ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 31 декабря 2009 г.

როგორ აღნიშნავენ ბოლივუდის ვარსკვლავები ახალ წელს


მუგდა გოდსე - ძირითადად დაკავებული იქნება გადაღებებით, ხოლო დარჩენილ დროს გაატარებს ოჯახურ წრეში.




მინიშა ლამბა
- მეგობრების წრეში შეხვდება ახალ წელს.


სუშმიტა სენი
შეხვდება გოას ან კერალის პლიაჟზე, ჯერ არ გადაუწყვეტია. უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ მის მიერ ნაშვილებ მეორე გოგონას ჯერ არა აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


შილპა შეტის
თაფლობის თვე აქვს ხმელთაშუა ზღვაში გემზე. ახალ წელს ამავე გემით შეხვდება ნიუ-იორკში.




ჯაია პრადჰა
- ახალ წელს ჰაიდარაბადში დედასთან შეხვდება.



ფარდინ ქჰანი
მეუღლესთან, ნატაშასთან ერთად 5 დღით მიდის სიმლში.



სელინა ჯაეტლის
საახალწლო გამოსვლა აქვს, მუმბაიში, სასტუმრო "JVV Marriot"-ში.




მანოჯ ბაჯპაი ოჯახით მიდის დელში.





კარინა კაპურმა
და საიფ-ალი ქჰანმა შობა აღნიშნეს პატაუდში, ჰარიანას შტატში, სადაც პრესა არ შეუშვეს და მხოლოდ კარინას ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ.
მათ შორის ნავაბ პატუდი, ყოფილი კრეკეტის მოთამაშე და მისი მეუღლე შარმილა თაგორი. მათ 27 დეკემბერს აღნიშნეს ქორწინების წლისთავი.

უდაი ჩოპრა - კარიერის ახალი სტარტი

მსახიობი უდაი ჩოპრა, რომელიც იმყოფებოდა სამწლიან შემოქმედებით შვებულებაში ფილმ "ბაიკერები"-ს შემდეგ ისევ ბრუნდება კინოინდუსტრიაში ახალი სახით, პროექტ " Pyar Impossible"-ის სცენარის ავტორისა და პროდიუსერის ამპლუაში. პროექტში თავადვე ასრულებს მთავარ როლს პრიანკა ჩოპრასთან ერთად.
თუმცა მსახიობს არ სურს რომ ეს პროექტი ჩაითვალოს როგორც მისი გადახვევა სამსახიობო კარიერიდან.
-მე არ მიმიტოვებია მსახიობობა, უბრალოდ არ შემხვედრია ღირებული სცენარები. ყველა შემოთავაზებული როლი ჰგავდა "ალი"-ს კომიკურ გმირს ფილმებიდან: "ბაიკერები" და "ბაიკერები - 2".
მსახიობი აღიარებს რომ ჰგავს თავის ახალ პერსონაჟს, აბჰაის.
- მე ვხედავ მასში ჩემს თავს, აბჰაის მსგავსი ხასიათები მაქვს. მას უყვარს გოგონა, რომელსაც არ სურს მისცეს მას მეორე შანსი... მე ვგრძნობდი რომ მე ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრებით სცენარის დაწერის დროსაც და ფილმის შექმნის დროსაც - ამბობს მსახიობი.
- სამი წლის განმავლობაში მე ვმუშაობდი "იაშრაჯფილმსის" ინტერნეტ განყოფილებაში. სწორედ მაშინ მირჩია ჩემმა ძმამ დამეწერა რაიმე ისტორია, ხოლო რეჟისორმა (ასევე მსახიობი) ჯუგალ ჰანრაჯმა დამეხმარა განმეხორციელებინა რეალურად ჩემი სცენარი.
პრემიერა ფილმისა "Pyar Impossible", დანიშნულია 2010 წლის 8 იანვარს.

ორი აქშაი პირველად ერთად, ერთ ფილმში

ბოლივუდის ორი მეგაკუმირი, აქშაი ქჰანა და აქშაი კუმარი ადრე არასოდეს გადაუღიათ ერთად, ერთ ფილმში.
ეს პირველად მოხდება ქორეოგრაფისა და რეჟისორის, ფარან ქჰანის ახალ კომედიაში,
" Tees Maar Khan".
ეს არის ფარასა და მისი მეუღლის, შირიშა კუნდერის ოჯახური, პროდიუსერული პროექტი. ფილმის გადაღებები დაიწყება 2010 წლის მარტში. ფილმში იგეგმებოდა აგრეთვე შაჰრუჰის მონაწილეობაც, მაგრამ მას სურს ჯერ დაასრულოს პროექტი,
"Happy New Year", რომლის საფინალო სცენარიც მრავალჯერ შეიცვალა.

четверг, 24 декабря 2009 г.

შეხვედრა წარსულთან

აიშვარია რაის თავისი წარსული უსიამოვნდ გადაეღობა წინ. რამდენადაც ადამიანი ცდილობს წარსულის დავიწყებას, მით მეტად უხდება ზოგჯერ მასთან შეჩეხება.
და მაინც რა ხდება როცა ყოფილ შეყვარებულს ხვდები შემთხვევით, მაშინ როცა მასთან ურთიერთობა აღარა გაქვს და დიდი ხანია არ გინახავს.
ამბობენ ამ დროს სამყარო იყინება და დრო ჩერდებაო...
ალბათ სწორედ ეს განიცადეს აიშვარიამ და სალმან ქჰანმა როცა წამით, სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს.
ერთ-ერთ სტუდიაში სალმანი თავისი ახალი ფილმის "Veer" პრომოუშენისთვის მივიდა, ხოლო აიშვარია სანჯაი ლილა ბჰანსალისთან მივიდა გადაღებებზე.
"Times of india"-ში გამოქვეყნდა თვითმხილველის მონათხრობი:
- როცა სალმანი გადმოვიდა მანქანიდან ტელეფონზე საუბრობდა და იღიმებოდა, მაგრამ უეცრად ღიმილი გაუქრა, როცა სტუდიიდან აიშვარია გამოვიდა
თვითმხილველი წყარო, რომელიც სტუდიაში იყო, ამბობს რომ ორივე შეცბა, ერთმანეთს შეხედეს და მომენტალურად გაიხედეს გვერდზე.

ცხადია სანერვიულო არცერთისათვის არაფერია, რადგან ხალხის სიმპათიები და სიყვარული დიდი ხანია მოიპოვა კატრინა კეეფმა, ხოლო აიშვარიამ უკვე დაამტკიცა რომ კარგი რძალია ბაჩანების ოჯახისათვის.
თუმცა აიშვარიას კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი წინ ჰქონდა თურმე.
17 დეკემბერს, პოლიციის დაჯილდოების ღონისძიებაზე, სადაც აიშვარია მამამთილთან, ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად იყო, ვივეკ ობეროის გვერდით მოუწია ჯდომა.
როგორც ამბობენ ვივეკმა თავიდანვე შეიტყო დარბაზში ადგილების განაწილების შესახებ და უარიც კი განაცხადა ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს რომ დაეთანხმებინათ.
როგორც აღმოჩნდა მათ შორის მხოლოდ ერთი ადგილი იყო თავისუფალი, სადაც ცნობილი მსახიობი ასინი იჯდა. ის კი სწორედ მაშინ ადგა და გავიდა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, როცა დარბაზში ვივეკი შემოვიდა. როცა აიშვარია მიხვდა რომ ვივეკი მისგან ერთი ადგილის გამოტოვებით უნდა დამჯდარიყო, აშკარად დაეტყო მოუსვენრობა და დისკომფორტი. სიტუაციის გამოსასწორებლად დიზაინერმა მანიშ მალჰოტრამ დაიკავა მათ შორის ადგილი და ამით განმუხტა დაძაბულობა. ვივეკმა როგორც ჩანს გაიაზრა სიტუაციის უხერხულობა და მალევე დატოვა დარბაზი.

"ყველაფერი კარგად იქნება" - სულ მალე ქართულ არხებზე












რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის ფილმი, "ყველაფერი კარგად იქნება", რომლის ძირითადი ნაწილიც ინდოეთში, კერძოდ გოაშია გადაღებული არნახული წარმატებით გადიოდა თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე. ფილმისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდი იყო ინდური ფილმების მოყვარულთა შორის...
და მაინც თუ არიან ადამიანები ვინც ვერ შეძლო მისი დიდ ეკრანზე ნახვა, სულ მალე საახალწლო ეთერში, ქართულ არხებზე, "კავკასიასა" და "იმედზე" საშუალება ექნებათ ნახონ ფილმი.
გთავაზობთ კადრებს ფილმიდან:


გოვინდა აჰუჯა - 51 წლის გახდა















21 დეკემბერს ბოლივუდის კინოინდუსტრიის კომედიების "მეფემ", გოვინდა აჰუჯამ 51 წლის იუბილე აღნიშნა.
გოვინდამ თავისი კარიერა დაიწყო 1986 წელს და ამის შემდეგ 120 - ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ის ბოლივუდის ერთ-ერთი წარმატებული მსახიობია და საუკეთესო მოცეკვავედაც იყო აღიარებული.
მისმა შრომისმოყვარეობამ ის მაღალი კლასის მსახიობად აქცია.
2002 - 2005 წლების წარუმატებლობების შემდეგ მის დაბრუნებას ბოლივუდში ისევ დადებითად შეხვდნენ. ფილმები "გამარჯობა სიყვარულო", "პარტნიორი", რომელიც 2007 წლის საუკეთესო ფილმების სამეულში მოხვდა, მოწმობენ მის სწორ არჩევანს, რომ ისევ დაბრუნდა კინოში.
შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს!

ოჯახთან ერთად

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails