



ჰყავს ერთი უმცროსი და რიშმა დჰილონი.
ქალაქ ჩანდიგარხში (პენჯაბის შტატი) მცხოვრებმა გოგონამ წაიკითხა გაზეთში განცხადება სილამაზის კონკურსის შესახებ და ბომბეიში გაგზავნა თავისი ფოტოები.
ცნობილი მაშინ გახდა როცა "მის ინდოეთი"-ს ტიტული მოიპოვა.
ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა, რეჟისორმა იაშ ჩოპრამ ყურადღება მიაქცია გოგონას და მიიწვია ის თავის ფილმში ეპიზოდურ როლზე. ასე დაიწყო პუნამ დჰილონის კარიერა.
-ახალგაზრდა პუნამი, - როგორც ერთ-ერთი გაზეთი აღნიშნავდა მომხიბვლელი და ნიჭიერია. ეპიზოდურ როლშიც კი მან თავისი საუკეთესო მხარე წარმოაჩინა.
ამის შემდეგ მაყურებელმა პუნამი უკვე ნახა მთავარ როლში ფილმში "ნური". ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმად აღიარეს და პუნამმა მიიღო "Filmfare"-ს ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობმა. (ამ ფილმს ამ დღეებში დავდებ ფილმების განყოფილებაში).
ამ წარმატებამ გზა გაუხსნა პუნამს ახალი როლებისაკენ 70 -ანი წლების ბოლოს და 80-ანი წლების დასაწყისში.
მსახიობმა 90 -დე საინტერესო როლი შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ფილმი "მოჩვენებითი ბედნიერება", "თქმულება სიყვარულზე", "ოკეანე".
1988 წელს პუნამი ცოლად გაჰყვა პროდიუსერ აშოკ ტჰაკერიას. მათ ჰყავთ ორი შვილი: ვაჟი - ანმოლი და გოგონა - პალომა. თუმცა მათი ქორწინება განქორწინებით დასრულდა 1997 წელს.


















პუნამი ქალიშვილთან ერთად



2 комментария:
ფორუმში ისე დაჟინებით ითხოვდნენ ძველ მსახიობებზე სტატიას, მეგონა კომენტარები არ დაეტეოდა! :D :D :D :D
მე ძალიან მიყვარს ეს მსახიობი! შეიძლება ჩემი ფავორიტი არაა, მაგრამ მაინც მომწონდა და მიყვარს!
ეს მსახიობი სიგიჟემდე შემიყვარდა ფილმით "ლეგენდა სიყვარულზე" (ძველს ვგულისხმობ).... მანამდე " ნური", "მოჩვენებითი ბედნიერება" - ძალიან მომწონდა ამ ფილმებშიც მაგრამ "ლეგენდაში" განუმეორებელი იყო, ვისაც აქვს ნანახი სანი დეოლთან ერთად თამაშობს სოფლელი გოგონას როლს
Отправить комментарий