიცხვა მოიტანა.
გავრცელდა ინფორმაცია რომ ფილმის სიქველს უკვე თავად არბაზ ქჰანი გადაიღებს.

MURDER 2ამ გახმაურებული და ამავე დროს სკანდალურ ფილმში მალიკა შრავატი აღარ ითამაშებს და მას შეცვლის ჟაკლინ ფერნანდესი.
რათქმაუნდა იმრან ჰაშმი ისევ ითამაშებს მთავარ როლს ფილმში და ბჰატები გვპირდებიან რომ ფილმის გაგრძელება მაყურებელთა ნერვებს ნამდვილად შეატოკებს.
тёмная сторона желания 2
როგორც ჩანს ბჰატებს მოსწონთ სიქველების გადაღება.
ზემოთხსენებულის გარდა მათ კიდევ ერთ ფილმს დაადგეს თვალი.
ესაა "тёмная сторона желания 2".
ცხადია ფილმში ბიპაშა ბასუ აღარ ითამაშებს და ამბობენ რომ ფილმი სრულიად ახალი მსახიობების შემადგენლობით გამოვა.

რანბირ კაპური სოციალურ ქსელებს უფრთხის

რანბირ კაპური ახალგაზრდების კუმირია. იგი სახეა "Panasonic"–ის ბრენდის და ტექნოლოგიებთანაც საკმაოდ ახლოსაა. თუმცა თუ თქვენ ხართ "facebook"–ის ან "Twitter"–ის მომხმარებელი, თქვენ იქ ვერ ნახავთ ამ მსახიობს, მან დაიფიცა რომ აღარ დაბრუნდება სოციალურ ქსელში.
–მე არა ვარ არც ტვიტერზე და არც ფეისბუქზე. ადრე ვიყავი ფეისბუქზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი "პროფილი" გამიტეხეს, გადავწყვიტე რომ მეტად იქ აღარ დავრეგისტრირდები.
რანბირი პირველი არ არის ვინც ჩავარდა განსაცდელში ჰაკერების გამო, მანამდე ჰაკერების მსხვერპლი გახდნენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან კარინა კაპური, ასინი, შაჰიდ კაპური და კოენა მიტრა.

აბჰაი დეოლი ბიპაშა ბასუსა და ჯოშ ჰარნეტს დაეხმარა

ჰოლივუდური ფილმის "Singularity"–ს გადაღებების დროს შეიქმნა პრობლემა, ფილმის მთავარმა გმირებმა ბიპაშა ბასუმ და ჯოშ ჰარნეტმა ვერ მიიღეს თავიანთ განკარგულებაში სატრენაჟორო დარბაზი, რადგან ასეთი ობიექტი იმ სასტუმროში არ მოიძებნა.
თუმცა მათ გამოეცხადათ სპეციალისტი აბჰაი დეოლის სახით, რომელიც ასევე შედის ფილმის შემოქმედებით ჯგუფში. აბჰაი გადაიქცა მათ გურუდ იოგაში.
მისმა ვარჯიშებმა სულ უფრო და უფრო მეტი მსახიობისა და გადამღები ჯგუფის წევრის ყურადღება მიიქცია.
რათქმაუნდა ჯოში და ბიპაშაც მისი იოგის სეანსების დიდი თავყვანისმცემლები გახდნენ.
აბჰაი დეოლი ძალიან სერიოზულად ეკიდება იოგას.

იქნებ მას ეცადა და ანილ კაპურისა და სონამისთვისაც მოეწონებინა თავი იოგის მეშვეობით. როგორც ცნობილია მამა–შვილი ჯერ კიდევ ბრაზობენ მასზე აბჰაის არასასიამოვნო კომენტარების გამო მათი (აბჰაისა და სონამის) ბოლო ფილმის, "Aisha"–ს შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო.

ანუპამ ქჰერსა და ომ პურს შორის ურთიერთობა დაიძაბა



როგორც უკვე დავწერე ანუპამ ქჰერი ეხმარებოდა ცნობილ მსახიობს ომ პურის მის მეუღლესთან ნადიტასთან გაყრის საქმეში, რომელიც საბოლოოდ მაინც არ შედგა. თუმცა ნანდიტა რათქმაუნდა დღემდე ნაწყენია ანუპამზე და როგორც ჩანს არ აპირებს აპატიოს.
ამჯერად კი გავრცელდა ჭორი ანუპამისა და კირონის ქორწინების პრობლემების შესახებ. ეჭვი კი ამ ჭორების გავრცელებაში მოდის ნანდიტაზე, ომ პურის მეუღლეზე. ქჰერების ოჯახი გრძნობს, რომ სწორედ ნანდიტა ყვება მათი ოჯახის პრობლემების შესახებ.
ბუნებრივია ამან დაძაბულობა შემოიტანა ორი ვეტერანი ვარსკვლავის ურთიერთობაში, და როგორც მათი ნაცნობები საუბრობენ, მათ შორის მდგომარეობა საომარს წააგავს.

შეიცანით ამ ფოტოზე ცნობილი ბოლივუდის ვარსკვლავი?


ეს ანუპამ ქჰერია. თავის შემდგომ ფილმში "Zokkomon", სადაც ის ორმაგ როლს ასრულებს მსახიობი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება და მის მეუღლესაც კი გაუჭირდა მისი ცნობა.
ფილმისათვის აიყვანეს გრიმების ცნობილი ექსპერტი გიომა კასტანჟე, რომლებსაც თვეები დასჭირდა რომ გადაეკეთებინა ანუპამ ქჰერის სახე. თავიდან კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, შემდეგ სპეციალურად დამზადებული საფენების დახმარებით.
გრიმის დადების პროცესი იკავებდა 5 საათს, რომლის შემდეგაც ანუპამს ჰქონდა სხვა ცხვირი, სხვა თვალები სხვა თვალების სტრუქტურა და სიმაღლეც კი.
ფილმის რეჟისორი არის დებიუტანტი სატიაჯიტ ბჰატკალი, ფილმში ასევე იღებენ დარშილ საფარი და მანჯარი.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails