ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 9 декабря 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები

როგორს ჩანს, მსახიობი კარიშმა კაპური კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და ამბობს რომ თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე პროფესიონალურად ცხოვრობს.
 -ვფიქრობ შესანიშნავია, როცა შორს ხარ ზეწოლისგან. მე ახლა შემიძლია ვიმუშაო ჩემს ტემპში და ვაკეთო ის რისი კეთებაც მომწონს, - განაცხადა 38 წლის მსახიობმა.
კარიშმა კაპურმა ბოლივუდში მოღვაწეობა  1991 წელს 
დაიწყო და ბევრ წარმატებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: "Anari", "Raja Babu", "Raja Hindustani", "Dil To Pagal Hai"...
 მსახიობმა ერთგვარი ხანგრძლივი პაუზა გააკეთა როდესაც 2003 წელს გათხოვდა სანჯაი კაპურზე და ორი შვილი გააჩინა, ქალიშვილი სამაირა და ვაჟი კიანი. კარიშმა მხოლოდ ახლახან დაბრუნდა ეკრანზე ვიკრამ ბჰატის ფილმით "Dangerous Ishhq". ფილმს წარმატება არ მოჰყოლია.
წინა ინტერვიუებში მსახიობი წერდა:
 - ვფიქრობ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ჩემი ოჯახი და შვილები. ადამიანები მეკითხებიან, რატომ ვდგავარ საერთო ყურადღების მიღმა.  მე ძლიერი და პროფესიონალური ადამიანი ვარ. ჩემი კარიერა ადრე მნიშვნელოვანი იყო, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ვთვლი რომ წარმატება და დიდება მოდის და მიდის.


ამ წლების განმავლობაში მსახიობის სიახლეებში გამოჩენა უკავშირდებოდა მხოლოდ მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჭორსა თუ მართალს. ამჯერადაც, როცა ისევ აქტუალური თემაა მეუღლესთან მისი დაშორება, მსახიობი ცდილობს ნაკლებად ისაუბროს პირად ცხოვრებაზე.
კითხვაზე, თუ რა აღელვებს მას, კარიშმამ უპასუხა: ვფიქრობ ჩემს შვილებზე ზრუნვა. ეს განმაცდევინებს ყველაზე კარგ შეგრძნებებს ყოველდღიურად. ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი შესაძლებელი. ბოლივუდთან დაკავშირებით როგორც მსახიობი, ამბობს რომ კინო დღითიდღე გაბედული და თამამი ხდება, მაგრამ როგორც დედა თვლის რომ ეს მავნებელია პატარა თაობისათვის.
 -მშობლებისათვის აუცილებელია გააკონტროლონ რას უყურებენ მათი შვილები კინოში, ტელევიზიაში, ინტერნეტში. მე ვფიქრობ უნდა იყოს ცენზურა და კონტროლი.


მას შემდეგ რაც სალმან კჰანი დაესწრო ფილმის "Jab Tak Hai Jaan", პრემიერას ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ხანგრძლივ დაძაბულ დამოკიდებულებას მასსა და შაჰრუჰს შორის ბოლო მოეღო. თუმცა გადაცემა Bigg Boss-ის მეექვსე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სალმანი არცერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან რომ მწარე გამონათქვამებით არ გადასწვდეს შაჰრუჰს. გადაცემაში სადაც მას სტუმრად კარინა კაპური ჰყავდა, სალმანმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვა და აშკარად გადაისროლა ისრები შაჰრუჰ კჰანის მისამართით. კითხვაზე,  ვინ არის ყველაზე ინტელიგენტური ვარსკვლავი, კარინამ უპასუხა: ამირ კჰანი. რაზეც სალმანმა ღიმილით თქვა: - კარინა აქებს იმ კჰანს რომელთან ერთადაც მუშაობს ფილმზე. ახლახან ეკრაებზე გამოვიდა ფილმი "Talash", ე.ი. ამირი, მანამდე იყო ფილმი "Bodyguard", ე.ი. მე, მანამდე კი გამოვიდა... სალმანმა აქ პატარა პაუზა გააკეთა... კარგი დაივიწყე მანამდე რაც იყო...
როგორც ცნობილია ფილმის "Bodyguard" წინ გამოვიდა ფილმი "Ra. One", სადაც კარინა შაჰრუჰთან ერთად თამაშობდა. ფილმი მაყურებელმა არ მიიღო, მაშინ როცა "Bodyguard" სუპერჰიტი გახდა. სწორედ ამ ფაქტის ფარული დაცინვა იყო სალმანის სიტყვები.
 გარდა ამისა სალმანმა სთხოვა კარინას მოეყოლა თავის შთაბეჭდილებებზე კჰანებთან მუშაობისას. მან დაასახელა ამირ კჰანი, საიფ-ალი კჰანი, თავისი თავი და არ უხსენებია შაჰრუჰი. თუმცა შემდგომ მან უთხრა კარინას, რომ დაესახელებინა სხვა სახელებიც, რომ მაყურებელი არ განაწყენებულიყო. ნამიოკი აქაც ნათელი იყო.



ბოლო ხანებში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ პრიანკა ჩოპრა დიდ დროს უთმობს ვოკალის გაკვეთილებს და თავის ვოკალურ კარიერას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსახიობი წერტილს უსვამს კინომსახიობის კარიერას. გავრცელდა ხმები თითქოს მსახიობს ცოტა აქვს შემოთავაზებები კინოში და ამიტომაც გადაერთო ვოკალზე. მაგრამ ეს ასე არ არის. მსახიობს 4 კონტრაქტზე აქვს უკვე სამომავლოდ ხელი მოწერილი.
-მომეცით საშუალება თავად გავერკვე სად არის სიმართლე და სად ტყუილი, - განაცხადა მსახიობმა.  სიმართლე ისაა რომ მე არ ძალმიძს ვიმუშაო საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა, მაგრამ მე ვაგრძელებ ერთდროულად ჩემს ვოკალურ და სამსახიობო კარიერას. 2013 წელს, დივალის დღესასწაულზე გამოდის ჩემი ფილმი "Krrish 2", დაწყებულია მუშაობა ფილმზე "Zanjeer". გარდა ამისა მე მივდივარ ლოს-ანჯელესში სიმღერასთან დაკავშირებით.  2013 წელს ასევე ვიმუშავებ "Milan Talkies"-სა და "Gunday"-ზე.
პრიანკა მადლიერია რომ მაყურებელი აფასებს მას, როგორც კარგ მსახიობს - ყოველ წელს მე გადავიღებ მინიმუმ ერთ ფილმში, რომ ვაჩვენო ჩემი სამსახიობო შესაძლებლობა. ფილმების არჩევანის დროს მე შევეცდები წონასწორობა შევინარჩუნო კომერციულ და არაშაბლონურ ფილმებს შორის. ასეთი მიდგომის გამოა ჩემს ფილმებს შორის: "Kaminay" (2009), "7 Khoon Maaf" (2011), "Fashion" (2008), "Aitraaz" (2004), "What's Your Raashee?"... თუ დააკვირდებით ფილმში "Kaminay" მხოლოდ 8 სცენაა ჩემი მონაწილეობით, მაგრამ ისინი ფილმის არსებითი ნაწილია.
 და კიდევ ერთი ინფორმაცია მსახიობის შესახებ. პრიანკა ჩოპრა დასახელდა აზიის ყველაზე პოპულარულ ქალად (Most Popular Female in Asia).


როგორც Mumbai Mirror -ი გვატყობინებს ვიდია ბალანი და მისი საქმრო UTV-ს შეფი, სიდარტ როი კაპური 14 დეკემბერს დაქორწინდებიან.
 ერთკვირიანი ცერემონიალის ნაცვლად, რომელიც ასე მოდური გახდა ბოლივუდის ვარკვლავთა შორის, ისინი დაქორწინებას მოკრძალებული ცერემონიით ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნავენ საქმროს მშობლების ოჯახში. სტუმრების სიას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები შეადგენენ. ქორწინებისა და თაფლობისთვეს შემდეგ წყვილი ჯუჰუში ახალ ბინაში დასახლდება.
 მსახიობი ამჟამად მუშაობს ფილმზე "Ghanchakkar" იმრან ჰაშმისთან ერთად და ქორწინების შემდეგ მცირე პაუზით ის ისევ დაუბრუნდება გადასაღებ მოედანს. აღასანიშნავია რომ 14 დეკემბერი ერთგვარი სიმბოლურია ვიდიას ოჯახისათვის. ვიდიას და - პრია ასევე 14 დეკემბერს გათხოვდა და ოჯახი ამ თარიღს წარმატებულად თვლის.


+

ბოლო 5 ფილმი, რომელიც სალმან კჰანის მონაწილეობით გამოვიდა შემოსავლების მიხედვით წარმატებული აღმოჩნდა.
ფილმებმა "Wanted" (2009), "Dabangg" (2010), "Bodyguard" (2011), "Ready" (2011) და "Ek Tha Tiger" - სალმანი აქციეს ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად, თუმცა ამჯერად მას აჯაი დევგანი უახლოვდება."Bol Bachchan", და სულ ახლახან გამოსული "Son Of Sardaar" ასევე გამოირჩეოდა სალაროს შემოსავლებით და აჯაიც უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად ითვლება ბოლივუდში. დივალის დღესასწაულზე როცა აჯაის ბოლო ფილმი "Son Of Sardaar" გამოვიდა ბევრ ეჭვს იწვევდა წარმატების თვალსაზრისით, რადგან მას კონკურენციას უწევდა იაშ ჩოპრას ბოლო ფილმი "Jab Tak Hai Jaan", რომლის პრემიერაც გაცილებით უფრო მეტ კინოთეატრში შედგა იმავე დღეს. თუმცა ფილმმა მალე შესძლო სალარო შემოსავლების ერთგვარ დადგენილ ზღვარს გადასცდენოდა და მისი შემქნელები რეზულტატით კმაყოფილები არიან.


ცნობილი მატარებლის სცენა ფილმიდან"DDLJ" ინდური კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენად ითვლება. ალბათ ამიტომაც როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა შაჰრუჰი ისევ გადაიღეს მსგავს სცენაში მის ახალ ფილმში "Chennai Express".
ფოტო რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერნეტში აშკარად გვაჩვენებს რომ შაჰრუჰი დგას მატარებლის კარებში, ხოლო დიპიკა დგას პლატფორმაზე. ფილმს იღებს რეჟისორი როჰიტ შეტი (ცნობილი Golmaal-ის რეჟისორი).


მიუხედავად ავი ენებისა და გავრცელებული ჭორებისა შაჰრუჰსა და პრიანკას შორის არსებული ახლო ურთიერთობის და გაურის მხრიდან უკმაყოფილების შესახებ, შაჰრუჰი ამბობს, რომ პრიანკა იყო და ყოველთვის იქნება ახლოს მის გულთან.
 ახლახან მიცემულ ინტერვიუში შაჰრუჰი ამბობს, რომ წუხს ამ ფაქტის გამო და აკონკრეტებს, რომ პრიანკა მისთვის ახლობელია.
-პრიანკა ჩოპრა ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია მათ შორის ვინც მყავს, ის ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან და ასე იქნება ყოველთვის.
ბოლივუდის ვარკვლავთა ცოლების მხრიდან პრიანკას მიმართ უსიამოვნებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სადაც მსახიობის მეგობარმა თქვა: თუ ქალებს ეშინიათ თავიანთი ქმრების, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ თავიანთ ქმრებთან და არა პრიანკა დაადანაშაულონ.
აღნიშნულ სტატიას ტვიტერზე კარან ჯოჰარიც კი გამოეხმაურა, რომელმაც პიარისთვის ე.წ მეგობრის ზურგს ამოფარება იმისათვის რომ სიახლეებში მოხვდეს, არ მოუწონა მსახიობს.



შაჰიდ კაპურმა ერთგვარი პაუზა აიღო თავისი კარიერის გააზრებისათვის. ამჯერად მსახიობი დაკავებული უნდა ყოფილიყო მანიშ შარმას ერთ-ერთ პროექტში, მაგრამ რეჟისორს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გადაღებები რამდენიმე თვით გადაიდო. ხოლო როცა უკვე შესაძლებელი გახდა გადაღებების დაწყება შაჰიდს მოუხდა პროექტიდან გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი თარიღების გამო. მსახიობისათვის ერთგვარი დარტყმა აღმოჩნდა ისიც, რომ ტომ კრუზის ერთ-ერთი პოპულარული ფილმის რიმეიკში რომლის გადაღებასაც რეჟისორი სიდარტ ანანდი გეგმავდა შაჰიდ კაპურთან ერთად რიტიკ როშანს ხვდა წილად. მსახიობმა, რომლის ბოლო ფილმებიც "Mausam" და "Teri Meri Kahani" ჩავარდა გაქირავებაში გადაწყვიტა სერიოზულად მიუდგეს კარიერას და ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია "Bling"-თან, რომელიც ასევე წარმოადგენს სალმანის საქმიან ინტერესებსაც. შაჰიდს ასევე გადაწყვეტილი აქვს სხვაგვარად მიუდგეს პროექტების არჩევის საკითხსაც. ასევე მსახიობმა უარი თქვა რამდენიმე პროექტზე მას შემდეგ, რაც მოითხოვა ფილმის მთლიანი სცენარის ნახვა, რაზედაც რეჟისორებმა ნაირიმ და პრაკაშ ჯჰამ, რომლებიც ბოლივუდის ყველაზე მსხვილ ვარსკვლავებთან თანამშრომლობენ, უარი თქვეს. ერთადერთი ფილმი, რომელსაც დათანხმდა სრული სცენარის ნახვის გარეშე ეს არის რაჯ კუმარ სანტოშის ფილმი "Phata Poster Nikla Hero".
ამ ფილმის შემდეგ ის მიიღებს მონაწილეობას პრაბჰუ დევას პროექტში "Namak", სადაც მას დიდი მუშაობა მოუწევს თავის აღნაგობაზე, რათა შეასრულოს შემოთავაზებული ექშენ როლი.
- მე ნამდვილად ვღელავ შესასრულებელი სამუშაოების გამო. მაქვს საინტერესო პერსპექტივა მთელი წლის განმავლობაში. მე მომიწევს მუშაობა დღედაღამ, არავითარი შესვენება საახალწლოდ და დაბადების დღეზეც კი, - ამბობს მსახიობი.
ფილმში "Phata Poster Nikla Hero", შაჰიდთან ერთად ილეანა დე კრუსი ითამაშებს.

понедельник, 15 октября 2012 г.

სიახლეები ბოლივუდიდან


იაშ ჩოპრას ახალი ფილმი "Jab Tak Hai Jaan", რომლის პრემიერაც 13 ნოემბერს შედგება,  სავარაუდოდ მხსნელის ფუნქციას შეასრულებს შაჰრუჰ კჰანის კარიერაში.
 წინასწარ ცხადია ძნელი სათქმელია როგორ მიიღებს მაყურებელი ახალ ფილმს, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად დიდია. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ თავად მსახიობისთვისაც ნამდვილად აუცილებელია ამ ფილმის წარმატება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სალმანი და ამირი უკვე კარიერის სულ სხვა ლიგაში გადავიდნენ,  შაჰრუჰ კჰანს ამჯერად ესაჭიროება ფილმი, რომელიც მას ისევ აიყვანს წარმატების ისეთ პიკზე როგორიც ჰქონდა ფილმის "Dilwale Dulhania Le Jayenge"-ს დროს.
 ასეთ შემთხვევაში კი მისი დახმარება სწორედ ბოლივუდური რომანტიკის მეფეს – იაშ ჩოპრას შეუძლია.  80 წლის რეჟისორი, რომელმაც ნახევარსაუკუნეზე მეტი გაატარა ჰინდი–კინოინდუსტრიაში ისევ ქმნის ახალ შედევრს და ცხადია მისთვისაც მნიშვნელოვანია ფილმის ბედი.  ვფიქრობ შაჰრუჰ კჰანი ამჯერად რეჟისორის კარგი არჩევანია, რადგან ორივენი სწორედ რომ შეუდარებლები არიან რომანტიკის სფეროში.
უკვე გავრცელებული თრილერისა თუ სიმღერის სცენების მიხედვით მაყურებელი მსჯელობს, რომ ფილმი სავარაუდოდ ჰიტი გახდება, საუბრობენ ასევე იმაზეც რომ შესაძლოა თამამიც კი აღმოჩნდეს იმათთვის ვინც ფილმის ნახვას დივალის დღესასწაულზე ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან ერთად გეგმავს.
 სიმღერების ავტორებად გვევლინებიან გულზარი (ლექსების ავტორი) და რაჰმანი (კომპოზიტორი).
გთავაზობთ კლიპს ფილმიდან



ვივეკ ობეროი ახალი ფილმის პრემიერაზე


ვივეკ ობეროიმ თავის ორსულ მეუღლესთან პრიანკა ალვასთან ერთად მივიდა თავისი ახალი ფილმის "Kismet Love Paisa Dilli"–ს პრემიერაზე და მთელი საღამოს განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც არ მოშორებია მეუღლეს.
ვივეკი და პრიანკა 2010 წელს დაქორწინდნენ და ახლა პირველი შვილის დაბადებას ელოდებიან. პრემიერაზე ასევე იმყოფებოდა ვივეკის დედა – იაშოდჰარა ობეროი.
რეჟისორ სანჯაი კჰანდურის ფილმში ვივეკი მალიკა შრავატისთან ერთად კოლეჯის სტუდენტს თამაშობს.
ამავე დღეს შედგა კიდევ ერთი ახალი ფილმის "English Vinglish" პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს შრიდევი თამაშობს.

პრითვირაჯს ბოლივუდის ყველა ვარსკვლავთან სურს თამაში




სამხრეთული კინოს ვარსკვლავი პრითვირაჯი, რომლის დებიუტიც ბოლივუდურ ფილმში "Aiyyaa" (რეჟისორი ანურაგა კაშიაპი) ახლახან შედგა, სურვილს გამოთქვამს ჰინდი კინოს ვარსკვლავებთან განაგრძოს მუშაობა.
–მე მსურს ბოლივუდის ყველა ვარსკვლავთან ვიმუშაო და ამ მხრივ მე ალბათ ვარ ეგოისტი მსახიობი, – ამბობს პრითვირაჯი.
 მსახიობი  ძალიან პოპულარულია სამხრეთში, მის კარიერაში ბევრი წარმატებული ფილმია და როგორც ჩანს ბოლივუდშიც იწყება მისი კარიერული აღამასვლა.  ფილმ "Aiyyaa" პრემიერამდე ის უკვე მუშაობს კინოსტუდია Yash Raj Films –ის ერთ–ერთ ფილმზე "Aurangzeb", რომელშიც ასევე მონაწილეობენ არჯუნ კაპური და რიში კაპური.
 – ჩემთვის დიდი პატივია ამ კინოსტუდიაში მუშაობა.  ჩემი კარიერის მანძილზე მე პირველად გავიარე სინჯები ამ ფილმზე დასამტკიცებლად და როლი მივიღე არა ჩემი წარსული დამსახურების გამო, არამედ დამსახურებულად, შერჩევით,– ამბობს ის.
 მსახიობი პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებს მესამე ჰინდი ფილმში მონაწილეობაზე, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ფილმში
"Aiyyaa" მთავარ როლს პრითვირაჯთან ერთად რანი მუქერჯი თამაშობს.
ფილმი 12 ოქტომბერს გამოვიდა ეკრანებზე.

აკშაი კუმარსა და ტვინკლი კჰანას ქალიშვილი შეეძინათ



25 სექტემბერს ვარსკვლავურ წყვილს აკშაი კუმარსა და ტვინკლი კჰანას ქალიშვილი შეეძინათ.
აკშაიმ twitter - ზე თავისი სახლის ფოტო დადო წარწერით: არაფერია იმ გრძნობებზე მშვენიერი, რომელსაც განიცდი როცა ხელში შენი პატარა გიჭირავს. წყვილმა ქალიშვილს ნიტარა დაარქვა სახელად. ბავშვის სრული სახელია ნიტარა კჰანა ბჰატია (კჰანა ტვინკლის გვარია, ხოლო ბჰატია აკშაის, როგორც ვიცით მისი აკშაის სახელი და გვარია რაჯივ ჰარი ომ ბჰატია). სახელი ნიტარა სანსკრიტიდან თარგმანში "ნათელს" ნიშნავს.
წყვილს უკვე ჰყავთ ერთი ვაჟი– აარავი. როგორც აკშაიმ განუცხადა ჟურნალისტებს ახალშობილი ძალიან ჰგავს დედას და ბებიას. მსახიობმა ასევე მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს მისი ოჯახის მიმართ კეთილი სიტყვებისა და სურვილებისათვის.
ორსულობის დროს ტვინკლი ძალიან განიცდიდა მამის ავადმყოფობას და სიკვდილს, რამაც გავლენა იქონია მის სულიერ მდგომარეობაზე, თუმცა მშობიარობამ კარგად ჩაიარა და წყვილი აკშაის ახალი ფილმის "Oh My God" პრემიერისათვის ემზადება.

ამიტაბჰ ბაჩანი შეძრა ფილმის "English Vinglish" ნახვამ



ამიტაბჰ ბაჩანი შეძრა რეჟისორ გაური შინდეს ფილმის "English Vinglish" ნახვამ. ფილმში მთავარ როლებს შრიდევი, მეჰდი ნებოუ და პრია ანანდი თამაშობენ. თავად ამიტაბჰ ბაჩანს ფილმის ჰინდი ვერსიაში აქვს მცირედი როლი, სტუმრის სახით.
 –სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ემოცია – თქვა მსახიობმა. 
ფილმი აჩვენეს ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალის გალა პრემიერაზე. 
ეს ფილმი აღსანიშნავია იმითაც რომ 15 წლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე დაბრუნდა შრიდევი. 


четверг, 26 июля 2012 г.

რაჯეშ კჰანას 1942 - 2012 ეპოქის დასასრული

ოთხშაბათს, 18 ივლისს, მუმბაიში საკუთარ რეზიდენციაში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ინდური კინოს ვარსკვლავი რაჯეშ კჰანა. მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა, ცოტა ხნის წინ ის გამოწერეს საავდმყოფოდან. მსახიობი გარდაიცვალა ღვიძლის ინფექციით, ბოლო დღეების განმავლობაში ის საერთოდ ვერ იღებდა მყარ საკვებს.
მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა აპრილის თვიდან და ის რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას, თუმცა ბილო ხანებში მსახიობმა შესძლო და მედიის წარმომადგენლებთან და თაყვანისმცემლებთან შესახვედრად გამოვიდა. რაჯეშ ქჰანას დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1966 წელს სურათში "Aakhri Khat",  პოპულარობა კი მსახიობს მოუტნა ფილმმა  "Aradhana", რომელიც 1969 წელს გამოვიდა.  ეს იყო ჰოლივუდური ფილმის "To Each His Own" რიმეიქი.
თავისი კარიერის მანძილზე რაჯეშ კჰანა 160-დე ფილმშია გადაღებული და მათგან 130-დე ფილმში მთავარ როლს თამაშობს.
1990 წლიდან მსახიობი იშვიათად ჩნდებოდა ეკრანზე. რაჯეშ კჰანა შეიძლება თამამად ითქვას რომ ”პირველი სუპერვარსკვლავის” არაოფიციალურ ტიტულს ატარებდა.  რაჯეშ კჰანას ეპოქა 1942- 2012 დასრულდა.


და მაინც...  ყველას უყვარდა რაჯეშ ქჰანა როგორც ვარსკვლავი,  მაგრამ ცოტა თუ იცნობდა მის პიროვნებას. მსახიობის მეგობარი ჟურნალისტი ალი პიტერ ჯონი, რომელიც თავიდან მოყოლებული ადევნებდა თვალს მის კარიერას  გვიამბობს, რომ რაჯეშ კჰანა კინოში მოხვდა ტალანტების კონკურსში გამარჯვების შემდეგ. კონტრაქტის პირობა ასეთი იყო: პროდიუსერებს უნდა გადაეღოთ მისი სადებიუტო ფილმი. მათ შორის იყვნენ ისეთი პროდიუსერებიც, როგორიც იყო სიპპი, ფილმ ”sholay" -ს  პროდიუსერი.  ასე რომ თუ სხვებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებიდათ იმისათვის, რომ მიეღოთ რაიმე როლი ფილმში, რაჯეშისათვის ეს გაცილებით იოლი აღმოჩნდა. მისი პირველი სამი ფილმი: "aakhri khat, "raaz" და "bahaaron ke sapne" გაქირავებაში ჩავარდა,  მიუხედავად იმისა, რომ მას იღებდნენ საუკეთესო რეჟისორები:  ჩეტან ანანდი, ნარენდრა ბედი და ნასირ ჰუსეინი.  ამის შემდეგ დაიწყო მისთვის ნამდვილი ბრძოლა რადგან არცერთ პროდიუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა.  ყველაფერი შეიცვალა ფილმ ”Aradhana”-ს შემდეგ.
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იყო, როცა შაქტი სამანტას რაჯეშ კჰანას მოხსნაც კი უნდოდა მთავარი როლიდან, რადგან არცერთ დისტრიბიუტორს არ სურდა მისი მონაწილეობით ფილმის შესყიდვა. თუმცა შემდგომ გადაიფიქრა და დაასრულა ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი ქალის როლს შარმილა თაგორი თამაშობს. ამ ფილმის წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ მისი ყველა ფილმი ჰიტი გახდა და გაქირავებაში წარმოუდგენლად დიდი ხნის მანძილზე რჩებოდნენ.  მსგავსი ვარსკვლავური დიდება, როგორიც რაჯეშ კაჰანს ქონდა არცერთ დანარჩენ მსახიობს, მათ შორის ამიტაბჰ ბაჩანსაც კი არ ჰქონია.


მას შემდეგ რაც სუპერვარსკვლავი გახდა მისი მოთხოვნილებები ჰონორარზე თანდათან გაიზარდა. ის ფილმზე მილიონ რუპიას და ზოგჯერ მეტსაც ითხოვდა.  ის იღებდა გაცილებით მეტს, ვიდრე დევ ანანდი, დილიპ კუმარი ან რაჯ კაპური.  წარმატებები თავბრუს ახვევდა მას და პროდიუსერებიც ჩვეულებრივ ეგუებოდნენ მის კაპრიზებს.  არ აღელვებდა არც ის ფაქტი რომ გადასაღებ მოედანზე დილიდან ელოდნენ ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები დილით იყო დანიშნული მისი დღე დღის სამ საათზე იწყებოდა.  ის თვლიდა, რომ სუპერვარსკვლავ რაჯეშ კჰანას ეპატიება მსგავსი რამ.
ასე გრძელდებოდა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში.
 პირად ცხოვრებაში ის ხვდებოდა მსახიობ ანჯუ მაჰენდრუს და აპირებდა კიდეც მასზე დაქორწინებას. ანჯუ მასთან ერთადაც ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომ რაჯეშმა მას უყიდა ბუნგალო (სადაც მსახიობი დღემდე ცხოვრობს) და თავად ყურადღება გადაიტანა დიმპლ კაპადიაზე, რომელიც იმ მომენტისათვის რაჯეშ კჰანას დიდი თაყვანისმცემელი იყო. ამჩნევდა რა თავისი კარიერის შეფერხებას რაჯეშ კჰანა, თვლიდა რომ დიმპლ კაპადიაზე ქორწინება, მას პოპულარობას დაუბრუნებდა. ის მზად იყო ყველაფერზე წაულიყო ოღონდ კი ყურადღების ცენტრში დარჩენილიყო.
რაჯეშ კჰანას არ შეეძლო ეზრუნა ახალგაზრდა მეუღლეზე და გამოეჩინა მის მიმართ ყურადღება, რადგან ის თავად საჭიროებდა უამრავი ადამიანის სამსახურს მისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.  დიმპლს აღარ შეძლო ამ ყველაფრის ატანა და ერთ დღესაც ის მათ ორ გოგონასთან ერთად სახლიდან წავიდა. რაჯეშს ერთხელაც არ უთხოვია მისთვის დაბრუნება. არც უსაყვედურია.  თუმცა წლების შემდეგ მან ბოდიში მოიხადა დიმპლის წინაშე.


ასევე ცნობილია მისი დამოკიდებულების შესახებ ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ. რაჯეშ კჰანასა და ჯაია ბჰადურს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იმ წლებში ჯაია შეყვარებული იყო ამიტაბჰ ბაჩანზე და რაჯეშ კჰანა მას ღიად მიუთითებდა, რომ არ შეხვედროდა ამიტაბჰს, რომ მისგან ვერასოდეს დადგებოდა ნამდვილი ”გმირი”. ფილმის "namak haram”-ს გამოსვლის შემდეგ კი ის საკმაოდ შეაშფოთა ამიტაბჰის წარმატებამ. ფილმზე "bawarchi" მუშაობისას, სადაც ის ჯაიასთან ერთად თამაშობდა, გადასაღებ მოედანზე ჯაიასთან მოსულ ამიტაბჰს ის არც ესალმებოდა. განაწყენებულ ჯაიას ერთხელ უთქვამს კიდეც, რომ დადგება დრო როდესაც ვნახავთ სად იქნები შენ და სად ამიტაბჰიო.
გადიოდა წლები და პოპულარობის კლებასთან ერთად იზრდებოდა მისი კაპრიზებიც.  ის უკვეთავდა სცენარებს სადაც მისი გმირი ბოლოს აუცილებლად უნდა მომკვდარიყო, რადგან თვლიდა, რომ ასეთი ფილმები ჰიტები ხდებოდა. მოგვიანებით რაჯივ განდიმ ის პოლიტიკაში მიიწვია, თუმცა მსახიობმა  კრახი განიცადა.  მას უკვე აღარაფერი ჰქონდა საკეთებელი.
ქორწინებაში,  კარიერაში,  პოლიტიკაში...  ყველაფერში მარცხი განიცადა.


და მაინც... მიუხედავად ამისა, როდესაც "Bigg Boss"-ს შოუდან შესთავაზეს შოუში მონაწილეობის მიღება და საკმაოდ დიდი თანხა თითო ეპიზოდისათვის, მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ რაჯეშ კჰანა ასეთ შოუმდე არ დაცემულა. თუმცა მოგვიანებით როცა გადაიფიქრა და თანხმობა თქვა, უკვე შოუს მხრიდან აღარ იყო ინტერესი.
სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობს განსაკუთრებით ეშინოდა მარტოობის. საბედნიეროდ მისმა უფროსმა ქალიშვილმა ტვინკლიმ და მისმა მეუღლემ აკშაი კუმარმა გაუწოდეს დახმარების ხელი. მეუღლე დიმპლ კაპადიაც მის გვერდით იმყოფებოდა და უვლიდა მას ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან გამოიჩინა ადამიანური მზრუნველობა მისი ყოფილი მეუღლის მიმართ, რომელსაც 1973 წელს გაჰყვა ცოლად და 80-ანი წლების დასაწყისში დაშორდა. თუმცა საბოლოოდ მაინც არ გაჰყრია.

вторник, 17 июля 2012 г.

რა ხდება ბოლივუდში?!

სონაქში სინჰა ფილმში ”Son of Sardaar”
 სონაქში გახარებულია ფილმში ”Son of Sardaar”  გადაღებების გამო.
ფილმის” Rowdy Rathore” გადაღებების დასრულების შემდეგ სონაკში შემდეგი პროექტის ”Son of Sardaar” გადაღებებში ჩაერთო.  მსახიობი პენჯაბელ გოგონას თამაშობს და შესაბამისად მისი გარდერობიც შერჩეულია ნათელ ფერებში.
 ეს ფილმი ერთ-ერთი სამხრეთული ფილმის რიმეიქია და მთავარ როლებში აჯაი დევგანი და სონაქში სინჰა თამაშობენ.
 ფილმში ასევე იხილავთ სანჯაი დატს და ჯუჰი ჩავლას.
 არც ისე დიდი ხნის წინ სონაქშიმ თავის თავს უწოდა ნამდვილი ინდოელი ქალიშვილი და თქვა, რომ ასეთი პერსონაჟების თამაში მას მოსწონს. ასევე მსახიობი გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ფილმებში ერთნაირად გამოიყურებოდა - არ განმეორდება.
ფილმის გამოსვლა იგეგმება ამ წლის ნოემბერში და შესაბამისად მას კონკურენციას გაუწევს ”Khiladi 786” აკშაი კუმარის მონაწილეობით და იაშრაჯფილმზის ახალი პროექტი, რომელშიც შაჰრუჰ კჰანი და კატრინა კეიფი იქნებიან მთავარ როლებში.
 სონაქში სინჰას გრაფიკი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მსახიობი ასევე ითამაშებს კიდევ ერთ ახალ პროექტში 
"Once Upon a Time in Mumbaai 2",  რომლის მოქმედებაც ხდება 80-ან წლებში. ფილმისათვის სამზადისის პროცესში მსახიობმა ბევრი იმ დროის ფილმი ნახა, რათა დაკვირვებოდა იმ დროის ქცევებს, მოდას და სხვა ნიუანსებს. მსახიობი  ასევე ელოდება დახმარებას დედისაგან - პუნამ სინჰისაგან. 
ფილმის პირველი ნაწილი ალბათ ყველა ინდური ფილმის მოყვარულმა იცის. იგი ეფუძნება მუმბაის დანაშაულებათა სამყაროს ისტორიას და მასში მთავარ, დაუდ იბრაგიმის როლს ასრულებს აკშაი კუმარი. სონაკში მისი საყვარლის როლს ითამაშებს. როგორც ამბობენ მისი პერსონაჟი შთაგონებულია გასული წლების მსახიობის მანდაკინის მიერ, რომლის რომანის შესახებაც დაუდ იბრაჰიმთან ყველასათვისაა ცნობილი.
 ფილმის რეჟისორია მილანა ლუკჰრი და პროდიუსერი ეკტა კაპური. 

მასში ასევე გადაიღებს იმრან კჰანი და აკშაის გმირის მოწინააღმდეგეს ითამაშებს. 
ფილმში ”Teri Meri Kahani” შაჰიდ კაპური ლექსს წაიკითხავს

 მას შემდეგ, რაც ამირ კჰანს წააკითხა ლექსი ფილმში ”fanaa", რეჟისორმა კუნალ კოჰლიმ ამჯერად შაჰიდ კაპურისგან მოითხოვა იგივე და როგორც მსახიობი ამბობს, მან ძალიან ინერვიულა ამის გამო.
-მე ძალიან მომეწონა ლექსები ფილმში ”fanaa", ამიტომაც იმ ფაქტმა, რომ მე წავიკითხავ ლექსებს ეკრანზე მას შემდეგ რაც ის წაიკითხა ამირ კჰანმა, ცოტა ამანერვიულა. მე გავუზიარე ჩემი ეჭვები კუნალ კოჰლის და მან დამარწმუნა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
 ფილმში ”Teri Meri Kahaani” მთავარ როლებში პრიანკა ჩოპრა და შაჰიდ კაპური მონაწილეობენ და სიუჟეტი ვითარდება სამ სხვადასხვა დროს: 1910, 1960 და 2012. მოქმედება ხდება ლაჰორში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და ჯავედ კადრი ერთ-ერთი გმირია შაჰიდის მიერ ფილმში შესრულებული სამი პერსონაჟიდან.
-ჯავედის როლის შესრულებისას მე მომიხდა ლექსების წაკითხვა. მე მას არ ვთვლი კარგ პერსონაჟად და იმ სამი პერსონაჟიდან რომელიც ვითამაშე ის ყველაზე ცუდად იქცევა. მე გამუდმებით ვუმეორებდი კუნალს, რომ ჯავედი ყველაზე ცუდი ადამიანია მათ შორის ვისაც კი უცხოვრია 1910 წელს.
როლის შესრულება მიუხედავად იმისა რომ იყო სახალისო, არც ისე ადვილი გამოდგა მსახიობისათვის.
-მე მომეწონა მისი თამაში, იმიტომ რომ ის აკეთებს ყველაფერს რაც მოუნდება, მისი პერსონაჟი საინტერესო მომეჩვენა თუმცა ამავე დროს ძალიან რთული, რადგან მთელი კარიერის მანძილზე პირველად ვითამაშებ მუსულმანს. გარდა ამისა ჩემს გმირს არაფრის ეშინია, ის სჩადის ყველაფერს რასაც მოისურვებს, - განაცხადა შაჰიდ კაპურმა.

ფილმში ”Shanghai” განსახიერებული პერსონაჟის გამო ემრანმა 10 კგ  მოიმატა

დიბაკარ ბანერჯის ახალ ფილმში ”Shanghai”, სადაც ემრან ჰაშმი პორნორეჟისორს თამაშობს,   მსახიობისათვის არც ისე ადვილი გამოდგა პერსონაჟის გათავისება. ამ როლისათვის მას მოუხდა 10 კგ-ს მომატება.
 -მე დამჭირდა წონაში მომატება რათა შესაბამისობაში ვყოფილიყავი პერსონაჟთან. ვიკვებებოდი მხოლოდ ჰამბურგერებით და მაკარონის ნაწარმით. გარდა ამისა ორი ტონით ჩამამუქეს და გრიმის გაკეთებას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. კბილებზეც სპეციალური მუშაობა დაგვჭირდა.
ვფიქრობ რომ მოგეწონებით, ფილმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა,- ამბობს იმრანი.
არვიცი გარეგნულად რამდენად მოსაწონი იქნება მსახიობი ამ ფილმში, თუმცა მის მიერ განსახიერებული ნებისმიერი როლი ყოველთვის განსხვავებული და საინტერესოა.


კანგანა რანაუტი დედოფალი გახდება

ამჟამად მსახიობმა მკვეთრად განამტკიცა ბოლივუდის ვარსკვლავის სტატუსი. კითხვაზე, ვის სურს მიუძღვნას ეს წარმატება, მან უპასუხა:
 -მე ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი: ფილმის წარმატება მთლიანად ეკუთვნის  მთელ გუნდს. მასში მთელ კოლექტივს შეაქვს წვლილი. ფილმზე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და ფილმი დამოკიდებულია მათ ღვაწლზე და ნიჭზე. ფილმზე ”Chillar Party”, დადებითი გამოხმაურებების შემდეგ რეჟისორი ვიკას ბეჰლი მუშაობას ახალ პროექტზე იწყებს. ფილმის სავარაუდო სახელწოდება იქნება ”Queen” და მასში მთავარ ქალის როლს კანგანა რანაუტი შეასრულებს. რეჟისორის თქმით ეს ფილმი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება როგორც ”The Dirty Picture” მსახიობ ვიდია ბალანისათვის.


აკშაი კუმარი ისევ მამა გახდება
 მსახიობმა ტვინკლი კჰანამ დაადასტურა თავისი ორსულობა და ბოლივუდური ოჯახი შვილს სავარაუდოდ სექტემბერში ელოდება. აკშაი კუმარი მეორედ გახდება მამა და ის გეგმავს რომ შეწყვიტოს გადაღებები და მეუღლის გვერდით გაატაროს შვილის დაბადებამდე დარჩენილი დრო.
11 წლის წინ როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი - აარავი, მსახიობი სწორედ ასევე მოიქცა.
 აქვე ავღნიშნავ რომ აარავიც სექტემბერშია დაბადებული და როგორც ჩანს სექტემბერი ბედნიერი თვეა მსახიობთა ოჯახისათვის
.


суббота, 9 июня 2012 г.

”მუჯრა” - კურტიზანი ქალების ცეკვა ბოლივუდურ კინოში


 გთავაზობთ რამდენიმე ამორჩეულ ვიდეკლიპს ბოლივუდური ფილმებიდან. ფილმი "Agent Vinod" (2012)
კარინა კაპურის მიერ შესრულებული მუჯრას თანამედროვე ვერსია. 

 
ფილმი "Laga Chunari Mein Daag" (2007)
 ჰემა მალინი, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი ასაკისაა ამ დროისათვის ის ასრულებს კურტიზანი ქალის ეპიზოდურ როლს.


 ფილმი "Umrao Jaan" (2006)
აიშვარია რაი ცნობილი ა981 წლის ფილმის რიმეიკში მთავარ როლს ასრულებს და  ამ სტილის რამდენიმე ცეკვას ასრულებს.











 ფილმი "The Rising: Ballad of Mangal Pandey".

რანი მუქერჯი ასრულებს მუჯრას ცეკვას.



 ფილმი "Devdas" კურტიზან ჩანდრამუკჰის როლში შეუდარებელი მადჰური დიქსიტი.
 ჩემი აზრით ამ სტილის ცეკვებში მას ვერავინ შეედრება.





 ფილმი "Amiri Garibi" (1990)
ფილმში რეკჰა ასრულებს მუჯრას ცეკვას.
 ზოგადად ბოლივუდის ისტორიაში რეკჰას ამ სტილის ყველაზე მეტი ცეკვა აქვს
შესრულებული.

 

 ფილმი "Yudh" (1985) ჰემა მალინი



 ფილმი "Umrao Jaan" (1981)

მისი რიმეიკისაგან განსხვავებით ფილმი თავის დროზე ჰიტად იქცა.











 ფილმი "Maan Gaye Ustad" (1981)
ცეკვას ასრულებს ჰემა მალინი.
 ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ნომერია



 ისევ ჰემა მალინი ფილმში "Dhoop Chhaon" (1977)



 ფილმი "Ram Teri Ganga Maili" (1985)

მთავარ როლში მანდაკინი

 

 ფილმი "Muqaddar Ka Sikandar" (1978) რეკჰა



 ფილმი "Pakeeza" მთავარ როლში მინა კუმარი








 
ფილმი "Mughal-E-Azam" მთავარ როლში მადჰუბალა





понедельник, 6 февраля 2012 г.

სიახლეები ბოლივუდიდან


კარინა კაპური, რომელმაც ჯერ იმუშავა ამირ კჰანთან ერთად, შემდეგ კი მის ძმიშვილთან, იმრანთან ერთად, ფილმში "Ek Main Aur Ek Tu", თვლის, რომ ამირი ერთგვარი საზომია ბოლივუდური კინოინდუსტრიის.
-იმრანი მხოლოდ ახლა იწყებს. მასთან მუშაობა ძალიან სახალისოა. მე ვთვლი, რომ ის შესანიშნავი მსახიობია და იმედი მაქვს მომავალში ისევ გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობა.
მსახიობმა, რომელიც ორი ახალი პროექტის, "Ek Main Aur EK Tu" და "Agent Vinod"-ს გამოსვლას ელოდება, აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში მისი პრიორიტეტი არის ფილმი "Ek Main Aur EK Tu".



”Dhoom 3” ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომლის მიმართაც უდიდესია ინტერესი. ფილმის რეჟისორია ვიჯაი კრიშნა აჩარია, პროდიუსერი - ადიტია ჩოპრა.
ფილმში მონაწილეობენ ამირ კჰანი, კატრინა კეიფი, აბიშეკ ბაჩანი, უდაი ჩოპრა, რიმი სენი.
ეს პირველი ფილმია, სადაც ამირ კჰანსა და კატრინა კეიფს ერთად ვიხილავთ ეკრანზე.
ფილმში ამირ კჰანი თამაშობს მთავარ როლს კატრინა კეიფთან ერთად, აბიშეკ ბაჩანი და უდეი ჩოპრა კი ისევ თავიანთ პოლიციელების როლებს თამაშობენ. რიმი სენი ისევ აბიშეკის მეუღლის როლშია.
ფილმის მუსიკა ეკუთვნის პრიტამს.


ვივეკ ობეროი ამჯერად მუშაობს ფილმზე ”Kismat Luv Paisa Dilli” მალიკა შერავატისთან ერთად.
მსახიობისათვის ეს ფილმი იმით იქნება გამორჩეული, რომ ვივეკს ამ ფილმში მოუწევს გადაღებების დროს გაიხადოს საზოგადოების წინ.
ერთი ღამის გიჟური და გაუთვალისწინებელი მოვლენების ფონზე ვივეკის გმირს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად სრულიად გახდა უწევს. სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ სცენის გადაღება მოხდება დელში, გვიან ღამით საკმაოდ სიცივეში.
მსგავსი სცენა ვივეკს არ ჰქონია, ამიტომაც მსახიობი განსაკუთრებულად ემზადება ამ სცენის გადასაღებად. იმისათვის რომ საბოლოოდ შესულიყო როლში, რომელსაც ასრულებს ვივეკი პენჯაბელების ოჯახშიც კი ცხოვრობდა. ვივეკი თავის ოჯახთან ერთად ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს დელში, მანამ, სანამ ფილმზე მუშაობას დაასრულებს.



ბოლივუდის ახალბედა მსახიობმა პრატეიკ ბაბარმა და ბრიტანელმა მოდელმა, რომელიც უკვე ბოლივუდის მსახიობთა სიას ეკუთვნის, ემი ჯეკსონმა ბოლო ხანებში, მას შემდეგ რაც ერთად ითამაშეს ფილმში, ”ek deewana tha”, ღიად დააფიქსირეს თავიანთი სიმპათიები ერთმანეთის მიმართ.
პრატეიკი ყველგან თან ახლავს ემის სხვადასხვა ღონისძიებებზე და წარადგენს მას ყველას წინაშე, ვინც კინოს სამყაროდანაა.
ბოლოდროინდელი სიახლეები გვამცნობენ, რომ წყვილი თავიანთი ურთიერთობის ახალ საფეხურზე ავიდა და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. გაჟღერდა, რომ პრატეიკი გადავიდა ემისთან სახლში და ისინი ერთად ცხოვრობენ.
მალე ორივეს ნახვა შეგვეძლება ფილმში ”Ek Tha Tiger”.
იმედია წყვილი ურთიერთობის შემდეგ საფეხურზეც გადავა და კიდევ ერთი ბოლივუდური ოჯახი გვეყოლება.



ამ წლის პირველი ბოლივუდური ქორწილი იყო რიტეშ დეშმუკჰისა და ჯენელია დესუზას ქორწილი, რომელზეც მთელი ბოლივუდური შემადგენლობა ესწრებოდა.
სტუმრების რიცხვში იყვნენ: კაჯოლი, აჯაი დევგანი, აბიშეკ ბაჩანი, ჯაია ბაჩანი, შაჰრუჰ კჰანი, სოფი ჩაუდჰარი, კარან ჯოჰარი, სუნილ შეტი, შაჰიდ კაპური, საჯიდ ნადიადვალა მეუღლესთან ერთად.



სავარაუდოდ ასევე ბოლივუდის დიდი ნაწილი შეიკრიბება კიდევ ერთ ბოლივუდურ ქორწილში.
ჯენელია დე სუზასა და რიტეშ დეშმუკჰის ქორწილის შემდეგ, რომელიც 3 თებერვალს შედგა, შემდეგი გრანდიოზული ქორწილი იქნება დევიდ დჰავანის ვაჟის, ფილმის - ”Desi Boyz” რეჟისორის, როჰიტის და მოდელიერ ჯანვი დესაის ქორწილი, რომელთა ურთიერთობაც 7 წლის მანძილზე გაგრძელდა.
მოსაწვევები უკვე დაგზავნილია 12 - 13 თებერვლისათვის.
წყვილი გასულ წელს დაინიშნა შვიდწლიანი რომანის შემდეგ. მათ ექნებათ მეჰენდის, სანგიტის ცერემონიალი და შემდეგ ქორწილი და მიღება, რომელიც გაიმართება გოაში.
დევიდ დჰავანი გოაში იღებს ფილმს ”Chashme Buddoor” და ამავდროულად ქორწილისათვის სამზადისსაც ადევნებს თვალს. ეს როჰიტის არჩევანი იყო ქორწილი გადაეხადათ გოაში. მას სურდა უბრალოდ რეგისტრაცია და მოკრძალებული ღონისძიება მცირე რაოდენობით სტუმრებზე გათვლილი, მაგრამ მისმა მშობლებმა და მისმა ძმამ, ვარუნმა, (რომლის დებიუტიც ახლა შედგება კარან ჯოჰარის ახალ პროექტში) კარგად იციან კინოინდუსტრია და ამიტომაც ურჩიეს ძმას მოეწყო ნამდვილი პენჯაბური ქორწილი.
თავად როჰიტი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია რადგან ქორწინდება ქალზე, რომელსაც უკვე თითქმის შვიდი წელია ხვდება.
-იმედი მაქვს ქორწილი კიდევ უფრო უკეთეს ფილმმეიკერად მაქცევს. მე ახლახან შემისრულდა 28 წელი, ყველაფერი ისე სწრაფად ხდება.


ავტორიტეტულმა ონლაინ-ჟურნალმა მამაკაცებისათვის askmen.com გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ტოპ-გამოკითხვის შედეგები - ”ვინ არიან 2012 წლის ყველაზე სასურველი ქალები”. ამ სიაში ინდოელი მსახიობები, პრიანკა ჩოპრა და ფრეიდა პინტოც მოხვდა.
ორ ბოლივუდურ ფილმზე მუშაობის დამთავრების შემდეგ პრიანკა ჩოპრამ შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი წარმატებული წინადადება მიიღო. ის იქნება პირველი ბოლივუდელი მსახიობი, რომელმაც CAA (Creative Artists Agency) სააგენტოსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს სააგენტო ლოს-ანჯელესშია და საკმაოდ კრიტიკულია არჩევანში. სააგენტოს უკავშირდება ისეთი სახელები, როგორებიცაა ჯორჯ კლუნი, მერილ სტრიპი, ბრედ პიტი, სანდრა ბალოკი, ჯულია რობერტსი და უილ სმიტი. წარსულში რამდენიმე ბოლივუდის მსახიობმა მიმართა ამ სააგენტოს, მაგრამ მათ თავაზიანად ეთქვათ უარი.
მსახიობმა, რომელიც ”krrish 3"-ს გადაღებებზეა ჰაიდარაბადში, დაადასტურა ეს ინფორმაცია.
ბოლო ფილმში ”agneepath" შესრულებული როლისათვის ბევრი დადებითი გამოხმაურება მიიღო პრიანკა ჩოპრამ.
-მე ვიცოდი, რომ ფილმი დადებითად იქნებოდა შეფასებული, მაგრამ იმ გამოხმაურებებმა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განსაკუთრებულმა შექებამ ჩემს მიმართ ცოტა გამაკვირვა, - ამბობს მსახიობი.
მსახიობმა ასევე დაასრულა მუშაობა ფილმზე ”TERI MERI KAHAANI", რომელშიც შაჰიდ კაპურთან ერთად თამაშობს. ამჯერად კი ერთდროულად ორ ფილმზე მუშაობს.
"KRRISH 3"-ს პარალელურად ასევე მინდა დავასრულო ფილმის "BARFI" გადაღებები.



ცნობილი მოდელის და შემდგომში მსახიობისათვის, მუგდა გოდსესათვის თავისი დებიუტი ფილმში ”FASHION" ერთ-ერთ წარმატებულ როლად იქცა.
მოგვიანებით მსახიობმა ითამაშა ფილმებში:”Jail”, ”All The Best”, ”Help”, თუმცა ეს ფილმები გაქირავებში ჩავარდა. მსახიობი ახალ იმედებს ამყარებს ფილმზე”Gali Gali Chor Hai” მსახიობებთან აკშაი კჰანასთან და სამხრეთელ შრია სარანთან ერთად.
მუგდა თვლის, რომ ფილმის წარმატება დამოკიდებულია მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობაზე.



ბოლივუდის ვარსკვლავის სანჯაი დატის მეუღლე - მანიატა დატი ამბობს, რომ მათი რომანი უკვე უკან დარჩა მას შემდეგ, რაც შვილები გაჩნდნენ და სახლის მშვიდი გარემო მისთვის ყველაზე რომანტიული ადგილია. თუმცა ის მაინც გამოთქვამს სურვილს გარკვეული დრო გაატაროს მეუღლესთან ერთად.
-ოჯახური ვახშამი - ეს ოცნებაა. რადგანაც მე უკვე ორი შვილი მყავს, ცხადია ვეღარ ვიფიქრებ რომანტიკულ განმარტოებაზე მეუღლესთან ერთად. ასე რომ რომანტიკული ვახშამი მეუღლისა და შვილების გარემოცვაში - ეს უკვე არის რომანი, - ამბობს მანიატა.
წყვილი დაქორწინდა 2008 წლის თებერვალში და 2010 წლის ოქტომბერში მათ ტყუპები გაუჩნდათ.


четверг, 2 февраля 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები



ცნობისმოყვარეობა აიშვარია რაისა და აბიშეკ ბაჩანის ქალიშვილის მიმართ ცხადია უზარმაზარია. მოევლინა თუ არა ახალშობილი სამყაროს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტომონტაჟი, სადაც აიშვარიას ხელში ჩვილი უჭირავს.
ამჯერად კი ტვიტერზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც აიშვარია ხელში პატარა ბავშვითაა გამოსახული.
ფოტოსურათი ცხადია არც ამჯერადაა ნამდვილი, იგულისხმება რომ ფოტოზე
აიშვარია თავის ქალიშვილთან, ერთად არ არის. ამის დასადასტურებლად უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, პირველ რიგში ის, რომ აიშვარიამ მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მოიმატა წონაში, რაც აშკარად საგრძნობი იყო მისი რიტეშ დეშმუკჰისა და ჯენელია დესუზას ქორწილში გამოჩენისას, ამ ფოტოზე კი აიშვარია გამხდარია.
გარდა ამისა ბავშვიც გაცილებით დიდია, ვიდრე მისი ქალიშვილი უნდა იყოს ამჟამად.
და კიდევ, ამიტაბჰმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბავშვს დედის თვალები აქვს. ამ ბავშვის თვალებსა და აიშვარიას თვალებს შორის კი მსგავსებას ვერ ვხედავ.
ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ბავშვი აიშვარიას
ძმიშვილია.
ნებისმიერ შემთხვევაში სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ჯერ ბავშვის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით და არც ფოტო გვინახავს.

რეჟისორ ვიკრამ ბჰატის ფილმის «Raaz 3» გადაღებების პირველი დღიდანვე, ძალიან მჭიდრო სამუშაო გრაფიკის გამო მსახიობს, ბიპაშა ბასუს მცირედი დროც კი არ ჰქონდა დასვენებისათვის. საბოლოო ჯამში კი ამან ის შედეგი გამოიღო, რომ მსახიობი ლოგინად ჩავარდა მაღალი ტემპერარტურისა და კონიუქტივიტის გამო და მთელი კვირის განმავლობაში გამოეთიშა სამუშაოს. ყველა მიმდინარე გადაღება, მათ შორის ზემოთხსენებული ფილმისაც, რომელშიც ბიპაშა ბასუ იმრან ჰაშმისთან ერთად თამაშობს, შეჩერებული იქნა.
თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგაც როცა დაუბრუნდა დაგროვებულ სამუშაოს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუსვენებლად მოუხდა მუშაობა.
ფილმი ” Raaz 3 ” ემოციონალური დრამაა 3 დ ფორმატში. მსახიობი აღიარებს: მიუხედავად
იმისა, რომ მჭიდრო გრაფიკის გამო თითქმის არ სძინებია გადაღებების განმავლობაში, მას მოსწონს ახალ ფორმატში გადაღებები.
სწორედ ასეთი გრაფიკის გამო მსახიობმა ვერ შეძლო პირადად მიეღო ჯილდო ”Fittest Bollywood Celebrity”-ზე და იძულებული გახდა მხოლოდ ვიდეოზარით
შემოფარგლულიყო გადასაღები მოედნიდან.
-ვერაფრით გამოვნახე დრო დაჯილდოებაზე დასწრებისათვის, მაგრამ ფიტნესის სიყვარულისათვის ჯილდოს მიღება კიდევ უფრო
დიდი მიღწევაა, ვიდრე ფილმში როლის შესრულებისათვის. ვთვლი, რომ თუკი ადამიანები აღნიშნავენ ჩემს მიერ გაწეულ პროპაგანდას ფიტნესისა და ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის, ეს შესანიშნავია.
მსახიობის ახალი ფილმის ”Jodi Breakers” მიმართ დიდია ინტერესი და ბიპაშა თვლის, რომ 2012 წელი მისთვის წარმატებულად განვითარდება.


-როგორც ჩანს 2012 წელი ჩემთვის იქნება წარმატებული. დარწმუნებული ვარ მაყურებელი დადებითად შეაფასებს ჩემს როლს და მუშაობას ფილმში.

ახალი თაობის კუმირი რანბირ კაპური აცხადებს რომ, ფილმის გადაღების პროცესი ნებისმიერ ჯილდოზე მნიშვნელოვანია.
ჯილდოები დიდ როლს თამაშობენ მსახიობის კარიერაში, რადგანაც ისინი აღნიშნავენ მსახიობის მიერ გაწეული შრომის აღიარებას. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თავად ფილმის გადაღების პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, - გვიყვება 29 წლის მსახიობი, რომელსაც გაუმართლა ემუშავა თავის ერთ-ერთ ბოლო ფილმზე
”rockstar” რახმანთან, იმთიაზ ალისთან და უკვე გარდაცვლილ შამი კაპურთან ერთად. მის მიერ ფილმში შესრულებული როლი კრიტიკოსებისა და რიგითი მაყურებლის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. მსახიობმა წინასწარ განაცხადა, რომ არ ელოდება ამ ფილმისათვის რაიმე პრიზის აღებას.
-არამგონია რომ ეს მოხდეს, მაგრამ ბედნიერი ვიქნები თუ მოხდება - აღიარა მსახიობმა. ამჯერად მსახიობი კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე მუშაობს. ესაა ანურაგ ბასუს ფილმი ”Barfee”. ფილმი, რომელშიც რანბირს პარტნიორობას პრიანკა ჩოპრა და ილეანა გაუწევენ სავარაუდოდ ივნისის თვეში გამოვა.

მსახიობი ასევე ითამაშებს ლეგენდარული შემსრულებლის კიშორ კუმარის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიულ სურათში და დიპიკა პადუკონისთან ერთად მას ვიხილავთ იანა მუკჰერჯის ფილმში "Yeh Jawaani Yeh Deewani".

პოლიტიკური სატირის, ფილმის "Gali Gali Mein Shor Hai" გადაღებები დროებით გადაიდო, რადგან მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა აკშაი კჰანამ ზურგი დაიზიანა და ვინაიდან ტკივილები ძლიერი აღმოჩნდა გადამღები ჯგუფი მუმბაიში დაბრუნდა და გადაღებები გაურკვეველი დროით გადაიდო.
ფილმის რეჟისორმა მომხდარის მიზეზად დაასახელა ის, რომ ეს იყო ექშენ სცენა და მიუხედავად ტრავმისა აკშაი აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ტკივილები დღითიდღე მატულობდა. საბოლოო ჯამში იძულებულები გავხდით გადაღებების შეგვეწყვიტა და დავბრუნებულიყავით მუმბაიში.
თავად მსახიობი, რომელიც იშვიათად ჩნდება ეკრანზე, ამბობს, რომ ძალიან ბევრ ფილმზე თქვა უარი.
-იმიტომ კი არა რომ, არ მინდოდა წლის განმავლობაში ბევრ ფილმში მიმეღო მონაწილეობა, უბრალოდ არ მინდა ვასოცირდებოდე ყველანაირი როლის შემსრულებელ მსახიობთან, - განაცხადა მსახიობმა თავისი ახალი ფილმის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.
-ფილმში ” Gali Gali Mein Shor Hai" მე გადავიღე იმიტომ, რომ მომეწონა სცენარი და არ შემეძლო უარი მეთქვა მასში მონაწილეობაზე.

ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს როლი საუკეთესოა ჩემს მიერ შესრულებულ როლებს შორის დღესდღეობით. ჩემი გმირი ჩვეულებრივი მამაკაცია საშუალო ფენიდან. სწორედ ამან მომცა მე ახალი ორიენტირი ჩემს კარიერაში.
ფილმი ეხება ინდოეთში კორუმპირებულ სისტემას. დღესდღეობით არ არის ადგილი, სადაც არ მეფობდეს კორუფცია, მაგრამ მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ინდუსტრიის ნაწილს, რომელშიც არა აქვს კორუფციას ადგილი.
აკშაის წინა ფილმი იყო ფარა კჰანის "Tees Maar Khan", შემდეგი ფილმი იქნება "Chand Bhai", სადაც ის ითამაშებს ვიდია ბალანთან ერთად.

პაკისტანელი მომღერალი ალი ზაფარი მზადაა შეუერთდეს სექსუალური ბოლივუდელი მსახიობების რიგს თავისი ახალი ფილმით ”London Paris New York”.
მსახიობი, რომელიც წელზემოთ შიშველი გამოჩნდება ფილმში, ამბობს:
-მე არა ვარ წინააღმდეგი გავიხადო პერანგი ფილმში, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს სჭირდება ხელოვნებას, ყველაფერი უნდა იყოს სიუჟეტის და ჩემი პერსონაჟის შესაბამისად. მსახიობმა ასევე აღიარა, რომ მას ყოველთვის ხელთ ჰქონდა თავისი გიტარა.
-იყო სცენები, რომლებიც დიდ ე
მოციონალურ და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ დიდი სიამოვნება გადაღებებისაგან. მსახიობი თითქოსდა ცხოვრობს თავისი პერსონაჟების ცხოვრებით და ამიტომაც მინდა რომ ყოველი ჩემი გმირი იყოს განსხვავებული წინასაგან. ასე რომ მე გულითადად მომიხდა მუშაობა ჩემს თავზე და იმიჯზე. მუდმივად ვვარჯიშობდი და ბოლო 10 დღის განმავლობაში ვიყავი სპეციალურ დიეტაზე.
კითხვაზე როგორ გრძნობს თავს ახლა, როცა შეუერთდა იმ ვარსკვლავთა რიცხვს, რომლებიც თავიანთი შიშველი სხეულის დემონსტრირებას ახდენენ, მსახიობი ღიმილით გვპასუხობს:
-ეს ხომ პირველად არ ხდება, როცა მე ვიხდი პერანგს ეკრანზე. მე ეს ჯერ კიდევ ჩემი კლიპის ”Ek Pal” გადაღების დროს დამჭირდა.

среда, 11 января 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები


დევიდ დჰავანი ფილმის ”Chashme Baddoor” რიმეიქს იღებს


დევიდ დჰავანმა მუშაობა დაიწყო 1981 წლის ჰიტის ”Chashme Baddoor” რიმეიქის გადაღებაზე და ეძებს ალტერნატიულ სახელწოდებას ფილმისათვის.
ეს არის სამი სტუდენტის ისტორია.
ფილმი - კომედია
”Chashme Baddoor”
თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო და დაკომპლექტებული იყო საკმაოდ საინტერესო ვარსკვლავებით.

ამჯერად ფილმში ანუპამ კჰერი ითამაშებს სამმაგ როლს, ხოლო რაც შეხება სამი სტუდენტის მთავარ როლებს, ფილმში ვიხილავთ პაკისტანელ პოპ-ვარსკვლავს და მსახიობს ალი ზაფარს, რომელიც ითამაშებს წინამორბედ ფილმში ფარუკ შეიჰის მიერ განსახიერებულ როლს. ასევე სამხრეთელი სიდჰარტ ნარაიანი, რომელიც განასახიერებს რავი ბასვანის მიერ ნათამაშებ პერსონაჟს.
დევიდ დჰავანი კარგა ხანს ეძებდა მესამე პერსონაჟისათვის შესაფერ სახეს, რომელსაც ძველ ვერსიაში რაკეშ ბედი განასახიერებდა.
რეჟისორის თქმით მას სჭირდებოდა სასაცილო და ამავე დროს ჭკვიანი სახე მესამე პერსონაჟისათვის და სწორედ ასეთ სახეს მიაკვლია. მესამე პერსონაჟს ფილმში ითამაშებს დივიენდუ შარმა, რომლის დებიუტიც შედგა ფილმში ”Pyaar Ka Punchnaama”.დივიენდუ შარმა დაიბადა 1983 წლის 19 ივნისს დელიში.

ამირ კჰანმა და კირან რაომ ახალშობილ შვილს აზად რაო კჰანი დაარქვეს


სოციალურ ქსელში, Facebook-ის გვერდზე ამირმა გამოქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაჟს დაარქვეს აზადი, ამირის დიდი ბაბუის ძმის, დამოუკიდებლობისათვის ლეგენდარული მებრძოლის მოლან აზადის პატივსაცემად.
-მივესალმები ყველას, მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით ბავშვის სახელთან დაკავშირებით... მას ჰქვია აზადი. აზად რაო კჰანი. გადამწყვეტი სიტყვა სახელთან დაკავშირებით მე მივეცი კირანს და სწორედ მან შეურჩია ეს სახელი ბავშვს, იმ ადამიანის პატივსაცემად ვისაც ჩვენს ოჯახში პატივს სცემენ და ვისითაც ამაყობენ. აზადი - ნიშნავს თავისუფალს. ჩვენ მთელი გულით მადლობას ვუხდით ყველას მოლოცვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ახლა ჩვენს ოჯახში პატარს მოვლინებით ჩვენი ბედნიერება უსაზღვროა. სიყვარულით - ამირი.
1 დეკემბერს ამირსა და მის მეუღლეს კირან რაოს ვაჟი შეეძინათ. როგორც ცნობილია წყვილმა სუროგატი დედა გამოიყენა შვილის გასაჩენად.

ტაბუ - ტომ კრუზის არჩევანი ბოლივუდში

კითხვაზე ინდური კინოს წარმომაგდენლებიდან ვის ანიჭებს უპირატესობას ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ კრუზი, მან არჩევანი ტაბუზე შეაჩერა.
ინფორმაციის თანახმად ტომს ძალიან უნდა ტაბუსთან შეხვედრა, რომელმაც ამჟამად მონაწილეობა მიიღო პროექტში ”Life of Pi”, რომლის რეჟისორია გამოჩელინი ჩინელი რეჟისორი ანგ ლი.
აღმოჩნდა რომ ტომ კრუზსაც ძალიან უნდა ამ რეჟისორის ფილმში თამაში და ის სიამოვნებით გაესაუბრებოდა ტაბუს ამ რეჟისორთან მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე.
ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს ტომ კრუზის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე და საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ.


დჰანუშის პირველი ბოლივუდური ფილმი და 2011 წლის ყველაზე რეიტინგული სიმღერა ”Why this Kolavari Kolavari Kolavari Di”


სამხრეთინდოელი მსახიობი დჰანუში (ნამდვილი სახელი - პრაბჰ კასტური რაჯან) აპირებს ბოლივუდში გადაიღოს თავისი პირველი ფილმი ჰინდის ენაზე. ფილმის სახელწოდება ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ამჟამად სცენარზე მიდის მუშაობა და როგორც პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია ამ ფილმში დჰანუში მთავარ როლზე რიტიკ როშანს იწვევს.
დჰანუში ცნობილი რეჟისორისა და პროდიუსერის კასტური რაჯას შვილია
მსახიობის ძმაც რეჟისორია, ხოლო მეუღლე - აიშვარია ასევე ცნობილი ვარსკვლავის რაჯნიკანტის უფროსი ქალიშვილია. დჰანუშსა და აიშარიას ჰყა
ვთ ორი შვილი - იატრა და ლინგა.
დჰანუში ეროვნული პრემიის ლაურეატია ტამილურ ფილმში ”Aadukalam”, როლისათვის. მისი ფილმოგრაფია მოიცავს ჩვიდმეტამდე ფილმს.
მსახიობმა ახლახან დაამთავრა მუშაობა ფილმზე ”3”, რომელიც მისი მეუღლის სადებიუტო რეჟისორული ნამუშევარია.
სიმღერა ”Why this Kolavari Kolavari Kolavari Di” დჰანუშის შესრულებით სწორედ ამ ფილმიდანაა და წინასწარ შლიაგერადაც იქცა.



იზაბელ აჯანის ჰინდი ფილმში გადაიღებენ


ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ აჯანი ითამაშებს მთავარ როლს პრიტი ზინტას ოჯახურ პროექტში ”Ishkq in Paris”, ფილმის რეჟისორია პრემ რაჯი.
იზაბელი შეასრულებს მთხრობელის როლს ფილმში და სწორედ ის წარადგენს მაყურებლის წინაშე ფილმის გმირებსაც და პარიზსაც.
”Ishkq in Paris” - ეს არის სიყვარულის მძაფრი ისტორია რომელიც გადაღებული იქნება პარიზის მოდის სამყაროს ფონზე.
როდესაც იზაბელ აჯანი დათანხმდა როლზე, მან დაიწყო ჰინდის შესწავლა, ის ფილმში შერეული ჰინდითა და ფრანგულით ისაუბრებს. ამჯერად ის ენის აქცენტებზე მუშაობს.
ფილმის გადაღებები დეკემბერში დაიწყო.
თავის მხრივ პრიტი სწავლობს ფრანგულ ენას, რადგან მას ფილმში ფრანგულად მოუწევს საუბარი. მსახიობი ძალიან გახარებულია, რომ მან შეძლო დაეთანხმებინა იზაბელ აჯანი ამ როლზე:
-იზაბელს მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც შესანიშნავ მსახიობს და დაუჯერებლად ლამაზ ქალს, ამიტომ როდესაც შევხვდი მას თავს ვგრძნობდი, როგორც მისი ფანი. მისი დათანხმება ბოლივუდურ კომერციულ ფილმში სათამაშოდ ეს არის ოცნება რომელიც ცხადად მექცა, - ამბობს მსახიობი.

რეჟისორი, პრემ რაჯი ამბობს, რომ ის ბედნიერია ისეთ ქალთან მუშაობით, როგორიც იზაბელ აჯანია.
-იზაბელი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მსახიობთაგანია. ჩემთვის ეს რაღაც განსაკუთრებულია, ვიმუშაო დასავლეთის ერთ-ერთ უმშვენიერეს მსახიობთან. ეს ძალიან დიდი საქმეა, გარდა ამისა პირველად საერთაშორისო დონის მსახიობი ისაუბრებს ჩვენს ფილმში ჰინდის ენაზე.

აიშვარია და შაჰრუჰი ისევ ერთად გამოჩნდებიან სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმში


უკვე ცნობილია, რომ ცნობილ რეჟისორს სანჯაი ლილა ბჰანსალის სურს, რომ მისმა საყვარელმა მსახიობმა, აიშვარია რაიმ მონაწილება მიიღოს მის ფილმში როგორც კი მზად იქნება ამისათვის.
თავის მხრივ აიშვარია რაიც ცდილობს რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში და გავრცელებული ინფორმაციით მან თანხმობა მისცა სანჯაის ფილმში მონაწილეობაზე.
ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ ინფორმაცია რომელიც ადრე დავწერე და ვსაუბრობდი ბაჩანების რეზიდენციაში ”გასაიდუმლოებულ” მსჯელობას ფილმის შესახებ, ეხებოდა სწორედ ამ ფილმს. ეს არის პროექტი "Bajirao Mastani", ბჰანსალის დიდი ხნის ოცნების პროექტი, რომლის შესახებაც ის ჯერ კიდევ 2003 წელს საუბრობდა.
ბჰანსალის სურდა გაემეორებინა ფილმის ”Hum Dil De Chuke Sanam” მსახიობების ნაკრები, (სალმანი და აიშვარია), თუმცა ფილმში ამჯერად შაჰრუჰს შესთავაზეს მთავარი როლი.
ცნობილი გახდა რომ ბჰანსალი და შაჰრუჰიც შეხვდნენ და განიხილეს ეს პროექტი და შაჰრუჰიც ძალიან დაინტერესებულია განიხილოს ეს შემოთავაზება.
თუ ყველაფერი თანხმობით დასრულდება ეს ნამდვილი სიამოვნება იქნება ამ ორი მსახიობის ფანებისათვის, ნახონ მათი კუმირები ერთად ეკრანზე ისეთი მაგიური და ძვირადღირებული დეკორაციების ფონზე, როგორიც ახასიათებს ბჰანსალის ფილმებს.

პირველად ბოლივუდში

წაიკითხეთ და გაიგეთ ყველაფრის შესახებ რაც პირველად მოხდა ბოლივუდში.
მაშ ასე, პირველად -

შაჰრუჰ კჰანმა ითამაშა სუპერგმირი
ახალ პროექტში ”RA.ONE” შაჰრუჰმა პირველად ითამაშა სუპერგმირი. ეს ფილმი ბოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. ფილმის გმირის მხოლოდ კოსტიუმის ღირებულება, 10 მლნ რუპიას შეადგენს. კოსტიუმი ლოს-ანჯელესშია დამზადებული.
ფილმში მთავარ როლებს კარინა კაპური და არჯუმ რამპალიც თამაშობენ.

ფარა კჰანი ეკრანზე გადაინაცვლებს
46 წლის წარმატებული ქორეოგრაფი და რეჟისორი ცდილობს საკუთარი თავი მოსინჯოს როგორც მსახიობმა. ადრე მან ეპიზოდური როლი ერთხელ უკვე ითამაშა, თუმცა ამჯერად ფილმში რომლის რეჟისორიც სანჯაი ლილა ბჰანსალის დაა, ფარა მთავარ როლს ითამაშებს ბომან ირანისთან ერთად.
-როდესაც სანჯაიმ შემომთავაზა ეს როლი თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, თუმცა მოგვიანებით, როცა მან მომიყვა სცენარის შესახებ მივხვდი, რომ სცენარი დაწერილი იყო სწორედ ჩემთვის. ამიტომაც მივეცი თანხმობა, - განაცხადა ფარა კჰანმა.

იმრან კჰანი საწოლის სცენაში გადაიღეს
მსახიობის იმიჯი შეიძლება ითქვას შეიცვალა და ამირ კჰანის პროდიუსერულ ფილმში ”Delhi Belly” მსახიობი თამამ სცენებში გვხვდება. 28 წლის მსახიობს პირველად ვნახავთ ამ ფილმში კოცნის სცენაში დებიუტანტ მსახიობთან პურნა ჯაგანათჰთან. და ეს ყველაფერი არ არის, მაყურებელი კიდევ უფრო დამაინტრიგებელ სცენას უნდა ელოდოს ამ ფილმში.

სალმან კჰანი ითამაშებს კომპანია იაშრაჯფილმზის პროექტში
ბოლივუდში თავისი კარიერის მანძილზე სალმანი 80-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, მაგრამ მისი ახალი ფილმი ”Ek Tha Tiger”, რომელშიც ის კატრინა კეიფთან ერთად თამაშობს იქნება მისი იაშრაჯფილმზის სტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი.
-ადიტია ჩოპრამ არაერთხელ შემომთავაზა როლი, მაგრამ მე პირველად ვიგრძენი, რომ რომ როლი შემეფერებოდა,- აღიარებს სალმანი.

რანბირი გადაიღეს საცეკვაო ნომერში ფილმში ”Chillar Party” პირველად, როგორც მოწყვეული სტუმარი.
მსახიობი ძალიან ღელავდა რადგან მისი სახე ამ საცეკვაო ნომერშიშთაგონებული იყო მამამისის, რიში კაპურის პერსონაჟის სახით ფილმიდან ”ამარ, აკბარ, ანტონი”, ამიტომ მსახიობი თავად მონაწილეობდა ვიდეოს გადაღებების და მონტაჟის კონცეფციის შემუშავებაში.

ასევე პირველად:

ანუშკა შარმამ ფილმისათვის ”Ladies vs. Ricky Bahl” ჩაიცვა ბიკინი;
პრიტი ზინტამ ითამაშა განგსტერი;
სანი დეოლის დებიუტი შედგა ტელევიზიაში;
მამა-შვილმა პანკაჯ და შაჰიდ კაპურებმა გაიყვეს ეკრანი ფილმში ”mausam".

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails