ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 14 мая 2010 г.

არჯუნ რამპალის ახალი სახე ფილმისათვის "Ra.One"

არჯუნ რამპალმა შეიჭრა თავისი განუყრელი გრძელი თმა, რომელსაც სიამაყით ატარებდა მუდამ ფილმისათვის "Ra.One", რომელშიც ის ბოროტმოქმედის როლს თამაშობს. ფილმის პროდიუსერი როგორც უკვე ვიცით შაჰრუჰ ქჰანია.
არჯუნს ფილმისათვის თმის გადაპარსვა მოუხდა და გარდა ამისა კისერზე ის დროებით ტატუს ატარებს.
როგორც დაახლოებული პირი გვიამბობს, სტილისტი დაახლოებით ერთი საათი მუშაობდა არჯუნის ახალ გარეგნობაზე.
თავად არჯუნს სთხოვეს არ გაეკეთებინა აფიშირება თავისი გარეგნობისა, ამიტომ ფილმ "Raajneeti"" - ს პრესკონფერენციაზე ის ქუდით მივიდა.
მსახიობმა დაადასტურა რომ მას ახალ ფილმში სრულიად განსხვავებული სახე აქვს თუმცა ამაზე ვერ ისაუბრებს რადგან ეს კონფიდენციალურია.

3 комментария:

Megi Benia комментирует...

აუ ეს რომ ვნახე პირველად ამიტყდა სიცილი! ფილმისთვის რომ არ იყოს საერთოდ არ უხდება! ის თმები უხდებოდა! ისე მაგარი ტიპია ძაან! ხო თან ამ როლისთვის მემგონი შესაფერისია! მართალია რიტეშთან ცუდად გამოვიდა, მაგრამ მემგონი რიტეში არ უხდება ბოროტმოქმედის როლებს!

leluka комментирует...

ძალიან მომწონს თქვენი საიტი,მინდა პატივისცემა გამოვხატო ნინოს მიმართ.რამპალი კი ჩემთვის საინტერესო ტიპაჟია,არა მარტო ვიზუალურად.მგონია რომ მას ყველაფერი უხდება.

Unknown комментирует...

დიდი მადლობა "ლელუკას", რამდენადაც მახსოვს აქამდე თქვენი კომენტარი არ მინახავს და მიხარია რომ შემოემატეთ ფორუმელებს

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails