ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 8 мая 2010 г.

აიშვარია რაის ყველაზე რთული როლი

ცნობილი კინოპროდიუსერის მანი რატნამის მორიგი ორენოვანი ფილმის "Raavan", პრემიერა შედგება ივნისში.
ფილმის ჰინდი ვერსიაში მონაწილეობს აბიშეკ ბაჩანისა და აიშვარია რაის ოჯახური წყვილი ტამილური ფილმის ლეგენდის, ვიკრამის გვერდით.
გარდა ჰინდი და ტამილი ვერსიისა ფილმის ტელუგუ ვერსიაც გამოვა და აღსანიშნავია რომ სამივე ვარიანტში ქალის მთავარ როლს აიშვარია ითამაშებს. ეს ფილმი მისი მესამე ერთობლივი ნამუშევარია რეჟისორ მანი რატნამთან.
ერთ-ერთ ინტერვიუში აიშვარია გვიამბობს რატომ დათანხმდა ამ ფილმის სამივე ვერსიაში მონაწილეობაზე, ფილმისა სადაც რთული და საშიში ტრიუკებია შესასრულებელი და გადაღებები ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობს.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
-შეიძლება ითქვას რომ ფილმი " Raavan", ყველაზე მძიმე ფილმია თქვენს კარიერაში?
- ეს როლი უდაოდ იყო ყველაზე რთული ჩემს კარიერაში. წარსულში მე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა საოცარ ფილმებში, იქნებოდა ეს კოსტუმირებული დრამა, ისტორიული ფილმი თუ საოცრად კომფორტული ფილმები ჩემთვის. ასე რომ შესაძლებლობა მომეცა სხვადასხვა ფილმებში თამაშისა და ამისათვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ ჩემს როლს ფილმში "Raavan", მე ყოველთვის გამოვყოფ როცა გავიხსენებ ჩემს ნამუშევრებს.
პირველ რიგში იმიტომ რომ ეს გაკეთდა ძალიან რთულ პირობებში. ფიზიკური დატვირთვა და მძიმე სამუშაო მდგომარეობა რაც მე გამოვიარე როგორც მსახიობმა, ჩემთვის ძალიან რთული იყო.
ჩემი გმირი - თანამედროვე ქალია. მას იტაცებენ და ის ხვდება არანორმალურ სიტუაციაში. მე ვიყავი შეკრული, თვალები მქონდა ახვეული და ამის გამოვლა მიწევდა ყოველდღე, რაც არც ისე ადვილი იყო. ამას დამატებული ისიც რომ ჩვენ მოვხვდით თავსხმა წვიმებში, ყველგან იყო ტალახი, ჭუჭყი, ქვეწარმავლები. მეც ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი სველი და ჩემი გრძელი თმის პარიკთან ერთად ეს არც ისე ადვილი იყო. სრულიად შესაძლებელი იყო სიცივისაგან ციებ-ცხელება დამმართოდა მაგრამ მაინც უნდა გადამეღო.
და კიდევ, დავამატოთ ისიც რომ მე მიწევდა საუბარი ორ ენაზე, ჰინდის და ტამილის ენაზე.

2 комментария:

Анонимный комментирует...

memgoni saintereso filmi iqneba a indur stilshic... agar minda am holivudverisebis kureba ra...
mariami

Анонимный комментирует...

saintereso iqneba. nini

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails