ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 17 мая 2010 г.

კატრინა კეიფი ტოვებს ზოი აჰტარის პროექტს

რიტიკ როშანი შეიძლება ითქვას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო კატრინა კეიფის ახალმა უცნაურმა ნაბიჯმა.
ინდური კინოს მოყვარულთ ძალიან უნდოდათ ეხილათ ეკრანზე რიტიკ როშანისა და კატრინა კეიფის დუეტი, თუმცა როგორც ჩანს კატრინას ეს ნაკლებად აღელვებს. ის წამოვიდა მორიგი პროექტიდან. ეს იყო ზოი აჰტარის ახალი პროექტი სადაც მას რიტიკთან ერთად უნდა მიეღო მონაწილეობა.
ამ ცნობამ საშინლად გაუცრუა იმედი ინდური კინოს მოყვარულთ.
გარდა ამისა თავად ზოიც დიდ სიძნელეს გადააწყდა რადგან სასწრაფოდ უნდა იპოვოს ვინმე ვინც იდეალურად შეეფერება რიტიკს. თუმცა როგორც განაცხადა, მას არ აშინებს ფილმის პერსპექტივა კატრინას გარეშე და ის აქტიურად ემზადება ფილმის შექმნის პროცესისათვის.
ფილმის გადაღებები დაიწყება მომავალ თვეში ესპანეთში.
დიდია ინტერესი რა ჰქონდა მიზეზი კატრინა კეიფს პროექტიდან წამოსვლისათვის და რატომ უყვარს ამ ახალგაზრდა ლედის გააძლიეროს ცნობისმოყვარეობა ადამიანებში. რას მალავს ან რას აღწევს ამით?
კითხვები უამრავი გაჩნდა, რაზეც დრო ალბათ გასცემს პასუხს.

35 комментариев:

megi комментирует...

მართლა ძაან გაუვიდა თავს! :D :D :D :D

ნინო კრავეიშვილი комментирует...

იმედი მაქვს სტანგერს არ გავანაწყენებ მაგრამ რა ვქნა? ასეა და... კიდევ შევარბილე...

Stranger комментирует...

რატომ ხარ მეგი ამ გოგოს მიმართ აგრესიულად განწყობილი არ მესმის?! დაგიშავა რამე? :D

ნინო კრავეიშვილი комментирует...

არა გარწმუნებ არ არის აგრესიულად ... და რაც დაწერა სიცილის "სმაილებით" დაწერა...
მეც მარტლა ძალიან მომწონს პირველი გამოჩენიდანვე, ჯერ მარტო იმიტომ რომ ქართველ მოდელ გოგონას ჰგავს....ახლა კიდევ უფრო დაიხვეწა და დამშვენდა...
ის რომ რაღაცას ავღნიშნავთ ან დავწერთ არ ნიშნავს რომ არ მოგვწონს ესა თუ ის მსახიობი...
მე ბავშვობიდან ზინათ ამანზე მაბოდებდა, მაგრამ აბა წაიკითხე სტატიები მასზე რამდენი პლიუს-მინუსებით მიწერია...

megi комментирует...

გაიახარე ნინო! ჩემი სათქმელი თქვი!

Stranger комментирует...

მეც სიცილით დავწერე, თუ შენიშნეთ...

რა იყოთ გოგონებო ჩემს წინააღმდეგ პირი შეკარით? :D

ისე მაინტერესებს, რომელი ქართველი მოდელი გავს? შეგიძლია მითხრა? სიამოვნებით გავიცნობდი :D

ნინო კრავეიშვილი комментирует...

მეგონა იცოდი...
ცნობილი მოდელი ნათია ნებიერიძე...
ინდოელი პროდიუსერები რომ იყვნენ ჩამოსულები კონტრაქტი დადეს მასთან და ფილმში უნდა გადაეღოთ ამ მსგავსების გამო შეარჩიეს, მაგრამ ცნობილმა აგვისტოს ომმა ჩაშალა ეს პროექტი...
როგორც დაიწერა ორივე გაოცებული დარჩა თურმე ერთმანეთის ფოტოები რომ ნახეს მსგავსებით...

Stranger комментирует...

ის ვიცოდი რომ ვიღაცას შესთავაზეს გადაღება ინდურ ფილმში, მაგრამ ის ნამდვილად არ ვიცოდი რომ ეს ნათია იყო , მითუმეტეს კატრინასთან მსგავსების გამო თუ იღებდნენ არც ეგ ვიცოდი,შეიძლება ითქვას რომ წააგავს მაგრამ მე მაინც ორიგინალი მირჩევნია :D :D და ალბათ იმ პროდიუსერსაც:D

megi комментирует...

უი ეს სულ არ მინახავს! რომ შემოვდივარ ეგრევე ფორუმში შევდივარ და......
პირი ნამდვილად არ შეგვიკრავს! პირიქით ჩემს ბლოგზე კატრინასთან დაკავშირებული ასე ვთქვათ სტატია შენ მოგიძღვენი ! :D :D :D :D ;) ;)

Stranger комментирует...

მადლობა კარგო, გაიხარე :D

ruska8727 комментирует...

didi madloba nin rom ar mivickeb da hritikze cer siaaxleebs chems gasaxarad magram exla ise var gavputavdi katrinas siamovnebit. :D :D :D :D:D

Liziko комментирует...

შური რას არ უშვება ამ ხალხს :D:D:D

megi комментирует...

რატომ იცით ესე? ვერ ვხვდები! აიშვარიაზეც იმას ამბობდნენ სწორედ ჯგუფებში! შური რა შუაშია! განა მართალი არ არის!
კონკრეტულად ამ შემთხვევაში არა მგონია კატრინას აწყობდეს უარის თქმა რომელიმე ფილმზე! ვისაც გინდა იმას ეწყინოს რომელი სუპერვარსკვლავი ეგ არის?

Stranger комментирует...

მეგი რა გჭირს? :( ეგეთები არ გინდა კარგი,სწორედაც რომ სუპერ ვარსკვლავია და სუპერ მოდელიც,ძალიან გთხოვ არ გინდა მასზე ესე ლაპარაკი...შენ არ იცი ის ინდოელებში რამდენად პოპულარულია, მე ვიცი....

megi комментирует...

რატომ გგონია, რომ არ ვიცი? არა მართლა მაინტერესებს! შენ, რომ გგონია იმაზე მეტი ვიცი! უბრალოდ მე ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს, როგორც ყველას!
მითუმეტეს არ მომწონს ასეთი გამოთქმები "შურთ" და ასე შემდეგ!

Stranger комментирует...

კარგი პატარა, დაწყნარდი, შენი ასაკის გოგონებს დღეს Zac Efron_ზე და მის მსგავს ბიჭებზე აბოდებთ შენ რა მოგივიდა, ყველაფერს სერიოზულად ნუ ღებულობ :)ცოდნაში ნუ შემეჯიბრები ორი შენხელა ცხოვრების სტაჟი მაქვს :D

megi комментирует...

ძალიან გთხოვ პატარას ნუ მეძახი! :) ok?
ისე მინდა გითხრა მაგ ტიპს და საერთოდ ეგეთებს ვერ ვიტან! ბოდიში სიტყვაზე პატარა "ლაწირაკები" არიან!

Stranger комментирует...

როგორც გენებოს პატარავ, ამის შემდეგ ეგრე აღარ მოგმართავ:D
ისე არ მეგონა დეღევანდელ თინეიჯერებში კიდევ ვინმე თუ ფიქრობდა მასე :D

megi комментирует...

მე ცოცხალი მაგალითი ვარ.............!

Liziko комментирует...

კარგი რა მეგი ...რა სუპერ ვარსკვლავი არ არის..რას ამბობ გოგომ აიშვარიას ყველაფერი დაახია ქმრის გარდა :D:D:Dდა შენ ამბობ ამის მერე ეგ ვინ არისო.....არ არის ეგრე ჩემო კარგო....

Liziko комментирует...

ukacravad jargonistvis

megi комментирует...

ისე ცნობისთვის მე აიშვარიაც ისე არ მომწონს როგორც კატრინა, ამიტომ მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არც განვიხილავ!

Stranger комментирует...

დაპირისპირება რა შუაშია კარგო?! როგორც ვხვდები საუბარია სარეკლამო ბრენდებზე ... ხომ არ ვცდები Liziko?

Stranger комментирует...

მე ერთიც მომწონს და მეორეც :D:D:D

Liziko комментирует...

სწორედაც სარეკლამო ბრენდები ვიგულისხმე, ნუ აიშვარიაც თუ არ მოგწონს მაშინ რა მეთქმის გემოვნებაა perfect...:D:D

megi комментирует...

perfect გააჩნია ამაში რა იგულისხმე! შნც არ მოგწონს?

Liziko комментирует...

არა ჩემო კარგო ....აიშვარიაზე Julia Roberts-ი გიჟდება და....

megi комментирует...

ok!

ruska8727 комментирует...

აქ არც ადნაკლასნიკებია და არც facebook_i აქ ვტოვებტ ყველა კომენტარს წაკითხულთან დაკავშირებით და ნუ დასდევთ სიტყვაში ერთმანეთს. არც პატარა გვინდა და არც შურისა და ეგეთი რამის ხსენება.და კარგი იქნება ზოგზოგიერთები სახეს თუ გამოაჩენენ ან ნამდვილ სახელს მიუთითებენ.:D

ნინო კრავეიშვილი комментирует...

ჩემს აზრს თუ იკითხავთ ზემოთ ჩამოთვლილ მსახიობ ქალბატონებს ყველას რანი მუქერჯი მირჩევნია, როგორც მსახიობი... თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ ყველა მომწონს და მიყვარს და ყველას პატივს ვცემ და არანაირი უარყოფითი განწყობა არცერთის მიმართ არა მაქვს... ყველას ფილმს ვუყურებ იმიტომ რომ ინდური კინო მიყვარს საერთოდ...
ახლა ერთი შეკითხვა ჩემო კარგო აიშვარიას რომ ააახია "ყველაფერი" (ამაში სალმანიც იგულისხმე ალბათ) ეს ყველაფერი აიშვარიას გადაგდებული ჰწონდა უკვე... ის სალმანს აღარ ხვდებოდა მის მერე ვივეკს ხვდებოდა კიდევ კარგა ხანი...
თუ რეკლამებს გულისხმობ ეს სარეკლამო ბიზნესში გარკვეული წესებია და ამაზე უკვე დავწერე საიტზეც რომ გარკვეულ ასაკს მიღწეულ მსახიობებს შედარებით ახალგაზრდები ცვლიან... კატრინასაც ასევე, ოდესმე შეცვლის ვინმე ...
ამაზე ასე ნუ ვიკამათებთ...
თავის დროზე ვერ წარმოიდგენთ რა ძნელად გადავიტანე ზინათ ამანის ეკრანებიდან წასვლა იმიტომ რომ ამ ქალზე მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი, მაგრამ ასეთია რეალობა...

ნინო კრავეიშვილი комментирует...

ისე სალმანი არ არის ის პიროვნება (ხაზს ვუსვამ პიროვნებას და არა მსახიობს, მსახიობი მომწონს) რომ ღირდეს ვინმემ ვინმეს "აახიოს".

Liziko комментирует...

სალმანთან დაკავშირებით ნამდვილად გეთანხმები ნინო...ვერ ვიტან მაგ კაცს და კატრინასაც არ ეხატება დიდად გულზე მინდა გითხრა..რაც შეეხება ასაკს აიშვარიას არც ისე დიდი ასაკი აქვს.....რუსკას მინდა ვუთხრა რომ საიტებს ძალიან კარგად ვარჩევ ერთმანეთისგან...ასე რომ დამშვიდდი ჩემო კარგო...

megi комментирует...

გააჩნია ლიზიკო! ჩვეულებრივი ადამიანისათვის დიდი არ არის, მაგრამ მსახიობისათვის და მოდელისთვის არა!

ნინო კრავეიშვილი комментирует...

რატომ ასეთი აგრესია მიკვირს ძალიან ... საომრად განწყობილი რატომ შემოდიხართ აქ?

EliSs Zazika комментирует...
Этот комментарий был удален автором.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails