გათხოვების შემდეგ კარინა კაპურის უფროსი და კარიშმა კაპური აღარ გამოჩენილა ფილმებში და ასპარეზი ასე ვთქვათ დაუთმო თავის უმცროს დას კარინა კაპურს. უნდა აღინიშნოს რომ კარინა დღესდღეობით ბოლივუდის 100% –ან დედოფლად ითვლება. მისი ჰონორარი ერთ–ერთი ყველაზე მაღალია ბოლივუდში, ხოლო მისი გრაფიკი 2 წლით ადრეა გაწერილი.
თუმცა კარიშმა კაპური არ დავიწყებია თავის თაყვანისმცემლებს და ელოდებიან მის დაბრუნებას დიდ ეკრანზე.
მათ გასახარად ახლახან გაჩნდა ინფორმაცია რომ კარიშმა აპირებს დაბრუნდეს კინოში და ეს მოხდება კარან ჯოჰარის ახალ ფილმში, სადაც მისი პარტნიორი კარინა კაპური იქნება.
ლოლო და ბებო ერთად დაინახეს კარან ჯოჰარის ოფისში. მათი საუბარი რეჟისორთან საათზე მეტს გარძელდა. მოლაპარაკებების წვრილმანებს არ ამხელენ, თუმცა ახალი პროექტის კომერციული პოტენციალი რომ თავიდანვე მაღალია ამაში ეჭვი არავის ეპარება.
1 комментарий:
kariana tavis das bevrad jobia... sad is da sad kareshma???
Отправить комментарий