მომღერალი – თიკა ჯაბანაშვილი
ვისაც ახსოვს კინოთეატრ "ახმეტელში" ანსამბლ "სიტარას" გამოსვლები სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კინოჩვენებების დროს, უნდა ახსოვდეს ქართველი მომღერალი გოგონა – თიკა ჯაბანაშვილი დამის მიერ შესრულებული სიმღერები ინდური ფილმებიდან.
ამჟამად თიკა მომღერალია და სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ასრულებს. ვისაც მისი შემოქმედება აინტერესებს შეუძლია you-tube - ს საიტზე mis tika – ს სახელით მოიძიოს მისი სიმღერის კლიპები.
აქ კი გთავაზობთ რამდენიმე წლის წინ მის მიერ შესრულებული ორი ინდური სიმღერის სლაიდს, ფილმებიდან: "პატარძალი და ცრურწმენა" და "ჩემი მეგობრის ქორწილი".
კიდევ ერთი ქალბატონის ნამუშევრები მინდა გაგაცნოთ.
ეს არის მხატვარი მანანა წოდოლიშვილი, რომლის ნამუშევრების გამოფენა ბოლოს ოქტომბერში შედგა კ/თ საქართველოში, ინდური ფილმის პრემიერის დროს.
გთავაზობთ სოსო ხაჩიძის მიერ კინოთეატრში გადაღებულ ფოტოებს
5 комментариев:
ღმერთმა გაახაროს ვერც ვიტყოდი რომ ინდოელი არ მღერის... უფრო ტკბილადაც მღერის შარარას ...
ირმა
მადლობა ნინო,ამ გოგონას ნამდვილად ვერსად მოვუსმენდი,ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს და არაჩვეულებრივად მღერის,ძალიან მომეწონა.ელენე
gaixaros magisma gamzrdelma... me meri var. chemma shvilishvilma momasmenina axla es simgerebi da ar shemedzlo ar damecera ... madloba ninosac da saitis kvela mesveurebs rom es ansambli gamaxsenet... dzalian kargi xar shvilo da crmatebebs gisurveb... indur simgerebs ar daanebo tavi
meri
მართლაც რომ გასაოცრად მღერის ინდურად, გასაოცრად იმიტომ რომ ქართველია. ძალიან კარგად და თბილად მღერის.
ვაიმე უმაგრესად მღერიიიიის! გავოგნდი! ისე კი არა ზოგ-ზოგიერთები ვითომ, რომ მღერიან და ამახინჯებენ ინდურ სიმღერებს და ლამის ყელში ამოგვადინონ თავიანთი წკნავილი! კარგის რეკლამიებას კი არავინ აკეთებს!
Отправить комментарий