ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 14 октября 2010 г.

სიახლეები სამხრეთულ კინოში

რანი მუქერჯი ბენგალურ კინოში ბრუნდება
ბენგალური წარმოშობის მსახიობი რანი მუქერჯი, რომელიც ეკრანზე თოთხმეტი წლის ასაკში სწორედ ბენგალურ ფილმში "Biyer Phool" გამოჩნდა ეპიზოდურ როლში, ამის შემდეგ მხოლოდ ჰინდი ფილმებში მონაწილეობდა.
ახლახან ბენგალელმა რეჟისორმა ანურადჰა როი ჩოუდჰარიმ, რომელიც ეროვნული პრემიის "National Award"–ის ორგზის მფლობელია, რანი მუქერჯი მთავარ როლზე მოიწვია თავის პროექტში "აფრიკა". მსახიობისათვის ეს ბენგალურ კინოინდუსტრიაში დაბრუნებად შეიძლება ჩაითვალოს.
რეჟისორი მსახიობს მუმბაიში შეხვდა და მოუყვა მას პროექტის შესახებ. მონათხრობმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რანიზე რომ მან სთხოვა რეჟისორს მისულიყო მასთან უკვე მზა სცენარით.

მაჰეშ ბაბუ თავის საუკეთესო ფილმს ასახელებს

ჩემს კარიერაში საუკეთესო ნამუშევარია ფილმი "Khaleja", – ამბობს სამხრეთული კინოს მსახიობი, მაჰეშ ბაბუ.
მისი ფილმები "Pokiri", "Sainikudu", და "Athidi" პოპულარულია ჩვენს აუდიტორიაშიც.

იმ ფილმებს შორის რაშიც მითამაშია, ჩემი თამაშის თვალსაზრისით "Khaleja" საუკეთესოა და მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ფილმის წარმატებაში. მან მადლობა გადაუხადა ასევე რეჟისორ ტრივიკრამს ასეთი დიდებული ფილმის შექმნისათვის.
მსახიობმა აღნიშნა რომ მას ცხოვრებაში არასოდეს უტარებია ისეთი მოდური კოსტიუმები, როგორებიც ამ ფილმში.

რაჯნიკანტის ქალიშვილი გათხოვდა

60 წლის სამხრეთელი მსახიობი რაჯნიკანტი სამხრეთინდური კინოს მოყვარულთა კუმირია. ის აბსოლუტური პოპულარობით სარგებლობს. სულ ახლახან მისი მონაწილეობით გამოვიდა გრანდიოზული პროექტი "რობოტი", რომლის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო რომ მსახიობის უმცროსი ქალიშვილის, სუნდარის ქორწილის თემა მეორეხარისხოვანი გახდა საზოგადოებისათვის.
მდიდრული საქორწილო ცერემონიალი ჩატარდა პრესტიჟულ "Rani Meyyammani Hall"–ში, სადაც პოლიტიკიდან და ბიზნესის სფეროდან ასობით სტუმარი შეიკრიბა. მათ შორის იყო აიშვარია რაი მეუღლესთან, აბიშეკ ბაჩანთან ერთად და შრიდევი, მეუღლესთან ბონი კაპურთან ერთად.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

GAIXARE NINO DZALIAN GAMAXARA RANIZE AXALI AMBIS GAGEBA! MIXARIA AXALI FILMIS CAMOCYEBIS IDEA DA SIAMOVNEBIT DAVELODEBI! martina

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails