ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 16 октября 2010 г.

ჰოლივუდურ–ბოლივუდური თანამშრომლობები

ანილ კაპური და ტომ კრუზი ახალ პროექტში "შეუსრულებელი მისია – 4"ანილ კაპური ერთ–ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ნიჭიერი მსახიობია ინდურ კინემატოგრაფში. თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობით კინოში მან დაამტკიცა რომ შესანიშნავია ნებისმიერი ჟანრის ფილმში, იქნება ეს ბოევიკი თუ კომედია, ეპიკური, ტრაგიკული თუ რომანტიკული.
ანილ კაპური მშვენიერი მსახიობია.

დასავლეთში ანილი გახდა ცნობილი ფილმით "მილიონერი გარეუბნიდან".
ამ ფილმის წარმატების შემდეგ ის მიიწვიეს სერიალში "24", ხოლო სულ ახლახან მან მოაწერა ხელი ახალ კონტაქტს. ანილმა დაადასტურა მისი მონაწილეობა ახალ ბლოკბასტერში "მისია შეუსრულებელია – 4".
შესაძლოა მან ფილმში უარყოფითი პერსონაჟი ითამაშოს.
ახალი ფილმი რომელშიც მალიკა შერავატი შერონ სთოუნთან ერთად ითამაშებს
მალიკა შერავატიმ, შტატები თავის სახლად აქცია.
ის იქ ცხოვრობს და იღებს ჰოლივუდურ ფილმებში. იმ ადამიანებს შორის ვისაც მალიკა განსაკუთრებით დაუახლოვდა ეს არის "ძირითადი ინსტიქტი"–ს ვარსკვლავი – შერონ სთოუნი.

მსახიობები ერთად ნახეს მსოფლიო ბავშვთა საქველმოქმედო საღამოზე. ეს ორგანიზაცია ბავშვებს "ჩუქნის" ოპერაციებს, რომლებიც მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას.
თვითმხილველი გვიამბობს რომ მსახიობები კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს პირველივე შეხვედრიდან, როცა ისინი ერთმანეთს წარუდგინეს. ისინი მთელი ღონისძიების განმავლობაში ისხდნენ ერთად და საუბრობდნენ კინოში მუშაობაზე. ღონისძიების შემდეგაც მათ განაგრძეს ურთიერთობა.
შერონის პროდიუსერმა გადაწყვიტა აეყვანა მალიკა ერთ–ერთ როლზე, სადაც თავად შერონ სთოუნიც ითამაშებს. მათი საუბარი მეტყველებდა იმაზე რომ ისინი დამეგობრდნენ და ისევ აპირებენ შეხვედრას. შერონი ყოველთვის ეძებდა ახალ სცენარებს რომლებიც საშუალებას მისცემდა აეყვანა ახალი ტალანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც ჩანს მალიკამ მოახერხა შერონის მოხიბვლა.
საზღვარგარეთ გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ მალიკა მცირე ხნით დაბრუნდა ინდოეთში ფილმის "Hissss" სარეკლამოდ, რომელშიც თავად მონაწილეობს. ამ ფილმში შედგა მისი დებიუტი აგრეთვე როგორც მომღერლის. მან შეასრულა ორი სიმღერა, რომალთაგან ერთ–ერთის კომპოზიტორი არის ლეგენდარული ჯონ ლენონის ვაჟი – ჯულიანი.
გარდა ამისა მალიკამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ორ ბოლივუდურ ფილმზე. ერთ–ერთი მათგანია რეჟისორ ინდრა კუმარის "Dhamaal 2", ხოლო მეორე კომპანია "Pritish Nandi Communication"–ის ფილმია, სადაც მალიკა პირველად გამოჩნდება ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად.
მსახიობს ორივე ფილმის სცენარი ძალიან მოეწონა.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails