ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 1 марта 2010 г.

კუნალ კჰემუს "golmaal 3" -ში გადაიღებენ

კუნალ ქჰემუს მონაწილეობით მაღაზია "პლანეტა ბოლივუდმა" ახლახან შემოგვთავაზა ფილმი "შუქნიშნის ხმა". საკმაოდ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთკარინა კაპური და სიაფ-ალი ქჰანი საკმაოდ მყარად დგანან ბოლივუდის სამყაროში, ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა კარინამ ახალბედა მსახიობს კუნალ ქჰემუს გაუწია რეკომენდაცია რეჟისორ როჰიტ შეტისთან, რათა "golmaal 3"-ში გადაეღოთ. საყოველთაოდ ცნობილია რომ კუნალ ქჰემუს რომანი აქვს სოჰა-ალი ქჰანთან, საიფის დასთან.
ახლახან საიფი, კარინა, სოჰა და კუნალი შეხვდნენ და ერთად ისადილეს. კარინას შესაძლებლობა მიეცა უკეთ გაეცნო კუნალი. კარინამ გადაავლო თვალი მის ფილმებსაც და როგორც ჩანს მისი ნიჭიც ჯეროვნად შეაფასა. მან აღნიშნა რომ კუნალი არასწორად ირჩევს როლებს.
რეჟისორ როჰიტ შეტის სხვა მსახიობი ჰყავდა შერჩეული როლზე თუმცა კარინამ დაარწმუნა ის და "golmaal 3" -ში აჯაი დევგანის, ტუშარ კაპურის, შრიას ტალპადეს, მითჰუნ ჩაკრაბორტის და თითონ კარინას გვერდით კუნალ ქჰემუც ითამაშებს.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails