ბოლივუდის ორი ვარსკვლვი - რაჯ ბაბარი და ზინათ ამანი 30 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ერთად გამოჩნდებიან ეკრანზე რეჟისორ რაჯ ბუნდელას ფილმში "dil to deewana hai".
წყვილი პირველად ერთად გამოჩნდა ფილმში "insaaf ka tarazu", სადაც ზინათ ამანი მოდელს, ხოლო რაჯ ბაბარი მოძალადეს თამაშობდა. ზინათისა და რაჯის გვერდით ფილმში ასევე მონაწილეობენ ამირ ქჰანის ძმა – ჰაიდერ ალი ქჰანი (მისი დებიუტი იქნება ამ ფილმში) და სამხრეთელი მსახიობი – სადა.
ეს ფილმი არის სიყვარულის ისტორია ინდოელ ემიგრანტებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მოხვდნენ ემიგრაციაში დატოვეს რა თავიანთი ოჯახები – გვიყვება რეჟისორი, – ზინათი ფილმში თამაშობს მალაიზიელ ქალს, მარტოხელა მშობელს, ხოლო რაჯ ბაბარი მის მეუღლეს.
როდესაც ბუნდელამ მითხრა ამ როლის შესახებ, მე მაშინვე გავიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა რაჯთან ისევ მუშაობა– განაცხადა ზინათმა.
თუმცა როგორც რეჟისორმა აღნიშნა მას ეშინოდა თავიდან ეთამაშა სხვა ქვეყნის ქალის როლი.
ფილმი ასევე ეხება ახალგაზრდა თაობის შეცვლილ მენტალიტეტს, მათ ურთიერთობებს და დამოკიდებულებას ოჯახურ ფასეულობებთან.
ფილმი 2010 წლის 27 აგვისტოს გამოვა ეკრანებზე.
1 комментарий:
dz saintereso iqneba filmi rogorc chans
Отправить комментарий