ფილმის პრომო - კანგანა რანაუტი იმის გამო რომ კანგანა რანაუტი არ ესწრებოდა ფილმის "ქაღალდის გველი"-ს სარეკლამო ღონისძიებებს ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა ბოლივუდში. თუმცა როგორც რეჟისორი ანურაგ ბასუ განმარტავს კანგანა რანაუტი ფილმში მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმარია. მთელი წლის განმავლობაში იყო ცნობილი რომ ფილმში რიტიკ როშანისა და ბარბარა მორის გვერდით კანგანა რანაუტიც თამაშობდა და ყველა დარწმუნებული იყო რომ მისი როლი არსებითი და მნიშვნელოვანი იქნებოდა.
თუმცა როგორც რეჟისორი აცხადებს კანგანა, რომელიც მის ადრინდელ ფილმებში, "განგსტერი სიყვარულის ისტორია" და "ცხოვრება მეტროს სტილში" თამაშობს, მის ბედნიერ თილისმად იქცა და ამიტომაც მოიწვია ახალ ფილმშიც.
-მოდით ნუ შევქმნით ამ ყველაფრისაგან პრობლემას. კანგანამ თავიდანვე იცოდა რომ მას პატარა როლი ჰქონდა ფილმში, მაგრამ მაინც მოისურვა მონაწილეობა. ის კმაყოფილია თავისი როლით - განაცხადა რეჟისორმა.
კანგანას სახელი ფილმის ტიტრებში მითითებული იქნება როგორც სპეციალურად მოწვეული სტუმარი.
-კანგანა ჩემი "ბედნიერი თილისმაა" და მე მომწონს როცა ის ჩემი ფილმების ნაწილია. როცა ის ჩემს ფილმებში შემოდის ყოველთვის ამატებს რაღაცას "თავისას". ამიტომ მე ბედნიერი ვარ რომ ის ამ ახალი ფილმის ნაწილიცაა. კანგანა ცნობილი მსახიობია და თუ ის გამოჩნდებოდა ფილმის სარეკლამო ღონისძიებებში რიტიკთან და ბარბარასთან ერთად ყველას შეექმნებოდა არასწორი წარმოდგენა რომ ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი. ფაქტი კი ის არის რომ ფილმში სასიყვარულო სამკუთხედი არ არის - ასე განმარტა რეჟისორმა.
კადრი ფილმიდან
1 комментарий:
es gogo martla nichieria da sakvarelicaaaaa...
mari
Отправить комментарий