Zee Cine Awards - ის ჯილდო შაჰრუჰმა აიშვარიას ხელიდან მიიღო
სულ ცოტა ხნის წინ საუბარი იყო მათ შორის არსებულ წყენაზე, რისი მიზეზიც იყო აიშვარიას უარი შაჰრუჰის შეთავაზებაზე, რომ დაჯილდოებისათვის ერთობლივად გაეკეთებინათ საცეკვაო ნომერი სიმღერაზე "Kajra Re". აიშვარიას უარის არგუმენტი იყო შემდეგი, რომ მან ეს სიმღერა ფილმში "ბანტი და ბაბლი", შეასრულა აბიშეკთან და ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად და აქედან გამომდინარე ეს მათი "საოჯახო" სიმღერაა. ამიტომაც არ აპირებს შეასრულოს ეს ნომერი სხვასთან ერთად. თუმცა ამჯერად Zee Cine Awards - ის ჯილდო საუკეთესო მსახიობისათვის ფილმში "ჩემი სახელია ქჰანი", შაჰრუჰმა მიიღო აიშვარიას ხელიდან. იმედია ამით მათ შორის არსებულ წყენას წერტილი დაესვა.
კატრინა კეიფს ფარა ქჰანისათვის მადლობის გადახდა დაავიწყდა
ეს ალბათ ემოციების ბრალია.
ქალის საუკეთესო როლის ჯილდოს მიღების შემდეგ ფილმებისათვის: "TEES MAAR Кhаn" და "Rajneeti" კატრინა კეიფს Star Screen Awards 2011 – ის დაჯილდოებაზე ფარა ქჰანისათვის მადლობის გადახდა დაავიწყდა. მან მადლობა გადაუხადა მხოლოდ პრაკაშ ჯჰას ფილმისათვის "Rajneeti", თუმცა ჯილდო ორივე ფილმისათვის იყო.
ფარა აუდიტორიაში იჯდა და ცხადია გაკვირვებული დარჩა კატრინას საქციელით. თავად კატრინამ მოგვიანებით გააცნობიერა თავისი შეცდომა.
როგორც მისი ახლობლები ხსნიან კატრინას შეცდომას, ეს იმით იყო გამოწვეული რომ კატრინა ჯილდოს წინასწარვე ელოდა ფილმისათვის "Rajneeti", ხოლო ფილმისათვის "Tees Maar Khan" – ჯილდო მისთვის მოულოდნელი იყო.
ალბათ გახსოვთ რომ ფარა ქჰანი პირველად არ არის მსგავს სიტუაციაში. იგივე მოხდა დიპიკას შემთხვევაში ფილმისათვის – "Om Shanti Om". რის შედეგადაც ფარა და დიპიკა წლებია არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

რიში კაპურმა და ნიტუ სინგჰმა ქორწინების იუბილე აღნიშნეს
ცნობილმა ბოლივუდურმა წყვილმა რიში კაპურმა და ნიტუ სინგჰმა აღნიშნეს ქორწინებიდან 31 წლის იუბილე.
–ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლა გავთხოვდი. ჩვენ დაბადებისა და ქორწინების თარიღებს ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე ტორტითა და ყვავილებით. ამჯერადაც გავჭერით ტორტი და დიჯეიმ შეასრულა სიმღერა ჩვენთვის– ყვება ნიტუ სინგჰი.
კითხვაზე, თუ რა არის აუცილებელი პირობა წარმატებული ქორწინებისათვის, ნიტუ სინგჰი ამბობს, რომ აუცილებელია იყოს ნდობა, გონებრივი შეთავსება და პატიოსნება. ეს წარმატებული ქორწინების არსებითი კომპონენტებია.

ამირ ქჰანი ბერლინის ფესტივალის ჟიურის წევრი იქნება
ამირ ქჰანი ერთ–ერთი იმ მსახიობთაგანია რომელიც ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად და სწორად იკვლევს გზას საერთაშორისო კინოში.
მსახიობი ბერლინის 61–ე კინოფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს, რომელიც თებერვლის თვეში გაიმართება.
ჟიური შვიდი კაცისაგან შედგება, იზაბელ როსელინის ხელმძღვანელობით და ის გადაწყვეტს ფესტივალის გამარჟვებულების ვინაობას, რომელთაც გადაეცემათ ოქროს და ვერცხლის დათვები.