სილამაზის კონკურსის თემას რამდენიმეჯერ შევეხე ბლოგზე და ვფიქრობ დაინტერესება ნამდვილად უნდა იყოს, რადგან კონკურსის გამარჯვებულები როგორც ხშირად ხდება, მოგვევლინებიან ხოლმე კინოში.
მაშ ასე, წელს 22 წლის მანასვი მამგაი მუმბაიდან გახდა მორიგი "მის ინდოეთი - 2010" და მიიღო უფლება წარმოადგინოს თავისი ქვეყანა საერთაშორისო კონკურსზე "მის მსოფლიო".
სხვა საპრიზო ადგილები წილად ხვდათ, 20 წლის ნიკოლ ფარიას ბანგალორიდან (Miss India Earth) და 23 წლის ნეჰა ჰინგეს პუნიდან (Femina India Internatonal).
სავარაუდოდ კონკურსანტების უმრავლესობა როგორც უკვე აღვნიშნე ალბათ მალე გამოჩნდებიან ბოლივუდურ ფილმებში, ვინ მოცეკვავეთა მასაში და ვინ სრულფასოვან როლებში.
რეჟისორმა მადჰურ ბჰანდარკარმა, რომლის ფილმი "მოდის სამყაროში", სწორედ რომ სამოსელო შოუ-ბიზნესის კულუარულ საკითხებს ეხება, უკვე განაცხადა სურვილი, მოიწვიოს მანასვი თავის ახალ პროექტში.
მადჰურ ბჰანდარკარს ნამდვილად შეუძლია ჩვეულებრივი მოდელიდან აანთოს ეკრანის ვარსკვლავები. ამის მაგალითი კი არის მუგდა გოდსე, რომლის დებიუტიც სწორედ "მოდი სამყაროში" შედგა და ამის შემდეგ ერთ წელიწადში მან ოთხ ფილმში ითამაშა.
დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამჟამად
1 комментарий:
რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა! მე მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ ადრე უფრო ლამაზი გოგონები იმარჯვებდნენ კონკურსში!
Отправить комментарий