რეჟისორ ვიშალ ბჰარდვაჯის ახალ პროექტში "Saat Khoon Maaf", მთავარ გმირს, რომელსაც პრიანკა ჩოპრა ასრულებს, ჰყავს შვიდი ქმარი, ხოლო თავად თამაშობს ქალს 20 წლიდან – 60 წლის ასაკის დიაპაზონში.
ამ ფილმის შესახებ უკვე დავწერე საიტზე, თუმცა ამჟამად დაწვრილებით მინდა გაგაცნოთ იმ მსახიობების შესახებ ვინც პრიანკას გმირის ქმრებს თამაშობენ.
ნილ–ნიტინ მუკეში თამაშობს ყველაზე ახალგაზრდა ქმარს, ხოლო ნასირუდინ შაჰი ყველაზე დიდი ასაკის ქმარს.
დანარჩენი ხუთი ქმრის როლს თამაშობენ: ჯონ აბრაჰამი, ირფან ქჰანი, ვივან შაჰი, ანუ კაპური და ალექსანდრ დიაჩენკო.
რუსი მსახიობის მონაწილეობა წმინდა ბოლივუდურ პროექტში მთავარი სენსაცია გახდა საინფორმაციო წყაროების.
ადრე რუსი მსახიობები ინდურ ფილმებში თამაშობდნენ მხოლოდ ეპიზოდებში და მეორეხარისხოვან როლებში.
მაგ; ბალერინა – ქსენია რიაბინკინა კაპურების დინასტიის ორ ფილმში თამაშობს. ესენია: რაჯ კაპურის "ჩემი სახელი კლოუნია" და "ჩინტუ".
ალექსანდრ დიაჩენკოს კი პირველად ექნება სრულფასოვანი როლი.
აი, რას ყვება თავად მსახიობი მისი ეკრანული ქმრების როლების შემსრულებლებზე. შეგახსენებთ რომ პრიანკას გარდა ჯომ აბრაჰამისა არცერთ მათგანთან არ ჰქონია ერთობლივი სამუშაო.
ვივან შაჰის შესახებ: - მე ის გავიცანი ფილმის გადაღებების დროს. ის ძალიან, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და არც უნდა გვიკვირდეს, მამამისი ჰომ ცნობილი მსახიობი – ნასირია, ხოლო დედა რატნა.
ის სუპერნიჭიერია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ გადაღებების დაწყებამდე.
ნილ–ნიტინ მუკეშის შესახებ: - მე არც ისე კარგად ვიცნობ ნილს, მასთან პირველად ვიმუშავე და ის ძალიან კარგი ახალგაზდაა.
ჩვენ ბევრი თემა გვქონდა მსჯელობისათვის. ჩვენ ორივე დიდი მოყვარულები ვართ კომპიუტერული თამაშების.
გადაღებების დროს ჩვენ არ გვქონდა დრო ინტერნეტისათვის, ამიტომაც ერთად დავდიოდით სადმე გასართობად. მისი ძმა ნამანიც ჩვენთან ერთად იყო.
მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით.
ჯონ აბრაჰამის შესახებ: - მე უკვე სამი პროექტი გავაკეთე ჯონისთან ერთად და ასევე თავდაჯერებულად ვამბობ რომ ის ნამდვილი "გიჟია". ჩვენ შესანიშნავად გავატარეთ დრო ერთად. მისი როლის დიდი ნაწილის გადაღებები მუმბაიში ხდებოდა და დანარჩენი კარნატაკში. ჯონმა იქ ყოფნის პერიოდი შესანიშნავი გახადა. მას აქვს იუმორის გრძნობა, ცოტა სარკაზმულიც, მაგრამ საერთოდ ის ძალიან მხიარული ადამიანია. სულ მართობდა. ძალიან მაგარი იყო.
ირფან ქჰანის შესახებ: - მე მასთან პირველად ვიმუშავე და სიმართლე გითხრათ ცოტას ვღელავდი გადაღებების დაწყების წინ რამდენადაც ის შეუდარებლად ნიჭიერია და მე არ ვიცოდი შევესაბამებოდი თუ არა მას. ის ასხივებს ჩაუმქრალ ენერგიას და მე შემეძლო თვალყური მედევნებინა მისი თამაშისათვის საათობით.
ალექსანდრ დიაჩენკოს შესახებ: - ჩემი რუსი პარტნიორი ინგლისურად მესაუბრებოდა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ვარსკვლავ მსახიობებზე ინდოეთში და რუსეთში. ის გაკვირვებული იყო ადამიანების რეაქციით როცა ჩვენ გვხვდებოდნენ და მეკითხებოდა: რატომ რეაგირებენ ისინი შენზე ისე თითქოს გულის შეტევა მოუვიდათ?
ანუ კაპურის შესახებ: - მე მას ვიცნობ დიდი ხანია, მას შემდეგ რაც მამასთან მეგობრობს. ის ძალიან განათლებული ადამიანია და მას შეუძლია საათობით ისაუბროს სხვადსხვა თემაზე. მან შესანიშნავად ითამაშა ფილმის ნაწილში. ის ფასდაუდებელია.
ნასირუდინ შაჰის შესახებ: - ბ–ნი ნასირუდინი იყო ჩემი მასწავლებელი და მასთან მე დავხელოვნდი. რა ვთქვა კიდევ მასთან მუშაობაზე? დროის დიდი ნაწილი მე თვალს ვადევნებდი მის თამაშს. ეს ნამდვილი გაკვეთილია ჩემთვის.
ალექსანდრ დიაჩენკო
1 комментарий:
ვააა! ეს რა საინტერესო რაღაცააა! მოკლეთ ეს გოგო სიურპრიზებითაა სავსე!
Отправить комментарий