კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე დიპიკა პადუკონიც გამოჩნდება. მან ექსკლუზიური მიწვევა მიიღო ერთ-ერთი გლობალური ბრენდისაგან რომელიც კანის ფესტივალის პარტნიორია.
უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო წითელ ხალიჩაზე გავლა ამავე ბრენდმა ცნობილი დიზაინერი როჰიტ ბალა მოიწვია რათა დიპიკასათვის ჩაცმის სტილი და იმიჯი შეერჩია.
-კანის ფესტივალზე ბევრი კრიტიკა ისმის იმის შესახებ, თუ რატომ დადიან ინდოელი ქალები წითელ ხალიჩაზე დასავლეთის სამოსით. წელს კი დიპიკა აჩვენებს მსოფლიოს, რა მშვენიერი სამოსია სარი. მას ეცმევა ლამაზი, სექსუალური სარი - განაცხადა როჰიტმა.
როგორც ჩანს დიპიკა ღელავს.
-ეს დიდი პატივია გავიარო წითელ ხალიჩაზე და წარმოვადგინო ინდოეთი კანის ფესტივალზე. ასევე დიდი სიხარულია როჰიტთან ისევ მუშაობა. მე პირველად მივდივარ მსგავს ფესტივალზე და თავიდან ცოტა ვღელავდი, მაგრამ ახლა მოუთმენლად ველოდები შევხვდე ცნობილ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან - თქვა მსახიობმა.
გასულ წელს აიშვარია რაიმ და მალიკა შერავატიმ გარკვეული კრიტიკა მიიღეს ჩაცმულობის გამო, მაგრამ დიპიკა ამბობს რომ ნაკლებად აღელვებს კრიტიკა.
-სარი ძალიან მგრძნობიარე სამოსია და მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მასში თავს - თქვა მსახიობმა.
2 комментария:
კარგად გამოიყურებოდა იმ სარიში ნამდვილად!
ძალიან კარგი თუ აკრიტიკებენ! ზოგიერთები ინდურ დაჯილდოებებზე სარის არ იშორებენ და იქ წავლენ თუ არა გაიხდიან ამ კაბებს და ტომარასავით აქვთ შემდეგ !
გეთანხმები აბსოლიტურად...
თუ ინდოეთში ატარებ და თუ მითუმეტეს სხვა ქვეყანაში ინდოეთი გინდა წარმოადგინო უნდა გეცვას ის სამოსი რაც ინდლოელ ქალს ამშვენებს
Отправить комментарий