"მაღალი მოდა – 2010"–ს კვირეული გახსნა აიშვარია რაიმ, რომელმაც ბრწყინვალედ წარმოადგინა მანიშ მალჰოტრას კოლექცია
მოდის კვირეულის გახსნაზე ბოლივუდის უამრავი ვარსკვლავი იყო შეკრებილი. ესწრებოდა აგრეთვე ჯაია ბაჩანი და აიშვარიას დედა.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს
სონამ კაპური, ურმილა მატონდკარი, რია სენი და სამირა რედი
ჩვენების ვარსკვლავებად აგრეთვე იქცნენ ამიტაბჰ ბაჩანი, რიტიკ როშანი და შაჰრუჰ ქჰანი.
ამიტაბჰ ბაჩანსა და რიტიკ როშანს უნდა დაეხურათ ჩვენება დიზაინერებთან, კარან ჯოჰართან და ვარუნ ბეჰლისთან ერთად.კარანის თხოვნითა და მაყურებელთა მხარდაჭერით ამიტაბჰ ბაჩანმა ხელი გაუწოდა შაჰრუჰს, რომელიც დარბაზში, პირველ რიგში იჯდა და მათ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სამივემ გაიარეს პოდიუმზე.
ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო.
ჩვენებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს რანი მუქერჯიმ, პრიტი ზინტამ, დებმა კაპურებმა, ანილ კაპურმა ქალიშვილთან ერთად, შაჰრუჰისა და რიტიკის მეუღლეებმა, დინო მორეამ, რავინა ტანდონმა, ურმილა მატონდკარმა და სხვ.
სალმან ქჰანის ასოციაციისაგან "Being human" წარმოდგენილ ჩვენებაზე სალმანმა თავი მოუყარა შოუბიზნესის საუკეთესო ვარსკვლავებს, თავის საყვარელ პარტნიორებს კინოში და ცხოვრებაში.
ესენი იყვნენ: კატრინა კეიფი, კარინა და კარიშმა კაპურები, პრიტი ზინტა, რანი მუქერჯი, სუშმიტა სენი, პრიიანკა ჩოპრა და ბიპაშა ბასუ.
შოუ შეიძლება ითქვას ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც რომ ეს მსახიობები თუ იმ მასალებს დავეყრდნობით რაც ინტერნეტ–გვერდებზე ჩნდება არც ისე კარგ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან.
საინტერესო იყო აგრეთვე არჯუნ რამპალის პოდიუმზე გამოსვლა