ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
воскресенье, 15 ноября 2009 г.
შაჰრუჰ ქჰანი: ერთხელ იქნება ინდური კინო წარმართავს მსოფლიო კინოს
ჩემი ერთადერთი და ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ იმ ხანმოკლე პერიოდში რომელიც მე გავიარე როგორც მსახიობმა, შევძელი სიხარული მიმენიჭებინა სხვადასხვა ადამიანებისათვის, საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან.
აზრი არა აქვს შეადარო ჩვენი ფილმები დასავლურს, რადგან ჩვენს საზოგადოებას აქვს გარკვეული შეზღუდვები. ზოგიერთი იდეები რაც დასავლურ ფილმებშია დაუშვებელია ჩვენი აუდიტორიისათვის. მაგ; ფილმები, სადაც ქალი მიღებულია როგორც მხოლოდ სექსუალური ობიექტი, ჩვენთვის მიუღებელია. დღესაც კი ჩვენს საზოგადოებაში ბევრი გეტყვით რომ, მას სჭირდება ქალი, რომელიც მოუვლის ოჯახს და შვილებს.
მხოლოდ ქალთან დამოკიდებულებაში პროგრესის შემდეგ არის შესაძლებელი პროგრესი კინოსცენარებში.
მე მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენ ვართ მსოფლიო კინოს ნაწილი და ჩვენ ვქმნით ფილმებს რომლებიც ჩვენ მოგვწონს და არა კინოფესტივალებისათვის.
მთელი რიგი შეზღუდვების გათვალისწინებით ჩვენ ვმუშაობთ შესანიშნავად.
სტივენ სპილბერგსაც რომ ისეთივე შეზღუდვები და სამუშაო პირობები მისცენ როგორიც ჩვენ, ის ალბათ ჩვეულებრივი სერიალის გადაღებასაც ვერ შეძლებდა, ფილმზე რომ არაფერი ვთქვათ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ერთხელ იქნება ინდური კინო წარმართავს მსოფლიო კინოს. მე ყოველთვის ვიცოდი რომ ეს ჰოლივუდი უნდა ჩამოვიდეს ბოლივუდში და არა პირიქით. ჰოლივუდი შექმნა "Warner Brothers", "Paramount" და სხვა დამწყებმა კინოკომპანიებმა, მაგრამ ძალიან მწყინს რომ მე აღარ ვიქნები, როცა ისინი გარისკავენ უფრო მეტი გააკეთონ ბოლივუდში.
თუ ჩვენ შევადარებთ ჩვენს კინოს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ ჰოლივუდს, მთლიანობაში ჰოლივუდი უფრო შთამნერგავია. მაგრამ როცა დგება სიკვდილი ინდურ ოჯახში ადამიანები გულში იცემენ ხელს და ტირიან, მაშინ როცა დასავლეთში ატარებენ შავ ტანსაცმელს და ეტანებიან ღვინოს. როცა ვბრაზობთ ჩვენ ხმამაღალ სიტყვებს ვისვრით, ისინი სარკაზმულად დუმან. თავის მეგობრებთან და შვილებთანაც კი ისინი საუბრობენ როგორც უცხოებთან. ისინი არ არიან ნამდვილნი... ჩვენ გაცილებით უფრო ბუნებრივები ვართ.
ისეთი სიუჟეტები, როგორიცაა "Kramer vs Kramer " მათთან მუშაობს, იმიტომ რომ გაყრა მათთვის ნიშნავს მხოლოდ ხელმოწერას რამდენიმე დოკუმენტზე, მაგრამ როცა ჩვენ ვაკეთებთ იგივე თემას ინდოეთში, ეს არ მუშაობს, რადგან ჩვენთან უმრავლესობისათვის უცხოა გაყრის იდეა და ის მცირე ფაქტები გაყრისა რაც მაინც ხდება, ცხოვრებაში უფრო ტრაგიკულად აღიქმება ვიდრე ნებისმიერ ფილმში. დასავლური - ბოლივუდში, ეს არის როცა გყავს მერსედესი მაგრამ არ არის გზა რომ მასზე იარო.
ამერიკა ელექტრული ოცნებების მიწაა. ის არის ერი, რომელიც აიძულებს ოცნებებს ახდეს. ინდოეთში 99 % ადამიანებისა ოცნებობს და აქ ოცნებები რჩება ოცნებებად.
მე ვცხოვრობ ინდური კინოს ხარჯზე და მივაბიჯებ ისეთი მსახიობების კვალზე როგორებიცაა დილიპ კუმარი, ამიტაბჰ ბაჩანი, ნასირუდინ შაჰი და ვისურვებდი ისევე დავამახსოვრდე ადამიანებს, როგორც სატიაჯიტ რეი, შექჰარ კაპური, ლატა მანგეშკარი. მან 13 წლისამ დაიწყო სიმღერა და მას შემდეგ 50 წელი გავიდა მაგრამ დღესაც ყველაზე პოპულარულ სიმღერებს ფილმებში ის ასრულებს. იგივე ითქმის აშა ბჰოსლეზე. მათთან შედარებით რასაც მე ვაკეთებ - არაფერია.
მე მინდა მივაგო დამსახურებული პატივი ამ ადამიანებს, რადგან ვიცი რომ ჩვენ ვართ შედეგი მათი ძალისხმევისა და ვართ მემკვიდრეობა წარსულისა რომლისგანაც წარმოიშვება მომავალი.
დევ ანანდი ჩემთვის არის დარწმუნების ოსტატი. მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა: "დაყარეთ იარაღი" და ბოროტმოქმედებსაც დაეჯერებინათ მისთვის.
არა მარტო შეუპოვარი შრომა, არამედ საკუთარი სტილიც, - აი ეს არის გასაღები მსახიობის წარმატებისა.
შამი კაპური ასახიერებდა პერსონაჟებს, რომლებსაც შეეძლოთ ქალების გაბრაზება და უსიამოვნების თავიდან აცილება, მაგრამ რაც მთავარია ქალებს უყვარდათ ის.
ამიტაბჰ ბაჩანის ღვაწლი მდგომარეობს იმაში, რომ მან შემოიტანა რეალიზმი კომერციულ კინოში. მისი ღვაწლია ის რომ მის გამო დანარჩენებმაც, მაგ; მე, გავბედეთ შევსულიყავით გაბატონებულ კომერციულ კინოში, როგორც გმირები.
ინდურ კინემატოგრაფში მხოლოდ ისეთი ადამიანები რომ არსებობდნენ რომლებიც კარგად გამოიყურებიან, მაგ; ისეთები როგორიც რაჯეშ ქჰანაა, მე ვერასოდეს გავბედავდი კინოში მოსვლას.
სანჯივ კუმარმა თითქმის ყველა ჟანრი მოსინჯა, მელოდრამა, კომედია, ბოევიკიც კი. მან გადმოგვცა გრძნობები, გვაჩვენა რომ მოქმედება ესაა იდგე კამერის წინ და წარმოადგინო პერსონაჟი.
იდენტიფიკაცია - საკვანძო სიტყვაა. სმიტა პატილი რომელმაც გაიარა გზა დიქტორიდან - მსახიობობამდე, რჩება ჩემს ფავორიტად.
შაბანა აზმიმ წონა შემატა ჰინდი კინემატოგრაფის ქალებს. ორთავემ დაგვარწმუნა რომ ქალები არსებობენ ინდურ კინოში ისევე როგორც საზოგადოების სხვა ფენებში. მათ დაარწმუნეს სხვა უფრო წარმატებული მსახიობებიც რომ ემუშავათ უფრო მნიშვნელოვან კინოში.
აიღეთ რექჰა. მე ვფიქრობ საიდუმლო, გამოცანა და აურა, რომელსაც ფლობს რექჰა ეს არის მისი ღვაწლი ჰინდი ფილმში. ჩემი აზრით ის ლამაზი, მგრძნობიარე ქალია, რომელიც არ ტოვებს კვალს - შავი ქვრივი. ის უკვე ადამიანი აღარაა, ის არის ტიპი ადამიანისა- არააუცილებელი სიყვარულის განსახიერება. როცა მან ითამაშა "ძვირფასი უმრაო", მან მისტიკა შემატა უმრაოსაც.
დიმპლისათვის შექებაა ის, რომ მას ვიხსენებთ შაბანა აზმისთან, სმიტა პატილთან, რექჰასთან ერთად. მე ვიცი ადამიანები რომლებმაც თავიანთი წლები დაჰკარგეს მეორე მსოფლიო ომში, მან კი ქორწინებაში დაკარგა წლები. საწყენია რომ ასე მოხდა, მე არ მინახავს ახალბედა ან უბრალოდ მისი ასაკის ადამიანი, რომელსაც ისე ეთამაშოს როგორც მან ფილმში: "ბობი". მას შეეძლო აღედგინა თავისი ძველი დიდება.
არის ჰემა მალინი - პასუხისმგებლობის განსახიერება. მე ვფიქრობ რომ ყველა გმირი ქალი, რომელიც მის შემდეგ გამოჩნდა ინდურ კინოში, გამოჩნდა იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობდით გვეპოვა ჰემა მალინის შემცვლელი.
არ მავიწყდება ჰელენიც. ის იყო ძვირფასი კაბარეს მოცეკვავე და მამაჩემი მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო.
იყვნენ "უარყოფითი გმირებიც", მაგ; პრანი, პრემ ჩოპრა... მაგრამ მე ვფიქრობ მე უფრო საშიში ვარ ფილმებში: "Baazigar", "Darr", ვიდრე ისინი.
ამჯად ქჰანი, რომელმაც შემოიტანა სასტიკი ბოროტმოქმედის სახე ინდურ კინოში და ჩაანაცვლა უბრალოდ უარყოფითი გმირები. მე მიყვარს "შურისძიება და კანონი" და ვვარაუდობ რომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ მასზე უფრო გრანდიოზულ ფილმს.
პირადად მე ვამაყობ ჩემი ფილმებით: "Baazigar", "Darr", "Kabhi Haa Kabhi Naa", "Raju Ban Gaya Gentleman", "Dilwale Dulhaniya Le Jaayenge", "Ram Jaane" და ბევრი კიდევ, იმიტომ რომ მათში სხვადასხვა ხასითის როლებია, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმა მსახიობმა ითამაშა.
ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ფელინი და პოლანსკი. ჩვენ გვეყოლება კოპოლა და სპილბერგი. როცა მე შევუერთდი ინდურ კინოწარმოებას იყო 90-ანი წლები და იმედი მაქვს რომ დავრჩები მასში 200 წელი, არა როგორც ადამიანი, არამედ იქნება ჩემი ფილმები. შესაძლოა ოდესმე, ვინმე ისევე ილაპარაკებს შაჰრუჰზე, როგორც ახლა მე ვლაპარაკობ ჩემს წინამორბედებზე.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
2 комментария:
es kaci martlas saswaulia, ase dalagebulad aravis usaubria indur kinoze...
didi adamiania da kvela agmertebs.
t a k o
Es caikitxon im idiotebma vinc Bollywood-s Hollywoods adarebs,martla magaria,kvelaze magariiiiiiiii. diana
Отправить комментарий