ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 5 мая 2010 г.

Ra.One - შაჰრუჰ ქჰანის ახალი ფილმი

სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი "Ra.One" ეს არის შაჰრუჰ ქჰანის შეიძლება ითქვას "საოჯახო ფილმი".
ფილმის რეჟისორია ანუბჰავ სინჰა და მთავარ სუპერგმირს შაჰრუჰ ქჰანი თამაშობს, მისი შურისძიების სამიზნე კი არჯუნ რამპალის გმირია. ქალის მთავარ გმირს კარინა კაპური განასახიერებს.
ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი დროა წინ მანამ სანამ ფილმს იხილავს ბოლივუდის მეფის მილიონობით თაყვანისმცემელი.
ახლახან შაჰრუჰმა თავის ბლოგზე თაყვანისმცემელთა გასახარად დადო ერთი ფოტო ფილმის გადაღებებიდან.
შაჰრუჰის თქმით რეჟისორმა მხოლოდ ამ ფოტოს დადების უფლება მისცა.
თუ ფოტოდან ვიმსჯელებთ შაჰრუჰი ძალიან კარგად გამოიყურება ახალი ფილმის კადრზე.

1 комментарий:

Megi Benia комментирует...

ამ ფილმს მისი დაგეგმის დღიდან ველოდები! იმედია როგორც "ჩემი სახელია კჰანი" ისე არ გვალოდინებენ!
მართალია ეს აღარ არის ნამდვილი ინდური კინო, მაგრამ რას ვიზამთ დღეს ინდოეთში ფაქტიურად არც ერთი არ არის ნამდვილი ინდური კინო!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails