ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 5 мая 2010 г.

რანბირი და დიპიკა შესაძლოა შერიგდნენ

ერთ-ერთი ყველაზე განსჯადი ყოფილი წყვილი ბოლივუდიდან რანბირ კაპური და დიპიკა პადუკონი, როგორც ჩანს შერიგების გზაზეა. ისინი ერთად იქნენ შემჩნეულები ახლო მეგობრების კამპანიაში, დიპიკას ბოლო ფილმის "Housefull" - ის ღამის სეანსზე, ჯუჰუს რაიონში ერთ-ერთ კინოთეატრში.
ყოფილი წყვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იჯდა და მაყურებელთა თქმით ისინი სავსებით კომფორტულად გამოიყურებოდნენ ერთმანეთის გვერდით და მხიარულად საუბრობდნენ მთელი ფილმის განმავლობაში.
დაშორების შემდეგ ისინი ერთად აღარ გამოჩენილან საზოგადოებაში და ამიტომაც ეს ნამდვილი შოკი იყო.
გასული წლის 4 დეკემბერს ერთ-ერთი გაზეთის ინტერვიუში რანბირმა თქვა, რომ იმედი აქვს ის და დიპიკა ისევ იქნებიან ერთად.
ძნელი სათქმელია გაიღვიძებს თუ არა რომანტიული გრძნობები ისევ მათ შორის. ამას დრო აჩვენებს.
ყოფილი წყვილი მიუწვდომელი აღმოჩნდა კომენტარებისათვის.

1 комментарий:

Megi Benia комментирует...

ხოოოო! ამას რამდენი ხანია ვეჭვობდი!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails