ეს ალბათ იმითაცაა გამოწვეული რომ როდესაც ანსამბლი შეიქმნა (1960) და პოპულარობის პიკს მიაღწია მე დაბადებულიც არ ვიყავი.
თუმცა კარგად მახსოვს ლივერპულელი ბიჭების ირგვლივ შექმნილი ბუმი.
მათ მუსიკის მთელი ეპოქა შექმნეს. ახალი ეპოქა, მაგრამ არ დავმალავ და ვიტყვი რომ პირადად ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მაშინ მიიქციეს, როცა მათი ინდოეთში მოგზაურობის და ანსამბლის ერთ–ერთი წევრის ჯორჯ ჰარისონის განსაკუთრებული ინტერესის შესახებ შევიტყვე ინდური მუსიკისა და საერთოდ ინდოეთის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება ჰარისონს მეგობარმა რავი შანკარის შესრულებული რამდენიმე მუსიკალური ნომრის ჩანაწერი გააცნო. ჯორჯი მუსიკალური ინსტრუმენტით მოიხიბლა და სწორედ აქედან დაიწყო მისი ინტერესი ინდოეთისადმი. მოგვიანებით კი ვინმე ინდუსმა აჩუქა წიგნი რეინკარნაციის შესახებ, რამაც გაზარდა მისი ინტერესი ინდური ხელოვნებისადმი. ის ლონდონის ერთ–ერთ ინდურ მაღაზიაში იძენს სიტრას ინსტრუმენტს და ასე იწყება მისი ზრდა როგორც დამოუკიდებელი ფიგურისა ანსამბლში. 1968 წელს ის უკვე ანსამბლთან ერთად მოგზაურობს ინდოეთში, სადაც რავი შანკარისაგან სწავლობს სიტარაზე დაკვრას. თუმცა მისი ინტერესი აქ არ წყდება. ის მედიტაციის გაკვეთილებსაც გადის და კრიშნას ტრადიციასაც იღებს. მისი ინიციატივით "Norwegian Wood"– ში ინსტრუმენტ სიტრათი აღებული აკორდები დაამატეს.
ასე გამოჩნდა პირველად სიტარა დასავლურ პოპ–მუსიკაში. ანსამბლში მისი შედევრი, რომელიც ინდური მუსიკისადმი სიყვარულით შეიქმნა არის "Within you without you", სადაც აღმოსავლური და დასავლური მუსიკის ბრწყინვალე შერწყმაა. გთავაზობთ ამ სიმღერის კლიპს
ჰარისონში გაერთიანდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ინდუიზმი და ქრისტიანობა.
ჩემი აზრით ის ყველაზე მოკრძალებული ადამიანი, თუმცა ყველაზე მეტად დამოუკიდებლად გამოკვეთილი ფიგურა იყო ანსამბლში.
მისი ანდერძის შესაბამისად სიკვდილის შემდეგ მას კრემაცია გაუკეთეს.