ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 14 ноября 2009 г.

მსახიობების შესახებ

დაბადების თარიღი - 1973 წლის 1 ნოემბერი
დაბადების ადგილი - მანგალორი, ინდოეთი
ოჯახური მდგომარეობა - გათხოვილი
ენები - ინგლისური, ჰინდი, ტამილი, ურდუ...
სიმაღლე - 169 სმ
საყვარელი ფილმი - კასაბლანკა

საყვარელი ფერი - ცისფერი, თეთრი
დაიბადა ჩვეულებრივ ინდურ ოჯახში, სამხრეთ ინდოეთში. დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი და ამავე დროს მუშაობდა მოდელად ერთ-ერთ სააგენტოში. ასეთი ლამაზმანი მომწვანო-მოცისფრო თვალებით ჯერ კიდევ მაშინ სურდა ბევრ ცნობილ რეჟისორს ეხილა თავის ფილმში. მას სთავაზობდნენ მთავარ როლებს, მაგრამ ის უარს ამბობდა კინოში გადაღებაზე რადგან სურდა გამხდარიყო არქიტექტორი, თუმცა ბედი სხვა რამეს უმზადებდა.
მას შემდეგ რაც ის გახდა მის მსოფლიო 1994, კვლავ უამრავი წინადადება მიიღო კინოში, მთავარ როლებზე.
მისი სადებიუტო ფილმი იყო, რეჟისორ მანი რატჰნამის «Iruvar» (1997).
შემდგომი ფილმისათვის «…Aur Paar Ho Gaya», რეჟისორი რაჰულ რავაისი, აიშვარიამ მიიღო პრემია როგორც საუკეთესო დებიუტანტმა.
2000 წელს მიიღო პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში «Hum Dil De Chuke Sanam», რეჟისორი სანჯაი ლილა ბჰანსალი.
2002 წელს მისი მონაწილეობით იქნა გადაღებული სანჯაი ლილა ბჰანსალის,
ბოლივუდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფილმი «Devdas». ფილმი წარმატებით გადიოდა აშშ-შიც. ამ ფილმის შემდეგ თვით ჯულია რობერტსმაც აიშვარია მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარა.
ის პირველი ინდოელი მსახიობია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი გახდა (2003 წ). ამავე წელს ის თანამშრომლობას იწყებს "ლორეალის" ფირმასთან.
ის ასევე პირველი ინდოელი ქალია, ვინც ადგილი დაიკავა მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში.
ის არის სახე ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა: "L'Oreal", "Coca-Cola" და "DeBeers".
ის ვარსკვლავია არა მარტო ბოლივუდში არამედ ჰოლივუდშიც.
მისი ჰონორარი შეადგენს 15 მლნ $-ს ფილმზე.



სუშმიტა სენი დაიბადა 1975 წლის 19 ნოემბერს, ჰაიდარაბადში.
მოფერებითი სახელი - სუშ.
მამა - შუბირ სენი ავიაციის გადამდგარი პოდპოლკოვნიკი,
დედა - საიუვილერო ნაწარმების დიზაინერი, მას თავისი მაღაზია აქვს დუბაიში.
სუშმიტა ცნობილი გახდა 19 წლის ასაკში.
1994 წელს მან მოიპოვა ორი ტიტული:
"მის ინდოეთი" და "მის მსოფლიო". ის იყო პირველი ინდოელი ვინც მოიპოვა "მის სამყაროს" ტიტული.
მის წინ უკვე პირდაპირი გზა გაიხსნა კინემატოგრაფისაკენ.
1997 წელს მისი დებიუტი შედგა მაჰეშ ბჰატის ფილმში - "Dastak", თუმცა ფილმს წარმატება არ ჰქონია.
მოგვიანებით მის წარმატებულ ფილმებად ითვლება: "Biwi №1", "Filhaal", "Aankhen", "Main Hoon Na", "Bewafaa"(2005), "Mainne Pyar Kyun Kiya?"(2005)...
მშვენიერი სუშმიტა რათქმაუნდა პოპულარობით სარგებლობს მამაკაცთა შორის, თუმცა დაქორწინების სურვილი მაინცდამაინც არა აქვს.
თავის დროზე მის მიმართ ყურადღებას იჩენდა რიკი მარტინი, რომელიც ჟიური იყო კონკურსზე "მის მსოფლიო".
მის ცხოვრებაში იყვნენ: ბიზნესმენი სანჯაი ნარანგი, რეჟისორი ვიკრამ ბჰატი, მსახიობი რანდიპ ჰუდა, სარეკლამო რგოლების რეჟისორი მანავ მენონი და კიდევ ბევრი ცნობადი თუ არაცნობადი სახე.
მსახიობი ხშირად იცვლის მამაკაცებს და არც მალავს პრესისგან თავის სასიყვარულო რომანებს.
200 წელს მსახიობმა იშვილა გოგონა, სახელად რინი.
გადაღებებისგან თავისუფალ დროს მსახიობი წერს მოთხრობებს და ლექსებს. აგრძელებს მუშაობას თავის ავტობიოგრაფიაზე სათაურით - "The Butterfly".
"ჩემს შესახებ, -ამბობს მსახიობი, - ბევრი დაიწერა, მაგრამ ამ წიგნში მე დავწერ ისეთ რამეს რომ განცვიფრდებით"
მსახიობი დაჯილდოებულია ბუნებრივი სილამაზით და მაკიაჟის გარეშეც კი ფილმებში შესანიშნავად გამოიყურება. მას გადაწყვეტილი აქვს 40 წლამდე არ დატოვოს კინოს სამყარო და გახდეს საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი. სუშმიტა სენს იღებენ როგორც ბოლივუდურ, ასევე ჰოლივუდურ, ესპანურ, ფრანგულ ფილმებში.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

aishi ulamazesia magram misi cvilis figura ar momecona, ar gavs...

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails