ამჯერად ვერა ქობალიას "კვალდაკვალ", უკვე რუსეთის პრეზიდენტი მედვედევიც ესტუმრა ბოლივუდს მუმბაიში ვიზიტის დროს და შაჰრუჰ ქჰანის ახალი ფილმის "Ra. one" - ს გადაღებებს დაესწრო.
–ეს ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა იყო. პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა მუსიკის მნიშვნელოვანი როლი ინდურ კინოში – აღნიშნა კარინა კაპურმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.
შაჰრუჰმა და კარინამ სპეციალურად პრეზიდენტისათვის შეასრულეს ცეკვა.
პრეზიდენტი შეხვდა კინოსტუდია "იაშრაჯფილმზის" დელეგაციას: იაშ ჩოპრას, რამეშ სიპის, რაკეშ როშანს, მუკეშ ბჰატს, რანდირ კაპურს და ასევე ამიტ ქჰანას.
ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო რუსეთის საელჩო და შეხვედრა მიზნად ისახავდა ბოლივუდთან კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ამ ხანმოკლე შეხვედრაზე ორივე მხარემ შეძლო დადებითი ემოციების გაზიარება და როგორც ამიტ ქჰანამ თქვა, გაჩნდა ერთობლივი პროექტების განხორციელების იდეა.
–გადაღებები იწარმოებს ორივე ქვეყანაში და გააღრმავებს მათ შორის კულტურულ ურთიერთობებს. სასიამოვნოა, როცა რუსეთის პრეზიდენტი თავადაა კულტურული ურთიერთობების კონსოლიდაციის ინიციატორი– განაცხადა ამიტ ქჰანამ.
რაკეშ როშანი ამბობს:
–რუსეთის პრეზიდენტმა შსაძლებლობა მოგვცა გადაღბები ვაწარმოოთ მის ქვეყანაში და განვახორციელოთ ფილმების მარკეტინგისა და პრომოუშენის პროგრამები.
4 комментария:
da chven raaa??? eh... rusetshi sulac chamodian egeni
ეს ჩვენი პრეზიდენტი რომ ყველგან დაფრინავს ერთი ინდოეთშიც ჩაფრინდეს რა მოუვა ნეტა უფ.
ვერა ხომ გაგზავნა რა მნიშვნელობა აქვს? :D
ორივე მაგარი ****** არიან, არც ერთი მევასება და არც მეორე :D:D:D
Отправить комментарий