რეჟისორი მოჰიტ სური და მსახიობი უდიტია გოსვამი უკვე რამდენიმე წელია ხვდებიან ერთმანეთს.
წყვილს ჰქონდა როგორც აღმავლობის ასევე დაცემის პერიოდები, თუმცა მათ საკმარისი დრო გაატარეს ერთად იმისათვის რომ გაეგოთ შეუძლიათ თუ არა მთელი ცხოვრების ერთად გატარება.
და აი, მოჰიტმა გადაწყვიტა დაქორწინება მაგრამ ერთი პირობით. ის დაქორწინდება იმ შემთხვევაში თუ მისი ფილმი "Crook: It"s Good To Be Bad", რომელიც რასიზმის თემას ეხება ავსტრალიაში იქნება წარმატებული. ფილმში მთავარ როლს იმრან ჰაშმი თამაშობს.
თითქოსდა ერთი შეხედვით აბსურდული მიზეზია, მაგრამ რეჟისორს ამ მიზეზის თავისებური ახსნა აქვს.
–მე მჭირდება ფული რომ შევუნარჩუნო ცხოვრების ის სახე, რომელსაც მიჩვეულია უდიტია. არა აქვს აზრი დაქორწინდე და მერე იფიქრო პრაქტიკულ საკითხებზე. ჩემს ფილმს აუცილებლად უნდა ქონდეს წარმატება და იმ დღეს მე ვთხოვ ხელს. ცხადია უდიტიას დიდი სურვილი აქვს ფილმი წარმატებული იყოს, მაგრამ რაგინდ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ის არ დასწრებია ფილმის პირველ ჩვენებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის.
–ეს იყო წინაჩვენება გადამღები ჯგუფისათვის. უდიტია აუცილებლად ნახავს ფილმს – ამბობს რეჟისორი.
Комментариев нет:
Отправить комментарий