ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 2 апреля 2011 г.

შაინი აჰუჯას 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამ ისტორიის შესახებ შარშან რამდენიმეჯერ დავწერე საიტებზე და ვინც თვალს ადევნებს უნდა ახსოვდეს, რომ ბევრი უცნაური და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები გამოვლინდა მოცემულ საქმეში.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ორი წლის წინ, ბოლივუდის მსახიობის, შაინი აჰუჯას ახალგაზრდა მსახურმა პოლიციაში შეიტანა განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მსახიობმა ის გააუპატიურა.
2009 წლის 14 ივნისს შაინი დააპატიმრეს, თუმცა სამ თვეში მუმბაის უმაღლესმა სასამართლომ ის თავდებით გაათავისუფლა. 2009 წლის სექტემბერშივე გოგონამ საჩივარი გამოიტანა უკან და განაცხადა რომ გაუპატიურება არ ყოფილა და შაინის ბრალი დასდო ახალგაზრდა ქალის ზეწოლით, რომელმაც მას მსახიობი
გააცნო.
ამჯერად კი სასამართლომ ეს აღარ მიიღო მხედველობაში და 38 წლის მსახიობს, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მსახურის სახელი და გვარი არსად არ არის ნახსენები, თუმცა მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა სექსუალური ძალადობის კვალი.
მსახიობს ბრალი მიუყენეს გაუპატიურებისა და დაშინების მუხლით. თავად შაინი ამტკიცებს რომ მას ყველაფერი მოუწყვეს.
როდესაც განაჩენი წაუკითხეს, შაინი იატაკზე დაეცა და გონება დაკარგა. მისი მეუღლე, ანუპამა ჩამოჯდა იატაკზე და დამშვიდება დაუწყო.
–ჩემი მეუღლე დამნაშავე არ არის! – იმეორებდა ის.
აღნიშნულს ბოლივუდელი კოლეგებიც გამოეხმაურნენ.
–სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს ღიად მიმართული მსახიობების წინააღმდეგ, – თქვა არშად ვარსიმ შაინი აჰუჯას განაჩენის კომენტირებისას თავის გვერდზე, "twitter" -ზე. – მკვლელები, ტერორისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები თავისუფლები არიან და შაინის შვიდი წელი მიუსაჯეს. სასამართლო ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავისი ღია თავდასხმები მსახიობებზე.
–მე არ ვამბობ რომ ის მართალია, მაგრამ იცით თუ არა თქვენ გაუპატიურებები, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ქვეყანაში ძირითადად ჩადენილია გავლენიანი და კანონისა და სახელმწიფოს მსახური ადამიანების მიერ, მაგრამ ეს საქმეები არც რეგისტრირდება.
მე იმის თქმა მინდა რომ ყველა დამნაშავე ერთნაირად უნდა ისჯებოდეს და არ უნდა ხდებოდეს ერთი მსახიობის მაგალითზე კანონიერების ძალის ჩვენების მოწყობა.


Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails