მსახიობი რომლის კარიერაც ჯერ კიდევ ბავშვობისას, 80–ან წლებში დაიწყო ბოლივუდურ ფილმებში , თავის დებიუტს მოგვიანებით აკეთებს ფილმში: "Kaho Naa… Pyaar Hai" (2000), რომელიც გამოსვლისთანავე ჰიტად იქცევა, მსახიობისათვის კი ფილმს მოაქვს ჯილდო, საუკეთესო მამაკაცის როლისა და საუკეთესო დებიუტისათვის.
რიტიკ როშანის ბოლო ნამუშევარი, ფილმი "Guzarish", რომლის რეჟისორიც არის სანჯაი ლილა ბჰანსალი 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოიპოვა. თუმცა შემოსავლების მიხედვით ფილმმა არც ისე გაამართლა მოლოდინი.
37 წლის იუბილე მსახიობს ტრადიციულად მიულოცეს ბოლივუდის ვარსკვლავებმა. მათ შორის უამრავ ნაცნობ სახეს ნახავთ.
გთავაზობთ ვიდეო და ფოტო მასალას
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და საიტის ყველა სტუმარის სახელით, დაბადების დღეს ასევე მივულოცავ ბ–ნ დავით ბეჟიტაშვილს.
მას წარსდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მითუმეტეს ინდური კინოს მოყვარულთა წინაშე.
ბ–ნი დათო და რიტიკ როშანი ერთ დღეს (10.01.74) არიან დაბადებულები.
ორივეს წინსვლასა და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ!
1 комментарий:
mec orives vulocav dab. dges da carmatebebs vusurvebbbbbbb!!! MARTINA
Отправить комментарий