სიახლეებს დავიწყებ ერთგვარი სასიხარულო ინფორმაციით.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია რანი მუქერჯისა და ადიტია ჩოპრას ნიშნობა შედგება 2011 წლის თებერვალში.
არაერთხელ დავწერე უკვე, რომ ადრე ადიტია დაქორწინებული იყო ბავშვობის მეგობარზე პაიალ ქჰანაზე. მათი განქორწინება მოხდა 2009 წლის აპრილში.
ბოლო დრომდე ადიტია და რანი არსად გამოჩენილან ერთად საზოგადოებაში და არც დაუდასტურებიათ თავიანთი ურთიერთობა. ეს უკვე მესამედ ვრცელედება გასული წლის განმავლობაში ინფორმაცია მათი მოსალოდნელი ნიშნობის შესახებ. იმედს ვიტოვებ ამჟამად სიმართლე იქნება და არა შესაძლო სარეკლამო ფანდი. რანი მუქერჯი ამჟამად დაკავებულია მისი ახალი ფილმის "ვინ მოკლა ჯესიკა"–ს რეკლამით, სადაც ასე ვთქვათ "თამამი" ტელეჟურნალისტის როლს ასრულებს. ფილმი სავარაუდოდ 2011 წლის 6 იანვარს გამოვა.
"Dostana 2" გაცილებით გაბედული იქნება
თუ თქვენ ფიქრობთ რომ ფილმი "Dostana" გაბედული ფილმი იყო, ნუ იჩქარებთ. თქვენ ჯერ არ გინახავთ ფილმის გაგრძელება.
რეჟისორ ტარუნ მანსუჰარის მზად აქვს სცენარი ფილმისათვის და დამდეგი წლის დასაწყისისათვის იწყებს ფილმზე მუშაობას.თუ თქვენ ფიქრობთ რომ ფილმი "Dostana" გაბედული ფილმი იყო, ნუ იჩქარებთ. თქვენ ჯერ არ გინახავთ ფილმის გაგრძელება.
რეჟისორი აშკარად ღელავს და აღიარებს რომ იმყოფება აშკარად "ზეწოლის" ქვეშ მეგობრებისა და ფილმის ფანებისაგან.
–ყველას, ვინც მხვდება ამ დღეებში სურს იცოდეს, როდის გამოვუშვებ ფილმის მეორე ნაწილს. მე ვიმყოფები დიდი "ზეწოლის" ქვეშ იმ ადამიანებისგან რომლებმაც შეიყვარეს ეს ფილმი – ამბობს რეჟისორი.
რეჟისორი გვპირდება რომ ფილმის მეორე ნაწილი გაცილებით გაბედული იქნება, ვიდრე პირველი.
კითხვაზე თუ რას უნდა ველოდოთ მეორე ნაწილისაგან, პირველ ნაწილში ხომ წელზემოთ შიშველი ჯონ აბრაჰამი ვნახეთ შესანიშნავ ფორმაში, რეჟისორი პასუხობს, რომ ამჯერად სულ შიშველ მსახიობს ვიხილავთ.
მე პირადად უკომენტაროდ გადავდივარ შემდეგ სიახლეზე.
კარან ჯოჰარმა შეთავაზებულ როლზე უარი თქვა
უკვე რამდენჯერმე დავწერე საიტებზე ვიშალ ბჰარდვაჯის ახალი ფილმის შესახებ. "Saat Khoon Maaf"– ესაა ფილმი რომელშიც პრიანკა ჩოპრა გადაიღეს და მასთან ერთად 7 ცნობილი მსახიობი (მათ შორის ერთი რუსი მსახიობიც) - მისი შვიდი ქმრის როლში.
თუმცა ალბათ არ იცით, რომ პრიანკას ერთ–ერთი ქმრის როლი, რომელიც ცოლს სასტიკად სცემს, შეთავაზებული იქნა კარან ჯოჰარისათვის. კარანმა კი კატეგორიული უარი თქვა როლზე. ამის შემდეგ როლი მიეცა ირფან ქჰანს.
ცხადია ვიშალს კარანის დათანხმებით ამ როლზე გათვლილი ჰქონდა რომ ფილმისადმი გაორმაგდებოდა ყურადღება, თუმცა თავად არ შეუთავაზებია როლი კარანისათვის. ეს პრიანკას მეშვეობით გააკეთა.
კარანი ჯერ გაკვირვებული დარჩა შეთავაზებით, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა.
–როგორ, მე ვგავარ ასეთ ადამიანს? ესეც რომ არა, როგორ შემეძლო მეთამაშა როლი, რომელიც სასიყვარულო სცენებს შეიცავდა პრიანკა ჩოპრასთან? ის პერსონაჟი სექსუალური მანიაკია. მე ვერ შევასრულებდი ამ როლს.
ვიდია ბალანი ახალ ფილმში ფეხმძიმე ქალის როლში გამოჩნდება
სუჯოი გჰოშას ფილმში "Kahaani", ვიდია ბალანი 6 თვის ორსული ქალის როლში მოგვევლინება.
გადაღებები ჩატარდება 2011 წელს კალკოტაში და ლონდონში.
ვიდიას გმირი ფეხმძიმე ქალია, რომლის ქმარიც ლონდონიდან ჩამოდის ინდოეთში სამუშაოდ და ქრება უკვალოდ. ის კი ქმრის საძებნელად ჩადის კალკუტაში.
სუჯოი ადასტურებს, რომ ეს არის სიტორია ფეხმძიმე ქალისა რომელიც ქმარს ეძებს. მე როდესაც სცენარს ვწერდი მხედველობაში მყავდა ვიდია და არ გავაკეთებდი ფილმს მის გარეშე.
ჩემი აზრით ის იდეალური ადამიანია, რომელიც ლამაზად და ცოცხლად განასახიერებს გმირს ეკრანზე.
2 комментария:
pirvel rigshi madloba nino am siaxleebisatvis.me sul tvalyurs vadevneb tqven gverdebssssss!!! ranis ambavma dzalian gamaxara!!!
dzalian saintereso iyo nino da didi madloba! chemi molodini usazgvroa ranis qorcilis mimart! chemi azrid vidia kargi msaxiobia! MARTINA
Отправить комментарий