რესპუბლიკის დღე არის ინდოეთში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული და ის ყოველ წელს 26 იანვარს აღინიშნება გრანდიოზული პარადით და ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით, ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი თავისებურებებითა და კოსტიუმებით და მთლიანობაში ეს ყველაფერი ინდოეთის ერთგვარი მთლიანობის სიმბოლოს ქმნის.
ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლაჰორის სესიაზე, 1929 წლის 31 დეკემბერს და 1930 წლის 1 იანვარს გაიმართა, ააფრიალეს სამფერი დროშა და დაადგინეს რომ ყოველი წლის 26 იანვარს იზეიმებდნენ რესპუბლიკის დღეს.
1950 წლის 26 იანვარს კი ეს ინდოეთის კონსტიტუციის მიღებით შევიდა ძალაში.
რაც შეეხება ინგლისელი კოლონიზატორებისაგან განთავისუფლებას, 1947 წლის 15 აგვისტოს მიაღწიეს და ამიტომაც ამ დღეს აღნიშნავენ ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს.
ეს დღე მსოფილიოს ყურადღების ცენტრში ექცევა და ალბათ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ისეთი მრავალფეროვნების წარმოჩენა, როგორსაც აქ ვხვდებით. იქნება ეს კულტურული ტრადიციებისა თუ სხვადასხვა კუთხის მრავალფეროვანი კოსტიუმების დემონსტრირება, ცეკვებსა და სიმღერებზე რომ არაფერი ვთქვათ.
1 комментарий:
es me mixaria dzaliaaaaan! sul maxsovs, radgan am dges chemi dabadebis dgea!
Отправить комментарий