თხოვნითბობი დეოლი (ვიჯაი სინგჰ დეოლი) დაიბადა 27 იანვარს 1967 წელს.
იგი წარსულში ყველასათვის სათაყვანო მსახიობის, დჰარმენდრას ვაჟია.
მისი უფროსი ძმა, სანი დეოლი წარმატებული მსახიობია.
მამამისის მეორე მეუღლეა - ცნობილი ჰემა მალინი, რომლისგანაც დჰარმენდრას კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს - იშა და აჰანა.
მისი მეუღლე არის ტანია აჰუჯა.
მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჯერ კიდევ ბავშვობისას (1977), როცა მან მამამისის ბავშვობა განასახიერა ფიმში "dharam veer".
ბობი დეოლი გვევლინება როგორც კომედიური, ასევე ექშენისა და რომანტიული ჟანრის მსახიობად. მისი სადებიუტო ფილმია რომანტიული ხასიათის სურათი "barsaat", რომლის პროდიუსერიც მამამისი იყო. ამ როლისათვის მან მიიღო "filmfare avards"-ის ჯილდო როგორც წლის საუკეთესო დებიუტანტმა.
მისი ძირითადი ამპლუა არ არის ექშენის გმირი, თუმცა იგი პოპულარული სწორედ ასეთი როლებით გახდა. ამჟამდ იგი უფრო რომანტიული როლებით არის დაკავებული.
მამასთან და ძმასთან ერთად ითამაშა ფილმში "apne", რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
ის ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს ბოლივუდში.
-ძალიან სასიამოვნოა როცა მესმის რომ ახლაც უყვართ მამაჩემი. ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს მის ჩრდილის ქვეშ ცხოვრება. ფილმები არ არის ჩემთვის ყველაფერი. ბუნებით მეოჯახე ვარ და ვამჯობინებ მეუღლესთან უფრო დიდი დრო გავატარო - ამბობს მსახიობი.
ნახეთ სიმღერის კლიპი მისი სადებიუტო ფილმიდან "barsaat"
Комментариев нет:
Отправить комментарий