ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 19 мая 2010 г.

ბიპაშას განსხვავებული სახე და როლი ფილმში - Lamhaa


რაჰულ დჰოლაკიას ფილმში "Lamhaa" თაყვანისმცემლები ბიპაშას იხილავენ სრულიად ახალი იმიჯით.
ის განასახიერებს პოლიტიკურად აქტიურ კაშმირელ გოგონას სახელად აზიზას.
ამ ფილმში ბიპაშა მოგვევლინება მწვანე ფერის კონტაქტური ლინზებით, უბრალო სარვალ-კამიზით და თავზე "დუპატათი". (dupatta - ეს არის შარფი, რომელსაც სარვალ-კამიზთამნ ერთად ატარებენ).
როგორც მსახიობი აღნიშნავს თავისი გარეგნობის შესახებ, მას ბევრ ფილმში გამოუყენებია კონტაქტური ლინზები, თუმცა მწვანე ფერის ლინზები განსაკუთრებით მოიხდინა. რაც შეეხება მისი ჩასაცმელების ფერს, ის შერჩეულია იმის მიხედვით თუ რას ამჯობინებენ კაშმირელები და ასევე აქსესუარებიც შეძენილია კაშმირში. ეს ყოველივე ეხმარება მსახიობს პერსონაჟის არსის გადმოცემაში.
ბიპაშა ბასუს გარდა ფიილმში მონაწილეობენ სანჯაი დატი და კუნალ კაპური.

2 комментария:

Megi Benia комментирует...

ძალიან საინტერესოა ბიპაშას ასეთ ფილმში ნახვა!

Unknown комментирует...

es kvelaferi kargia magram es filmi chvenamde rodis moagcevs icis vinmem?

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails