ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 9 декабря 2009 г.

იმრან ქჰანი


თხოვნით
იმრან ქჰანი

დაიბადა 1983 წლის 13 იანვარს.
მშობლები: დედა - ნუზჰატ ქჰანი და მამა - ანილ პალი რომ გაიყარნენ იმრანი ჯერ კიდევ 2 წლის არ იყო. მშობლების გაყრის შემდეგ ის დედასთან დარჩა. ისინი გადავიდნენ ბომბეიში სადაც იმრანს რამდენიმე სკოლის გამოცვლა მოუწია. როგორც თითონ ამბობს მეოთხე კლასამდე მას ჰქონდა როგორც მეტყველების, ასევე ფსიქიური პრობლემები. არსებობდა საფრთხე რომ გაერიცხათ სკოლიდან. მოგვიანებით ის გადაიყვანეს სკოლაში რომელსაც არ ჰქონდა სახელიც კი და სწავლობდა დაახლოებით 25 მოსწავლე.
როგორც თავად ყვება სკოლა 6 კმ - ის მოშორებით იყო მათგან, სადაც არ იყო არც შუქი და არც წყალი, ნაცვლად იყო ველური ცხოველები. ჩვენ გვქონდა ნავთქურა და წყალი მოგვქონდა მდინარიდან. ჩვენ თითონ მოგვყავდა ბოსტნეული და თითონ ვიმზადებდით საჭმელს. ხელით ვვრაცხავდით სარეცხს. ასე ვცხოვრობდი წელიწადში 8-9 თვე და მხოლოდ ორი თვით ვბრუნდებოდით ბომბეიში. მაგრამ როცა ადამიანი დიდ დროს ატარებს ბუნებაში ის უკვე ადვილად იღლება დიდ ქალაქში. ხმაური, ნაგავი და ადამიანების დიდი რაოდენობა...
როცა ასეთ დეტალებს კითხულობ მსახიობის ცხოვრებიდან ძნელი წარმოსადგენია რომ ცნობილი რეჟისორი ნასირ ჰუსეინი მისი ბაბუაა. ასევე სისხლისმიერი კავშირებითაა დაკავშირებული ისეთ ცნობილ პიროვნებებთან როგორებიცაა, რეჟისორი მანსურ ქჰანი და ამირ ქჰანი. ამიტომაც ალბათ მისი ბედი იყო კინოში მოხვედრა. სწორედ მანსურ ქჰანი იყო პირველი ვინც სამი წლის იმრანი კინოში გადაიღო პატარა რაჯის როლში, ფილმში, "განაჩენი", სადაც ამირ ქჰანი თამაშობდა.
ასაკის მატებასთან ერთად იზრდებოდა მისი ინტერესი კინოსა და მსახიობობისადმი. როცა ის მოზარდი იყო თავად იღებდა თავის ფილმებს. ჩემთვის თამაში იყო მომეგონებინა ისტორიები და გადამეღო ფილმები. გადასაღებად ვიყენებდი პატარა კამერას და ოჯახის წევრებიც მხარს მიჭერდნენ. ბიძია მანსური ტექნიკურ რჩევებსაც მაძლევდა. 16 წლის იმრანი გადადის კალიფორნიაში მამასთან და იღებს უმაღლეს განათლებას. შემდგომი ნაბიჯი იყო დაკავშირება კინოინდუსტრიასთან რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. იმრანი სწავლას იწყებს ნიუ-იორკის კინოაკადემიის პრესტიჟულ კინოსკოლაში.
როდესაც ის მუმბაიში ბრუნდება მის ცხოვრებაში ხდება ფატალური შეხვედრა რეჟისორ აბას ტირევალისთან.
როგორც მსახიობი ამბობს, მათ მალევე შეთანხმდნენ. იმრანს მოეწონა სცენარი ფილმისა, "იცი თუ არ იცი?" და მოეწონა პერსონაჟიც. თითონ აბასიც დარწმუნებული იყო რომ იმრანი სწორედ ის იყო ვისაც უნდა ეთამაშა ეს როლი.
რადგანაც ყველანი ახალბედები იყვნენ აბასმა გადაწყვიტა დაეახლოვებინა ისინი ერთმანეთთან. ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვიყავით გადაღებებზე და ეს აისახა კიდეც ეკრანზე, ამბობს მსახიობი.
საკმარისი იყო მისი პირველი ფოტოს გამოჩენა ამირ ქჰანის ბლოგზე ფილმის გამოსვლამდე რომ უზარმაზარი გამოძახილი მოჰყვა. შეიქმნა ფანების არმია მიუხედავად იმისა რომ ფილმი არ ენახათ.
ფილმის გამოსვლისთანავე კი იმრანი ვარსკვლავი გახდა. კრიტიკოსები წერდნენ, რომ მასზე დიდი ტვირთად იწვა ის, რომ იყო ამირ ქჰანის ძმისშვილი, თუმცა მან შეძლო თავისი დებიუტი დასამახსოვრებელი გაეხადა. მისი მიმიკა და ჟესტები ფანტასტიურია, თუმცა იყო მომენტები სადაც მისი ემოციები არც ისე ღრმაა. მიუხედავად ამისა მას ელოდება დიდი მომავალი და თავბრუდამხვევი წარმატებები.
ფილმი, "იცი თუ არ იცი?", ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმების ხუთეულში მოხვდა.
ამირიც კმაყოფილი იყო მისი ნამუშევრით და თქვა რომ იმრანი კარგად გამოიყურება ეკრანზე. კამერამ კარგად მიიღო ის და ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი მსახიობისათვის. ის კარგადაც ცეკვავს და მას წინ გრძელი გზა აქვს. თუმცა თითონ იმრანი არ დარჩა კმაყოფილი თავისი ნამუშევრით.
-მე ახლა ვიცი რომ უნდა ვიმუშაო მეტი რათა ვსრულყო ჩემი თავი. თუმცა ეს გამოუცდელობა თითქოსდა უხდებოდა ჩემს გმირს და ჩემი გმირიც უხდებოდა ფილმს. დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.
შემდგომ იმრანი ყურადღებით ირჩევდა როლებს.
- როცა ვუსმენდი ან ვკითხულობდი სცენარს, ვცდილობდი წარმომედგინა რომ ვუყურებ ფილმს და თუ ჩავთვლიდი რომ ამ ფილმზე ღირს ბილეთის ყიდვა, მაშინ ვაძლევდი თანხმობას.
მისთვის აუცილებელი იყო ეჩვენებინა თავისი თავი სხვა მხრიდან და ამიტომაც აირჩია სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის გმირი, ფილმში "მოტაცებული". თავისი გმირის შესახებ ფილმში მოტაცებული" იმრანმა თქვა:
-მე ვითამაშე მკაცრი და ბოროტი ახალგაზრდა და ვფიქრობ ეს საინტერესოა.
გარდა ამისა მან ითამაშა ფილმში, "ფორტუნა", ისეთ მსახიობებთან როგორებიცაა მითჰუნ ჩაკრაბორტი, დენნი დენზონგპა, სანჯაი დატი და ახალბედა შრუტი ჰასანი.
იმრან ქჰანს თავისი გზა არჩეული აქვს და ეს გზა ნამდვილად სწორია.
ასეთი წარმატებული დებიუტების შემდეგ ნამდვილად ღირს დაველოდოთ ახალგაზრდა მსახიობს როგორ თამაშს გვაჩვენებს მომავალში.
ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ის მიაღწევს თავის ბავშვობის ოცნებას და ფილმსაც გადაიღებს.

2 комментария:

Megi Benia комментирует...

მაგარია იმრანი! ძალიან საყვარელი და სტატისტიკას თუ გადავხედავთ ფილმიდან ფილმამდე ის იზრდება როგორც მსახიობი და დარწმუნებული ვარ ეს გაგრძელდება!

nini комментирует...

სტატიიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ იგი ერთ ერთი ბედნიერი გამონაკლისია, რომელიც პირველივე ფილმით გახდა წარმატებული.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails