ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 3 мая 2010 г.

რიტიკ როშანის შემდეგ შესაძლოა ბარბარა მორიმ შაჰრუჰთან ითანამშრომლოს

ინდოეთში დაბრუნებული ბარბარა მორი ისევ იპყრობს ყურადღებას და ამჟამად მან შესაძლოა შაჰრუჰთან თანამშრომლობით გაგვახაროს.
მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ფილმიდან "ქაღალდის გველი" და როშანების ახალი აღმოჩენა ინდოეთში ფილმის რეკლამირებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

ბოლივუდის მეფემ კი მის პატივსაცემად მოაწყო მიღება თავის მდიდრულ ბინაში. ბარბარა მორი შეხვდა შაჰრუჰის უახლოეს მეგობრებს არჯუნ რამპალსა და მის მეუღლეს მეჰრ ჯესიას, ჩანკი და ბჰავნი პანდეის, სანჯაი კაპურს, ნილამ კოტჰარის. ბარბარა გაოცებული დარჩა შაჰრუჰისა და მისი მეუღლის, გაურის სტუმართმოყვარეობით.
როგორც ცნობილი გახდა მან განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ არ უნახავს შაჰრუჰის ფილმები მზადაა გადაიღოს მასთან ერთად.
როგორც ჩანს რიტიკის შემდეგ ბარბარა მზადაა სხვა ვარსკვლავებთან თანამშრომლობისთვის და მგონი ბოლივუდში დარჩენაზეც არ იტყვის უარს.

1 комментарий:

Megi Benia комментирует...

ვითომ რატომ იტყვის უარს? ხა-ხა.......

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails