ამ ფილმის შესახებ უკვე დავწერე ბლოგზე, თუმცა იმდენად საინტერესოდ მეჩვენება სიუჟეტი ფილმისა და იმდენად დამაინტრიგებელია ამ ფილმში ბოლივუდის ლეგენდის ამიტაბჰ ბაჩანის როლი, რომ კიდევ ერთხელ მივუბრუნდი.
აურა - ამიტაბჰ ბაჩანის გმირი, ინტელექტუალური, გონებამახვილი, 13 წლის ბიჭია, ძალიან იშვიათი გენეტიკური დეფექტით, რომელიც იწვევს დაჩქარებულ სიბერეს.
მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, აურა ძალიან ბედნიერია.
ის ცხოვრობს დედასთან (ვიდია ბალანი) და მამასთან (აბიშეკ ბაჩანი) ერთად.
ფილმში "Paa", ვითარდება მამისა და შვილის ემოციური ურთიერთობა მძიმე დაავადების ფონზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий