ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 8 мая 2010 г.

კარან ჯოჰარმა პირველი ჯილდო მიიღო ფილმისათვის "ჩემი სახელია ქჰანი"


რეჟისორმა კარან ჯოჰარმა მიიღო ჯილდო "Muslim Public Affairs Council Award", ფილმისათვის "ჩემი სახელია ქჰანი" ლოს-ანჯელესში. ეს ფილმის პირველი ჯილდოა. კარან ჯოჰარმა რომელიც ამჟამად იმყოფება ამერიკაში განაცხადა: -ეს სიამაყის და ღირსების საკითხია, არა მხოლოდ იმიტომ რომ ფილმმა მიიღო პირველი ჯილდო, არამედ იმიტომ რომ ჯილდო გადმოგვცა ასეთმა განსაკუთრებულმა ორგანიზაციამ (იგულისხმება მუსულმანური საზოგადოებრივი საბჭო). დიდი პატივია მიიღო ასეთი ჯილდო, განსაკუთრებით იმიტომ რომ ფილმმა შეძრა ნებისმიერი ასაკის, სქესისა და რელიგიის აუდიტორია. ფილმი ნაჩვენები იქნება პრესტიჟულ მხატვრულ სახლში "The Angelika", ნიუ-იორკში. -ეს არის ორსაათიანი სპეციალურად შემოკლებული ვერსია ფილმისა ამერიკელი მაყურებლისათვის. მე შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ რომ ფილმში ამა თუ იმ სცენამ თუ სახეებმა პარალელები გაავლებინეს მათ საკუთარ ცხოვრებასთან. მე ვფიქრობ რომ ეს შაჰრუჰისა და ჩემთვის სიამაყის მომენტია - განაცხადა კარანმა. გარდა სხვადსხვა ღონისძიებებზე დასწრებისა კარანი თავისუფალ დროს დაუთმობს აგრეთვე თავის თავსაც. -მე გადავწყვეტ რამდენიმე დღეში როგორი იქნება ჩემი შემდეგი ფილმი. ჯერ ნამდვილად არვიცი რაზე ვიმუშავებ მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე გადავწყვეტ. რეჟისორ სანჯიდ ქჰანის განცხადებაზე რომ ფილმი "Housefull", შემოსავლებით გადაუსწრებს ფილმს "ჩემი სახელია ქჰანი", კარანმა განაცხადა: -მე მიხარია ფილმის "Housefull" წარმატება. ფილმი უნდა იყოს წარმატებული და ის რომ საჯიდი ადარებს ახალ ფილმს "ქჰანს", ეს ღირსების საკითხია და ნიშნავს რომ "ჩემი სახელია ქჰანი" წარმოადგენს ბარომეტრს. შემოსავალი ფილმისათვის აუცილებელია, მაგრამ ეს ფილმი ჩემთვის იყო უფრო მიზანი და არა შემოსავლის წყარო. უნდა აღინიშნოს ისიც რომ "ქჰანი" პრაქტიკულად არ იყო ნაჩვენები მუმბაიში. ამავე დროს მინდა მივულოცო საჯიდ ნადიადვალას (ფილმ "Housefull"-ის პროდიუსერი) და მის შემოქმედებით ჯგუფს ფილმის წარმატებები.

2 комментария:

Анонимный комментирует...

dzaan sackenia rom aqamde ar misces jildo...
magari filmia, ara, umagresiiiiii
nana

Megi Benia комментирует...

აქამდე დაჯილდოებები არც ყოფილა ფილმი კი თებერვალში გამოვიდა! ჯერ კიდევ იქნება მთავარი და მნიშვნელოვანი დაჯილდოებები!
ამ წარმატებას კი გულითადად ვულოცავ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მთლიანად! მართლა ძალიან მაგარი ფილმია!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails