ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
четверг, 12 ноября 2009 г.
ინტერვიუ რანი მუქერჯისთან
რანი მუქერჯი: შაჰიდი და მე ერთად შესანიშნავად გამოვიყურებით
-რანი, თითქმის წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე გიხილეთ. პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია "შენი ქორწინების" შესახებ, თუმცა შენს თაყვანისმცემლებს აინტერესებთ რა ხდება სინამდვილეში?
-პირველ რიგში ვეცდები დავაზუსტო, ჩემს გეგმებში არ შედის არავითარი გათხოვება, არც ნიშნობა და არც ქორწილი. არ ყოფილა მსგავსი არაფერი და არც იქნება ახლო მომავალში, ხოლო როცა დავაპირებ გათხოვებას აუცილებლად შეგატყობინებთ, ჩემს მეგობრებს, ჩემს მაყურებელს, ჩემს თაყვანისმცემლებს, მათ ვინც იმსახურებს იცოდეს რომ მე ვთხოვდები. მე ვთვლი რომ, როგორც ადამიანს და როგორც მსახიობს არ მაქვს უფლება დავმალო ისეთი მნიშვნელოვანი რამ როგორიც ქორწინებაა.
ამიტომ მე ვფიქრობ, როცა ავრცელებენ მორიგ ახალ ამბებს ჩემი გათხოვების შესახებ, ისინი არ მცემენ პატივს და ზიანს აყენებენ ჩემს გრძნობებს, ცდილობენ წარმომაჩინონ ისეთ მსახიობად რომელიც მალავს თავისი გათხოვების შესახებ.
-ცხადია თქვენ რომ არ ყოფილიყავით მსახიობი უკვე გათხოვილი იქნებოდით. თქვენი მშობლები არ გაწუხებენ გათხოვებაზე საუბრით?
-არასოდეს. ისინი მხოლოდ ამბობენ, რომ თუ გადავწყვეტ გათხოვებას მათ იცოდნენ ამის შესახებ, რათა დაარწმუნონ საქმრო რომ მათთან ვიცხოვროთ. ეს ერთადერთია რასაც ისინი მარწმუნებენ , მაგრამ დაძალება არასოდეს. ჩემი მშობლები ძალიან საყვარლები არიან.
ისინი მაძლევენ უფლებას ვიყო დამოუკიდებელი და ვაკეთო ის რაც მინდა. ასე იყო ჩემი ძმის შემთხვევაშიც. ის დაქორწინდა სიყვარულით 8 წლის წინ. მას უნდოდა რომ წასულიყო სახლიდან, თუმცა როგორღაც მოვახერხე და დავარწმუნე მშობლები რომ დაერთოთ ნება დაქორწინებულიყო მასზე, ვინც უყვარდა და არ დაეშვათ რომ ის წასულიყო სახლიდან. მათ გრანდიოზული ქორწილი ჰქონდათ და ახლა ორი შვილი ჰყავთ. მე ძალიან მსიამოვნებს მათზე ზრუნვა, ჩემს პატარებზე - მაიეშასა და ვიჰაანზე. ესაა ჩემი ცხოვრება.
-გამოდის შენ ძიძაცა ხარ?
- კი. ასე რომ ბოლო წელიწადი მე ან ვმუშაობდი ფილმზე, "Dil Bole Hadippa", ან ვიყავი ძიძა ჩემი ძმიშვილების. მე ვფიქრობ ყველაზე მთავარი ნაწილი ჩემი ცხოვრების ის არის რომ მე შეუპოვრად ვმუშაობ საკუთარ თავზე. ბოლო წელიწადნახევარი მე ვმუშაობ ფილმზე - "Dil Bole Hadippa", ამან მოითხოვა კარგი ფიზიკური მომზადება. პირველი 6 თვე მე მომიხდა მევლო კრიკეტის გაძლიერებულ ვარჯიშებზე, რადგან მე ვთამაშობ კრიკეტს ფილმში. მასწავლიდა პროფესიონალი მწვრთნელი და ყოველივე დასრულდა იმით, რომ მე გადავწყვიტე გახდომა, რადგან მინდოდა ჩემი სხეული ისეთივე დახვეწილი ყოფილიყო, როგორც სპორტსმენის. მე სიამოვნებას მანიჭებდა რომ წონაში ვიკლებდი და ჩემი სხეული სასურველ ფორმას იღებდა.
- და აი, ჩვენს თვალწინ ცხადადაა ეს შედეგი.
-კი, რათქმაუნდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფილმის გადაღება. მე ძალიან მომეწონა ფილმიც და სცენარიც. ეს იყო ერთადერთი ფილმი, რომელიც მაღელვებდა და შთამაგონებდა. მე უნდა მეთამაშა მამაკაცის როლი, რაც აქამდე არასოდეს მეთამაშა. გარდა ამისა მე მომეცა შესაძლებლობა გამეგო რა არის სპორტი, ის რითაც არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული ცხოვრებაში.
არის ორი რამ, რაც ძალიან მაინტერესებს ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი, რაც ჩემს თაყვანისმცემლებს ცოტათი აღიზიანებდათ, ის არის რომ მე ვთამაშობ ისეთ როლებს რომ ჩემი გმირები ყოველთვის ტირიან. მუდმივი კითხვები ჩემს მიმართ იყო: "რანი რატომ ტირი ყველა ფილმში?" ამიტომ მე მივხვდი, რომ მოვიდა დრო მოვწყდე ამ ყველაფერს და გადავიღო ფილმებში სადაც მეტი სიცილია და რომლებიც უფრო მხიარული და კოლორიტული იქნება. მე ვფიქრობ ფილმი: "Dil Bole Hadippa" მშვენივრად პასუხობს ყველა ამ მოთხოვნას.
- რანი, ჩემი აზრით შენ ადრე დაიწყე მუშაობა, ეს ასეა?
-კი, მე ვიყავი 17 წლის.
-მითხარი, თავს გრძნობ შემდგარ ვარსკვლავად?
-არასოდეს, ჩემთვის ახლა ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა და თითქოს მე ისევ 17 წლის ვარ და ყველაფერს ვიწყებ თავიდან. განვლილი იყო ჩემთვის საინტერესო მოგზაურობა, მე ვმუშაობდი დიდებულ ადამიანებთან, საყვარელ რეჟისორებთან, პროდიუსერებთან და უდიდეს ვარსკვლავ პარტნიორებთან. იყვნენ ჩემს გზაზე ადამიანები რომელთაგანაც მე ბევრი ვისწავლე, ეს იყო საუკეთესო გამოცდილება.
- შენ თქვი რომ სიამოვნებას განიჭებდა ფორმაში ჩადგომა, მოგვეცი რამდენიმე რჩევა, როგორ ხდება ეს?
-მე მივიღე გადაწყვეტილება რომ არა მხოლოდ დამეკლო წონა, რომელიც მოვიმატე ფილმის, "ცოტა სიყვარული, ცოტა ჯადოქრობა"-ს გადაღებისას, არამედ მემუშავა სხეულის აღნაგობაზე.
დავიწყე იოგით. ვაკეთებდი ბევრ იოგის სავარჯიშოს, დიდი შრომა ჩავდე ფიტნეს ვარჯიშებში. ვარჯიშების კურსი მოიცავდა თავი შემეკავებინა ჩემი საყვარელი ტკბილეულისაგან და კერძებისაგან, რომელთაც ვაღმერთებ. ამის შემდეგ გადავედი ბალანსირებული კვების რეჟიმზე, ვიკვებებოდი ვიტამინიზირებული საკვებით და ეს დამეხმარა რომ ასე გამოვიყურები. ყველაზე მეტად მეშინოდა იმის, რომ როცა ადამიანი კარგავს წონას, ეს აისახება მის სახეზე, მაგრამ როგორც ხედავთ ჯანმრთელად გამოვიყურები. დავრწმუნდი რომ საკვები რომელსაც იღებ უნდა იყოს სასარგებლო შენთვის.
-და თუკი შემდეგი ფილმისათვის მოგიწევს წონის მომატება?
-არა, მე ამას არ გავაკეთებ რადგან ძალიან რთულია შემდეგ დააგდო ეს წონა. მე ბედნიერი ვარ იმით რომ ასე გამოვიყურები დღეს. მე შემიძლია შევიდე მაღაზიაში და მოვიზომო ნებისმიერი ჩასაცმელი და მათში შესანიშნავად გამოვიყურებოდე.
-ადრე ეს შენთვის პრობლემას წარმოადგენდა?
-არა, ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ როცა მიაღწევ ასეთ სხეულის ფორმას, შენ შეგიძლია ჩაიცვა ჩასაცმელი რომელიც ხაზს გაუსვამს შენს ფიგურას. ამიტომაც მე ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ.
-მოგვიყევით რანი მუქერჯის შესახებ ის, რაც არავინ იცის.
-მე შემიძლია ვიმუშაო მოახლედ, ვარ კარგი დიასახლისი, შემიძლია ვრეცხო ჭურჭელი, დავალაგო, მოვრეცხო იატაკი. მე ვფიქრობ ვიქნებოდი კარგი მოსამსახურე.
-დარწმუნებული ვარ ეს არავინ იცოდა.
-დიახ, ეს მხოლოდ შენი შოუსთვის.
-ფილმი: «Dil Bole Hadippa», პენჯაბელ ქალიშვილზეა, რომელიც თავს ასაღებს ყმაწვილად, მხოლოდ იმიტომ რომ ითამაშოს კრიკეტი. დიდი დრო გეხარჯებოდათ გრიმისათვის?
-გამიმართლა რომ ფილმისათვის ჩემი კოსტიუმი შექმნა მანიშმა. მე ერთხელ უკვე ვითამაშე პენჯაბელი ქალიშვილი - ბაბლი. ამიტომ მთავარი იყო გმირი ქალი ჩაცმულობით არ დამსგავსებოდა ბაბლის. ეხლა, როცა დაინახა როგორ გამოიყურება ახალი გმირი ჩემმა რეჟისორმა გააცნობიერა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სურდა. მას სურდა რომ ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც სურდა კრიკეტის თამაში. ამიტომ მან უთხრა მანიშ, რომ ჩემს გმირს უნდა ცმოდა შარვალი რომელიც არ ემსგავსებოდა შარვალს და თავისუფალი მაისური. გარდა ამისა ჩასაცმელი უნდა ყოფილიყო ნათელ ფერებში და ფერთა პალიტრაც შერჩეული იქნა მანიშის მიერ. სარდარი უნდა ყოფილიყო წვერ-ულვაშიანი ახალგაზრდა, ცოტა დაუდევარი და თავქარიანი. წვერ-ულვაში ეს იყო ერთადერთი რაც ძალიან მღლიდა, თუმცა იმდენად მომწონდა როლი რომ უარს არ ვამბობდი წვერ-ულვაშის დაწებებაზეც, რადგან როცა გადასაღებ მოედანზე გავდიოდი, ვიცოდი რომ რაღაც გრანდიოზულს ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა რომ გრიმის მოხსნა მტკივნეული იყო, იმდენად ბედნიერი ვიყავი როცა ჩემს გმირს ვთამაშობდი რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობას აღარ ვანიჭებდი.
-ალბათ შედარებები იქნება ფილმთან: "წინ ინდოეთი", რომელიც მოგვითხრობს ჰოკეის ქალთა გუნდის შესახებ, თუმცა აქ არის ისტორია გოგონასი, რომელსაც სურს ითამაშოს კრიკეტი.
-მე ვფიქრობ არის ერთი მსგავსება იმაში რომ ჩვენ მოვუთხრობთ ქალის შესახებ, რომელსაც მართლა კარგად შეუძლია თამაში, ფილმში "წინ ინდოეთი", მოთხრობილია ქალების შესახებ რომლებიც რეალურად კარგად თამაშობენ, ისევე როგორც მამაკაცები. ამ ფილმით ჩვენ მხარს ვუჭერთ უამრავ ქალს, რომლებიც თამაშობენ კრიკეტს, იმიტომ რომ ეს დიდებული თამაშია.
-შაჰიდ კაპური, თქვენი პარტნიორი ამ ფილმში, თქვენზე ახალგაზრდაა როგორც მსახიობი, ის თქვენს შემდეგ მოვიდა კინოში.
-პირველ დღეს როცა მე და შაჰიდმა ვნახეთ მონიტორზე ერთად ჩვენი თავი, ძალიან მოგვეწონა და ვთქვით რომ ჩვენ შესანიშნავად გამოვიყურებით ერთად.
პროდიუსერი წყვეტს ვინ ჭირდება მას ქასტინგზე და მე ვფიქრობ ადი (იგულისხმება ადიტია ჩოპრა) დარწმუნებული იყო თავისი გადაწყვეტილების მართებულობაში როცა მე და შაჰიდი აგვირჩია წყვილად. მან იგრძნო რომ ჩვენ გრანდიოზულად გამოვიყურებოდით ერთად.
-ადრე თქვენ ერთად იღებდით მონაწილეობას პეპსის სარეკლამო კომპანიაში. მაშინ თქვენ ვარსკვლავი იყავით, ის კი მოდელი. გიფიქრიათ მაშინ რომ ის ყმაწვილი ნელ-ნელა "გაიზრდებოდა" და შემდგომ თქვენი პარტნიორი გახდებოდა?
-არა მე არ მქონია ასეთი აზრი იმ დროს, როცა ის ვნახე. მე უბრალოდ ვცდილობდი ისე გამეკეთებინა რომ მას თავი კომფორტულად ეგრძნო, რადგან იქ ვმონაწილობდით შაჰრუჰი, კაჯოლი და მე. როცა პეპსის სარეკლამო კომპანიაში მივიღე მონაწილეობა, მე მხოლოდ სამ ფილმში ვიყავი გადაღებული, ასე რომ მეც ახალბედა ვიყავი.
-რანი, ძალიან ცოტა რამ ვიცით შენს კინოსადმი დამოკიდებულებაზე, რომელ ფილმებზე გაიზარდე?
-მე ვნახე ძალიან ბევრი ფილმი, რომელშიც მონაწილეობდნენ შრიდევი და მადჰური და ვიყავი მოხიბლული. თვალს ვერ ვწყვეტდი მათ.
მათ დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. მახსოვს რომ ვაცდენდი გაკვეთილებს და დავდიოდი ფილმ «Paththar Ke Insaan»-ის გადასაღებ მოედანზე, რომლის რეჟისორიც ბიძაჩემი იყო, რათა მქონოდა შესაძლებლობა მეყურებინა ფილმის გადაღებისთვის. მე დიდხანს ვუცქერდი მის ფართოდ გახელილ თვალებს და დღესაც კი შრიდევი მაგონებს ბავშვს რომელიც ფართოდ გახელილი თვალებით გიყურებს. ეს ორი მსახიობი იმდენად მომხიბვლელი და ფენომენალური იყო, რომ ვერავინ შეძლო მიეღწია მათი დონისათვის. ისინი სრულყოფილი მსახიობები არიან.
-გახსოვთ პირველი გადაღებები, როცა პირველად აღმოჩნდით კამერის წინ?
-ჩემი პირველი გადაღებები რათქმაუნდა ცხადად მახსოვს. ღმერთო ჩემო, პირველი ფილმი, «Raja Ki Aayegi Baaraat», მეცვა მანიშის მიერ შექმნილი კოსტიუმი და ჯერ უნდა გადამეღო ფოტო ამ სადღესასწაულო კოსტიუმში და შემდეგ შევდგომოდით ფილმის გადაღებას. მე კი ნამდვილად მეპარებოდა ეჭვი შევძლებდი თუ არა ამ ყველაფრის გადატანას. მათ მომცეს ტექსტი და როცა კამერა მომიახლოვდა მე წარმოვთქვი ტექსტი კარგად. მახსოვს გავიფიქრე- ეს რა ადვილია, მე ამ ყველაფერს მშვიდად გავუმკლავდები.
-თქვენი პირველი ფილმი შეუმჩნეველი დარჩა. არც კარგი გადაღებული იყო და არც ბევრ ადამიანს უნახავს. მაშინ წარმოიდგენდი რომ შენს ცხოვრებაში მოხდებოდა ის ძლიერი ცვლილებები რაც მოხდა?
-იცი ეს ძალიან მაოცებს, ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რადგან ის მართალაც გრანდიოზული ფილმია. მიკვირს როცა ამბობთ რომ ცოტა ადამიანმა ნახა ეს ფილმი. მე დღესაც ვხვდები ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებიან ჩემს პირველ ფილმზე. მთავარია რომ ჩემთვის ახლობელმა ადამიანებმა, როგორებიცაა შაჰრუჰი, ამირი, ადიტია ნახეს ეს ფილმი. შაჰრუჰმა ფილმი ტელევიზიით ნახა და როგორც თქვა, მან დაინახა ჩემში ნაპერწკალი. როცა ამირმა ნახა რეკომენდაცია გამიწია რეჟისორთან და ადი, რომელიც ცნობილია რომ დადის კინოთეატრებში და პირველივე დღეს ნახულობს ნებისმიერ ფილმს. მან ნახა თუ არა ფილმი კარანს უთხრა ჩემს შესახებ: "თუ არა გყავთ მსახიობი, აიყვანეთ ის".
კარანი ეჭვობდა, თუმცა ერთადერთი მიზეზი ჩემდამი, როგორც მსახიობისადმი ნდობისა იყო ის, რომ მე მოვაწერე ხელი ფილმ "Ghulam"-ში მონაწილეობაზე ამირთან ერთად.
-ფილმ "Dil Bole Hadippa"-ს მოლოდინში იმედი გვაქვს რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენს გაკვირვებას ისევე როგორც ამას აკეთებდით მთელი ეს წლები. დიდი მადლობა.
-მადლობა თქვენც.
კადრები ფილმიდან: "Dil Bole Hadippa"
ვიდეომასალა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
3 комментария:
visac nanaxi aqvs pilmi ,,black'' ar sheidzleba igi ar sheapaso rogorc didi msaxiobi.
Au dzalian sakvarelia,marto "Black" shi ki ara nebismier kinoshi,kvela rols magrad asrulebs. diko_505
sruliad getanxmebit orives.is martla arachveulebrivi msaxiobia da gansxvavebuli auris patronia.is chemtvis sauketesoa! martina
Отправить комментарий