ნახეთ DVD დისკზე შაჰრუჰ ქჰანისა და კაჯოლის ახალი შედევრი -
"ჩემი სახელია ქჰანი"!
დარეკეთ ნომერზე 309 022 და შეუკვეთეთ ფილმი შინ მიტანით 15 მარტის ჩათვლით
ინდური კინოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა, შაჰრუჰ ქჰანმა ბრალი დასდო ლონდონის აეროპორტის თანამშრომლებს, რომ მათ ამობეჭდეს და გაავრცელეს კოლეგებს შორის მისი შიშველი სხეულის გამოსახულება. ეს გამოსახულება მიიღეს სპეციალური სკანერული აღჭურვილობით უსაფრთხოების ზონის გავლისას.
ბოლივუდის ვარსკვლავი ამტკიცებს რომ ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ აეროპორტის ქალთა პერსონალს, რომლებიც ემსახურებიან უახლეს სკანერებს, რომლებიც ინგლისის აეროპორტებში შეიტანეს საშობაო ტერაქტის მცდელობის შემდეგ.
შაჰრუჰ ქჰანის პრეტენზიებმა, რომელიც მის მიერ გამოთქმული იქნა ერთ-ერთ ინტერვიუში, სატელევიზიო შოუში, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
მსახიობმა არაერთხელ გააკრიტიკა ადრეც მუსულმანებისადმი რასობრივი მიდგომა ევროპისა და ამერიკის აეროპორტებში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. თავად მსახიობიც გასული წლის აგვისტოში იყო დაკავებული დასაკითხად ამერიკის აეროპორტში, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია ინდოეთში.
როგორც ჩანს ფილმში "ჩემი სახელია ქჰანი" წინა პლანზე წამოწეული პრობლემები თავად შაჰრუჰის ცხოვრებაშიც აქტუალური ყოფილა.
ამჯერად კი აეროპორტის თანამშრომლები უარყოფენ მსახიობის პრეტენზიებს და ამტკიცებენ რომ ამ სკანერებიდან ტექნიკურად შეუძლებელია ამობეჭდვა. მათ განაცხადეს რომ არც განიხილავენ მსახიობის ამ ბრალდებას იმიტომ რომ ეს არც შეიძლება იყოს სიმართლე.
თუმცა ეს ახალი სკანერები უკვე იყო სკანდალის მიზეზი რადგან უფლებათა დამცველები მას უკანონოდ მიიჩნევენ.
1 комментарий:
Auuuuu,idiotebi arian raaa.SRk-m rac ar unda gadaighos es xalxi mainc ver iscavlis chkuas!
Отправить комментарий