ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 13 ноября 2009 г.

ფილმი რომელმაც ჩვენების ხანგრძლივობით წინა რეკორდები მოხსნა


14 წლის განმავლობაში (700 კვირა) შეუწყვეტლად ჩვენება, -
ასეთია მორიგი რეკორდი ფილმისა, - "მოუტაცებელი საპატარძლო", რომელიც შაჰრუჰისა და კაჯოლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.
ფილმის პრემიერა შედგა 1995 წლის 6 ოქტომბერს და მაშინ ვერავინ იფიქრებდა რომ ფილმს ასეთი ხანგრძლივი წარმატება ხვდებოდა წილად.
ამჟამად ფილმს ყოველდღიურად აჩვენებენ მუმბაიში, კინოთეატრში
"Maratha Mandir".
კინოთეატრში მხოლოდ ერთი დარბაზია 7 მ სიმაღლისა და 10 მ სიგანის ეკრანით, რომელიც არასოდეს არ ცარიელდება. ბილეთის ფასი 20-22 რუპიაა.
ეს ფილმი, ბოლივუდის მთავარი კინოსტუდიის "იაშრაჯფილმზის" დამაარსებლის იაშ ჩოპრას შვილის, - ადიტია ჩოპრას სადებიუტო ნამუშევარია. ამჟამად მის ანგარიშზე ათობით პროდიუსერული და სამი სარეჟისორო პროექტია. მათ შორის ბოლოა - "და ღმერთმა შექმნა ეს წყვილი".
წინა რეკორდი ჩვენების ხანგრძლივობით ეკუთვნოდა ფილმს:
"შურისძიება და კანონი" (1975) - 5 წელი


როცა ასეთ ინფორმაციებს ვკითხულობ ყოველთვის ერთი რამ მიტრიალებს თავში, რატომ გადავეჩვიეთ ქართველები კინო-თეატრებში სიარულს და რატომ გვირჩევნია საიტებზე უხარისხო და უმეტესად გაუხმოვანებელი ფილმების ნახვა? რატომ არ გვიჩნდება სურვილი ფილმები ვნახოთ დიდ ეკრანზე?

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails