ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 11 октября 2010 г.

ამიტაბჰ ბაჩანი 68 წლისაა!

დღეს, 11 ოქტომბერს, ბოლივუდის ლეგენდას, ათასწლეულების მსახიობს – ამიტაბჰ ბაჩანს 68 წელი შეუსრულდა.
მსახიობმა დაბადების დღე თავის ოჯახში აღნიშნა ოჯახის წევრებთან და რამდენიმე მეგობართან ერთად.
ცნობილი პოეტის ჰარივანშ რაი ბაჩანის ვაჟი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა სფეროში მუშაობის შემდეგ 1968 წელს ბომბეიში ჩამოდის რომ მოსინჯოს თავისი ძალები კინოში.
რამდენიმე შეუმჩნეველი როლის შემდეგ რაჯეშ ქჰანას "რომანტიული" გმირების ფონზე მის მიერ განსახიერებულმა "განრისხებული" ახალგაზრდა გმირის სახეებმა კარგად იმუშავა მაყურებელზე. მსახიობი ნამდვილ მოვლენად იქცა.
მის ფილმოგრაფიას უამრავი ჰიტი მიეკუთვნება, რის შემდეგაც მის კარიერაში კრიზისული პერიოდი დადგა.
ახალი ათასწლეულის დადგომამ მსახიობს ახალი წარმატება მოუტანა. ეს იყო გადაცემა "Kaun Banega Crorepati", რითაც ბაჩანმა დაამტკიცა რომ ის ისევ სარგებლობს მაყურებელთა უდიდესი სიყვარულით.
ამის შემდეგ ისევ წამოვიდა მთელი რიგი ჩვენთვის კარგად ცნობილი ჰიტები მსახიობის მონაწილეობით.
68 წლის მსახიობი ისევ შესანიშნავ სამუშაო ფორმაშია და მის თაყვანისმცემლებს
წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი გველის.
წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს შემოქმედებით გზაზე.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

dzalian magari kacia, bevri chamoitova da bevrs kidev chamoitovebs

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails