ოჯახური უთანხმოებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არშად ვარსი თავის მეუღლეს მარია გორეტის შეურიგდა.
ისინი ამის შესახებ გამოაცხადებენ საცეკვაო რეალითი შოუზე – "Zara Nach Ke Dikha", სადაც წყვილი ერთად გამოვა.
ამჟამად ისინი შოუსათვის საცეკვაო ნომრის რეპეტიციას გადიან და ძალიან ბედნიერადაც გამოიყურებიან. შოუზე კი აპირებენ გამოაცხადონ რომ იწყებენ ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან.
კონფლიქტი არშადსა და მარიას შორის დაიწყო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა არშადის ურთიერთობის შესახებ დია მირზასთან. თუმცა ამჟამად კონფლიქტი ამოწურულია.
–მე და მარია ვემზადებით დიდი შოუსათვის და ეს ძალიან მძიმე შრომაა. მას შემდეგ რაც მე დავიწყე კინოში გადაღება და მარია ჩვენი შვილებით დაკავდა ჩვენ არ გვიცეკვია ერთად მაყურებლის წინაშე – განაცხადა მსახიობმა.
დაადასტურა რა უთანხმოება მეუღლესთან, დაამატა:
–კი, გვქონდა უთანხმოება და კამათი, მაგრამ რომელ წყვილს არა აქვს ის? ჩვენ ამჟამად ძალიან ბედნიერები ვართ და ეს მთავარია!
Комментариев нет:
Отправить комментарий